კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2019 (157)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)

№23 რამდენი ჰექტარი მიწა, რამდენი ათასი სახლი და რამდენი მილიონის უძრავი ქონება წაართვა რუსეთის იმპერიამ ქართულ ეკლესიას

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

  საქართველოს საეგზარქოსოს შექმნის შემდეგ რუსეთის ჩინოვნიკ-ეგზარქოსებს მხოლოდ საეკლესიო საქმეები არ აურევიათ. მათ გაძარცვეს ქართველი ხალხი და დემოგრაფიული სურათი შეცვალეს ჩვენს სამშობლოში.
  რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს სამეფო-სამთავროების გაუქმებას ეროვნული საეკლესიო ტრაგედია მოჰყვა ჩვენთვის. ჩვენი ისტორიული ქონების დიდი ნაწილი გაიძარცვა და დაიკარგა. ეს იყო უნიკალური კულტურის ძეგლები, გარდა კულტურის ძეგლებისა, დამპყრობლებმა, ასევე, ხელყვეს და მიითვისეს უძრავი ქონება.
  რუსეთის სინოდის დადგენილებით, მეოცე საუკუნის დასაწყისში საქართველოს საეგზარქოსოსთვის გამოყოფილი იყო წელიწადში 809 808 რუსული მანეთი. მაგრამ, ამ თანხიდან ქართველ სასულიერო პირებს, ქართულ სამრევლოებსა და ეკლესიებს ბევრი არ რჩებოდა. რუსი მართლმადიდებლის, ნ. ნ. დურნოვოს თქმით, აღნიშნული თანხიდან 100 000 მანეთი იხარჯებოდა საქართველოში და მთლიანად სამხრეთ კავკასიაში მოღვაწე რუსი და ბერძენი სასულიერო პირების შესანახად. 100 000 მანეთი  კი განკუთვნილი იყო კავკასიაში მართლმადიდებლობის აღსადგენი საზოგადოების ხარჯებისათვის. თითქოს, რუსები ცდილობდნენ ოსები და სხვები დაებრუნებინათ მართლმადიდებლობის გზაზე, მაგრამ, ყველაზე მრავალრიცხოვან  მართლმადიდებლურ მოსახლეობას დემოგრაფიულად ამცირებდნენ, უმცირესობად აქცევდნენ – საუბარია ქართველებზე.
  რუსი დურნოვოს თქმით, საქართველოს ეკლესიას უზარმაზარი უძრავი ქონება ჩამოართვეს. თვითონ დურნოვო ცნობებს სანდო წყაროებიდან იღებდა.
  საქართველოს საეკლესიო ქონება საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა. მეფეებს, თავადებს, ვაჭრებსა და გლეხებს ძალიან დიდი შესაწირავი შეჰქონდათ ეკლესიაში. ჩვენს ეკლესიას ეკუთვნოდა დიდი მამულები, მიწები, სახლები, სხვადასხვა დანიშნულების შენობები, სამრეწველო საამქროები, ქარხნები და სხვა. ეს ყველაფერი რუსეთის იმპერიის ხელში გადავიდა – დამპყრობელმა ქართველ ხალხს ჩამოართვა ქართული საეკლესიო ქონება და მიითვისა.
  დურნოვო წერს: „სახელმწიფო ხაზინამ მონასტრებიდან და ეკლესიებიდან წაიღო ან ჩამოართვა ქართული ეკლესიის კუთვნილი ქონება, ქ. თბილისში: ერეკლეს აბანო, 13 ბაღი, 11 სახლი, 28 სავაჭრო, 1 სამღებრო, 1 სათევზაო ადგილი და ქარვასლა, მიწა – 437.719 კვადრ. საჟენი“.
  საჟენი ძველი რუსული სიგრძის ერთეულია, რომელიც 1835 წლიდან განისაზღვრა, როგორც 213.36 სანტიმეტრი. გამოდის, რომ საკმაოდ დიდი მიწის ფართობი – 93 391 კვადრატულ კილომეტრზე მეტი მიწა, ანუ 9 ჰექტარზე მეტი მიწა ტფილისში ჩამოართვეს ქართველ ხალხს.
  ნ. დურნოვო გვიამბობს, რომ ქართულ ეკლესიას ჩამოართვეს: „სულ 28.910.000 მანეთად ღირებული ქონება. თბილისის გუბერნიაში: 2. საგაჯე, 11 საკირე, აგურის ქარხანა, 9 სამღებრო, 3 თევზის დუქანი და 282.600 დესეტინა მიწა – სულ 79.570.000 მანეთად ღირებული.“
  დესეტინა უდრის 1,09 ჰექტარს. ესე იგი, თბილისის გუბერნიაში 259 ჰექტარზე მეტი მიწა ჩამოართვეს რუსებმა ქართულ ეკლესიას.
  გარდა ამისა, დურნოვოს მონაცემით, იმერეთში ქართულ ეკლესიას ჩამოართვეს – „40.475 დესეტინა მიწა, 29.787.500 მანეთად ღირებული, გურიაში – 356 დესეტინა მიწა, 328.000 მანეთად ღირებული. ყველაფერი ეს შეადგენს 137.600.000 მანეთს.
