კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 გამოცდილი და წარმატებული ოტორინოლარინგოლოგი ზაზა ხუციშვილი – თქვენი პატარების სამსახურში

ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი

  მალე ათი წელი შესრულდება, რაც ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრის „ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკა” წარმატებით ემსახურება პაციენტებს, რომელთა  შორის არიან ბავშვებიც. მათი საყვარელი ექიმი, ოტორინოლარინგოლოგი და ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრის, „ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკის” საოპერაციო განყოფილების ხელმძღვანელი  – ზაზა ხუციშვილი მოგვიყვა ყელ-ყურ-ცხვირის იმ დაავადებებზე, რაც ყველაზე მეტად აწუხებთ პატარებს. მშობლებისთვის არაერთ საინტერესო კითხვაზე პასუხს ზაზა ხუციშვილის ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ბატონო ზაზა, რა ასაკიდან იღებთ ბავშვებს?
– ჩვენი ცოდნა, გამოცდილება და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ნებისმიერი ასაკის ბავშვები მივიღოთ, დიაგნოზი დავუსვათ და ამბულატორიულად ვუმკურნალოთ. რაც შეეხება ქირურგიულ მკურნალობას, ამ მიმართულებით, ჩვენი შიდაგანაწესის მიხედვით, პაციენტებს სამი წლიდან ზემოთ ვემსახურებით. სამ წლამდე ასაკის ბავშვებში ოპერაციის აუცილებლობის შემთხვევაში ბავშვთა პროფილის კლინიკებში ვამისამართებთ. თუმცა, არის გამონაკლისი შემთხვევებიც, მაგალითად, ყრუმუნჯობის შემთხვევაში, ბავშვებს წლინახევრიდან ვუტარებთ კოხლეარულ ინპლანტაციას, ვინაიდან ჩვენ ერთადერთი კლინიკა ვართ, სადაც ეს ოპერაცია კეთდება.
– ძირითადად, რა პრობლემებით მოჰყავთ ბავშვები?
– მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დაბინძურებულია ჰაერი, არც საკვების მხრივ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა და ეს ყველაფერი მოქმედებს ჩვენი პატარების იმუნიტეტზე.  მასობრივად მძვინვარებს სხვადასხვა ტიპის ვირუსული ინფექციური დაავადებები, სეზონურად ერთდროულად რამდენიმე ვირუსი აქტიურდება,  ამიტომ მომართვიანობის ძირითადი მიზეზებია ანგინები, ადენოვირუსული ინფექციები, ცხვირის ღრუს ლორწოვანის ანთებები, ცხვირის დანამატი წიაღების ანთებები. ხშირია შუა ყურის ანთებითი პროცესიც. უმეტეს შემთხვევებში ესენი ერთმანეთს მიბმული დაავადებებია. გარდა ამისა,  ჩვენთან მოჰყავთ პატარები უცხო სხეულით. ჩვენს კლინიკაში ყველაზე ხშირად მოდიან ბავშვები სასის ტონზილების და ცხვირ-ხახის ადენოიდების პრობლემებით.
– განვმარტოთ თითოეული და მოგვიყევით მათი მკურნალობის მეთოდებზე.
– ცხვირ-ხახის ადენოიდი ლიმფოიდური ქსოვილია, რომელიც, რასაკვირველია, ყველა ადამიანს აქვს, უბრალოდ, სხვადასხვა ინფექცია, გაციება, სწრაფვა ჰიპერპლაზიისკენ მის ზომაში მატებას იწვევს, რაც თავის მხრივ, იწვევს ცხვირით სუნთქვის გაძნელებას, ევსტახის მილის,  ანუ ცხვირ-ყურის დამაკავშირებელი არხის დაბლოკვას, რის გამოც ინფექცია ადვილად გადადის შუა ყურში, რაც გაუთავებელი რინიტის ერთ-ერთი მიზეზია. ყველაზე დიდი პრობლემაა ცხვირით სუნთქვის გაძნელება, რის გამოც ბავშვებს უყალიბდებათ პირღიაობა, რასაც სახის  კუნთები და ჩონჩხი ისე ეჩვევა, რომ დღის განმავლობაშიც პირდაღებულები დადიან. ხშირად  ამ პრობლემის სხვადასხვა წვეთებით და მკურნალობით ებრძვიან, მაგრამ ეს თავიდანვე არასწორი მიდგომაა, რადგან უპირველესად, უნდა მოვაცილოთ მისი გამომწვევი მიზეზი და  შემდეგ უნდა დაინიშნოს მისგან გამოწვეული თანმდევი პრობლემების მკურნალობა.
