კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 რა შეტყობინება გაუგზავნა მოხუცმა ინდიელმა თავის „მთვარეულ“ ძმებს

  ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველი მელორ სტურუა ასეთ ისტორიას ყვება:
  „ნასა“ რომ თავის ასტრონავტებს მთვარეზე გასაფრენად ამზადებდა, ზოგიერთი ვარჯიში არიზონის უდაბნოში, ნავაზოს მოდგმის ინდიელთა რეზერვუარის ტერიტორიაზე ტარდებოდა. ეს პროცესი ღია იყო და როგორც გაზეთ „იზვესტიის“ კორესპონდენტი, მეც ვადევნებდი თვალ-ყურს. ერთ-ერთი ვარჯიშის დროს ადგილობრივი მოხუცი ინდიელი შვილიშვილთან ერთად ცხვრებს აძოვებდა. მოხუცმა მხოლოდ ნავაზოს ტომის ენა იცოდა, შვილიშვილმა კი – ინგლისურიც. როდესაც მოხუცმა ინდიელმა შეიტყო, რომ ასტრონავტები მთვარეზე გასაფრენად ემზადებოდნენ, მათ შვილიშვილის მეშვეობით სთხოვა, რომ მთვარეზე მისი შეტყობინება წაეღოთ. იგრძნეს რა „ნასელებმა“, რომ ინდიელის მთვარეზე გზავნილი მათთვის კარგი რეკლამა იქნებოდა, მოხუცს ნავაზოს ენაზე პატარა შეტყობინება მაგნიტოფონზე ჩააწერინეს. შვილიშვილმა კი ამ შეტყობინების ინგლისურად თარგმნაზე უარი განაცხადა. „ნასელები“ ძალიან დაინტერესდნენ. ამიტომ, სწრაფად მოიძიეს ამ ენის მცოდნე ცნობილი პროფესორი და ათარგმნინეს მოხუცი ნავაზოელის მთვარეზე გზავნილი, რომელიც ასე ჟღერდა: „მთვარეულო ძმებო! ამ ხალხზე თვალი გეჭიროთ, რადგან თქვენი მიწების წასართმევად არიან ჩამოსულებიო.“ ამ ეპიზოდიდან „იზვესტიისთვის“ ისეთი საუცხოო პოლიტიკური შეფერილობის სტატია გამოვაცხვე, რომ მაგარი პრემია დავირტყი.“
ნიკა ლაშაური
скачать dle 11.3