ამას თუ დავუმეტებთ 14.147 სახლს, სულ მივიღებთ 140.330.000 მანეთს ვერცხლით“.
  მკითხველმა წარმოიდგინოს 14 147 სახლი, რომლებიც ჩამოართვეს ჩვენს ეკლესიას და იმპერიის ხაზინას მიაკუთვნეს. ეს ხომ უზარმაზარი ქონებაა. აქ სახლებზეა საუბარი, ქალაქად და სოფლად მდებარე სახლებზე და არა ბინებზე.
  ქართველი ხალხი საეკლესიო და ეროვნულ ჩაგვრას განიცდიდა. ჩვენგან განსხვავებით, „ერთმორწმუნე რუსეთის იმპერიამ“ დიდი შეღავათები მისცა სომხურ ეკლესიას. სომხური ეკლესია დამოუკიდებელი დარჩა, მას ვერ მიიერთებდნენ, რადგან სომხების აღმსარებლობა მართლმადიდებლებისგან განსხვავებულია. მართალია, სომხურ ეკლესიასაც ჩამოართვეს დიდი ქონება, მიწები და სხვა, მაგრამ, 1905 წელს ის უკან დაუბრუნეს.
ქართველებისთვის არაფერი დაუბრუნებიათ.
  ნ. დურნოვოს თქმით: „ქართული საეკლესიო ქონებიდან შემოსული თანხა, მცოდნეთა გამოანგარიშებით, 10 მილიონ მანეთს შეადგენს, რომლისგანაც ქართულ ეკლესიას ხმარდება 3/4%-ზე ნაკლები“.
ვინმეს რომ არაობიექტურად არ მოეჩვენოს ჩვენი ნათქვამი ქართველებისა და სომხებისადმი რუსეთის იმპერიის დამოკიდებულების შესახებ, ისევ ნ. დურნოვოს მივუბრუნდეთ:
  „სომეხ ხალხს კავკასიის ადმინისტრაცია ყოველთვის მეტ უპირატესობას აძლევდა ქართველ ხალხთან შედარებით. ამის წყალობით მთელი საქართველო თითქმის სომხებს ჩაუვარდა ხელში. თურქეთიდან გადმოსახლებული 200 ათასზე მეტი სომეხი დასახლებული იქნა საქართველოში და მათ დაიკავეს სამცხეს, ბორჩალოს, ახალქალაქის, ახალციხის მაზრები. ისინი საშინლად ავიწროებენ ქართველებს. რუსულმა ბიუროკრატიამ, ნაცვლად იმისა, სიყვარულითა და სიმართლით ჰქონდეთ ავსებული გული, ქართველებმა რომ რუსული არწივის ფრთებქვეშ შეაფარეს თავი, მათ ხარბი ექსპლოატატორები – სომხები შეუსია. ამ საქმეში მას წინასწარ ჩაფიქრებული მიზანი ამოძრავებდა – ხელოვნურად დაემსხვრია ქართველთა და თურქულ-თათრული წარმოშობის ხალხთა კომპაქტური მასა და ამგვარად შეექმნა თითქოსდა საჭირო უპირატესობა ადგილობრივ აბორიგენებზე”.
  რუსეთის იმპერიამ დემოგრაფიული ვითარება მკვეთრად შეცვალა სამხრეთ კავკასიაში, კონკრეტულად საქართველოში და სამხრეთ საქართველოში ქართველები უმცირესობად აქცია. ეს მოხდა მეცხრამეტე საუკუნეში, რუსეთის ბატონობის დროს. თურქეთიდან გადმოსახლებული სომხები ქართულ მიწებზე დაასახლეს.
  ქართველებს „ერთმორწმუნე“ რუსეთი არ ენდობოდა, ისევე როგორც თურქული წარმოშობის ხალხებს. თურქული წარმოშობის ხალხებს – იმიტომ, რომ მაშინდელი ოსმალეთის იმპერია მათი მოკავშირე იყო. ხოლო ქართველებს იმიტომ არ ენდობოდა, რომ იცოდნენ, ჩვენი წინაპრები თავისუფლებისმოყვარენი იყვნენ და ერთხელაც წართმეული დამოუკიდებლობის აღსადგენად ბრძოლას დაიწყებდნენ. გარდა ამისა, სომხებს მეთერთმეტე საუკუნიდან სახელმწიფოებრიობა არ ჰქონიათ, მათ არც სამეფო დინასტიის წარმომადგენლები ჰყავდათ შემორჩენილი და ამ მხრივ, რუსეთის იმპერიას მათგან საფრთხე არ მოელოდა. სახელმწიფოს გარეშე სომხები ადვილად ახერხებდნენ არსებობას, ქართველებს კი ეს ძალიან აწუხებდათ. ქართველებს სამეფო-სამთავროები რუსეთმა გაგვიუქმა. ჩვენი სამეფო დინასტიის წარმომადგენლებიც რუსეთში გაასახლა, რომ სახელმწიფოებრიობის აღსადგენად აჯანყებები არ გაგრძელებულიყო.
  განსაკუთრებით შეშფოთებულები იყვნენ რუსი იმპერიალისტები 1832 წლის შეთქმულების მერე. ყველაგან და ყველაფერში ქართველთა შეთქმულება ელანდებოდათ. მუდამ შიში ჰქონდათ – ქართველებმა აჯანყება არ წამოიწყონო.

скачать dle 11.3