  რაც შეეხება სასის ტონზილებს, ისინი როგორც წესი, გაუთავებელი ანტიბიოტიკოთერაპიებით, არასწორი მკურნალობებით ზიანდება. ტონზილექტომიის დროს გვაქვს შემდეგი ჩვენებები: პირველი – ეს არის ხშირი ანგინები (თუმცა, დოგმა, რომ თუ ბავშვს წელიწადში 5-6 ჯერ არ აქვს ანგინა, არ უნდა გავაკეთოთ – ეს არასწორია), შეიძლება, ერთი წლის განმავლობაში საერთოდ არ მიდიოდეს ორგანიზმში ანგინური პრობლემები, მაგრამ სამაგიეროდ, ხდებოდეს სასწაული ცვლილებები სისხლის გზით, ძვალ-სახსროვანი  და გულის სისტემით. დღეს უკვე თითქმის ყოველ მეოთხე-მეხუთე ბავშვს აღენიშნება გულის თანდაყოლილი და შეძენილი პათოლოგიები, ამ  პათოლოგიების დროს ერთ-ერთი პროფილაქტიკური საშუალებაა, რომ ინფექციის კერა, როგორიც ტონზილია, მოსცილდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში,  დიდ ასაკში აუცილებლად ჩამოყალიბდება სერიოზული დაავადებები, რაც მთელ რიგ გართულებებსა და სამკურნალო პროცედურებს უკავშირდება. სასის ტონზილების პირველი ნიშნებია ხშირი ანგინა, უსიამოვნო, სპეციფიკური სუნი, მოთენთილობა, ადვილად დაღლა, ფეხების ტკივილი, გამოხატული პირღიაობა, უმიზეზოდ ადვილად გაციება. ბავშვებში ტონზილექტომიას ამ ძირითადი მიზეზების გამო ვაკეთებთ.
  შემდეგი ხშირი დაავადება ბავშვებში შუა ყურის ანთებაა, რა დროსაც ყველაზე ხშირად საჭირო ხდება შუნტის ჩაყენება დაფის აპკზე. როდესაც წლების განმავლობაში, გარკვეული მიზეზების გამო, შუა ყურის ჰაერის ვენტილაცია კარგად არ ხდებოდა, იქ ვითარდება ევსტახის მილის ქრონიკული ანთება. ხშირ შემთხვევაში, სწორი მკურნალობითა და ანტიბიოტიბიოტიკოთერაპიით, ცხვირის წვეთებით და ასე შემდეგ, ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად ლაგდება, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ამას ვერ ვერევით და გვრჩება გაუწოვად მასად, რის გამოც ვაკეთებთ ყურის შუნტირებას. დაახლოებით ათწუთიანი მანიპულაციაა,  გარკვეულ ზონაში იჭრება დაფის აპკი, სადაც კეთდება ოქროს პროთეზი ანუ ჰაერის მიწოდება ხდება არა ცხვირ-ხახიდან, არამედ ამ შემთხვევაში გარეთა სასმენი მილიდან, რაც აბალანსებს წნევას, აღარ ხდება დაფის აპკის ჩახორცება და დიდ ასაკშიც დაყრუების ნაკლები რისკია. როდესაც შუნტი თავის ფუნქციას შეასრულებს, დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში, თავისით ვარდება. თუ დარჩა, მექანიკურად ვიღებთ და ეს ადგილი უკვალოდ ხორცდება.
– როგორ ებრძვით უცხო სხეულებს და რა არის ამ დროს მშობლისთვის საყურადღებო?
– თამაშის დროს, ერთმანეთის მიმბაძველობით, პატარები ხშირად სხვადასხვა გაურკვეველ ნივთებს იტენიან ცხვირში,  რომელთა ამოღებაც ძალიან მარტივად ხდება. შედარებით რთული ამოსაღებია პატარა მრგვალი ბურთულაკები, რომლებსაც არ აქვს კიდე, ამ შემთხვევაში  პაციენტის დაძინება გვიწევს. ხშირია შემთხვევები, როცა დიდი ხანია, ბავშვს უცხო სხეული უდევს და მშობელმა ამის შესახებ არაფერი იცის.  დადიან ექიმებთან და ისინიც მკურნალობენ სხვადასხვა ჩირქოვან რინიტებზე, სინამდვილეში კი რამდენიმე თვის წინ ცხვირში ჩადებული ნივთის გამო წავიდა ნეკროზულ-ანთებითი ცვლილებები.
 ყველა მშობლის გასაგონად ვამბობ: როდესაც თქვენს შვილს აღენიშნება ცალ მხარეს სუნიანი გაუთავებელი ჩამონადენი ეს; არ არის  გაციება,  90  პროცენტში ნიშნავს, რომ სადღაც რაღაც აქვს შეტენილი, რის შედეგადაც დაიწყო ქსოვილების დანეკროზება და დაჩირქება. ჩემს პრაქტიკაში  ყოფილა ისეთი მომენტებიც, როდესაც ოპერაციის დროს ადენოიდის ქსოვილში მინახავს ოდესღაც ჩაყლაპული პლასტმასის ნივთი, რომელიც ოდესღაც გაჩხერილა ცხვირ-ხახაში და ადენოიდის ზრდასთან ერთად, მის ქსოვილში ჩაიზარდა.
– ბავშვების საყვარელი ექიმი ხართ, რა განსაკუთრებული მიდგომა გაქვთ პატარებთან?
– ბავშვების მიმართ განსაკუთრებული სიყვარული მაქვს, ყოველთვის მეგობრული განწყობით ვხვდები და ვცდილობ, ექიმთან მოსვლით არ დაიძაბონ. ვიდრე მკურნალობამდე მივალთ, ექიმის დახვედრასა და განწყობას უმთავრესი მნიშვნელობა აქვს. ხშირად ერთი სიტყვაც გადამწყვეტია. ვფიქრობ, მათთან სწორი მიდგომა მაქვს, რაც აისახება ჩემთან მოსული პაციენტების კონტინგენტზე. ჩვენი სიყვარული ორმხრივია –  ხშირად მჩუქნიან საკუთარ ნახატებს, სამახსოვროდ  მიტოვებენ სხვადასხვა ნივთს, ერთად ვიღებთ სურათებს და ასე შემდეგ. ბავშვები უსაყვარლესები და უთბილესები არიან.
P. S. ყველა პატარას ვუსურვებ ჯანმრთელობასა და ბედნიერ ბავშვობას!

скачать dle 11.3