კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 აბსურდული სიტუაცია

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #21-22(961)
  ლიკამ კოტესკენ გაიშვირა ხელი და უცნობს უთხრა:
– ინფორმაციას ეს დაგაფქვევინებთ და უკვე გამოცდილი გაქვთ მისი ხელი. ტყუილით კი არაფერს გატყუებთ და ტელეფონი, რომელსაც ეძებთ, მე მაქვს.
ტელეფონის ხსენებაზე უცნობს ცარცის ფერი დაედო და ენის ბორძიკით თქვა:
– თქვენ ნანახი გაქვთ,  რაც მასშია ჩაწერილი?
– სიმართლეს გეტყვით, რომ არა. თუმცა რუსები ნახავენ და როგორც ვხვდები, ეს თქვენ ძალიან არ გინდათ. ამიტომ, ახლა ხუთი წუთით მარტო დაგტოვებთ და თქვენ გადაწყვიტეთ, როგორ მოვიქცეთ, – ირონიით უთხრა ლიკამ უცნობს.
მას მერე, რაც კოტემ უცნობი საიმედოდ მიამაგრა ძელს, ლიკასთან ერთად სააბაზანოდან გამოვიდა.
– ლიკუშ, რა ტელეფონზეა ლაპარაკი, რატომ არაფერი მითხარი? – ჰკითხა კოტემ ლიკას.
– ახლა მოვტვინე. აქამდე ყურადღებაც კი არ მიმიქცევია, – მიუგო ლიკამ ძმობილს.
– აბა, რას? თქვი, – თქვა კოტემ და სმენად იქცა.
– ამ ორიოდე კვირის წინ სახლს ვალაგებდი და საძინებელში ბრას რომ ვწმენდდი, უცებ კედელზე ჩამოკიდებული სურათი ამოძრავდა. კედელი გაიღო და შიგნით ძველი, უბრალო სეიფი გამოჩნდა. სახელური გადავწიე და გაიღო. შიგნით ტელეფონი, პისტოლეტი და ოცდაათი ათასი დოლარი იდო. ტელეფონი ვერ ჩავრთე, რადგან კოდს ითხოვს. სეიფი ჩავკეტე და სურათი ადგილზე დავაბრუნე. ვიფიქრე, – კობა კაცია და იარაღი ევასება, ამიტომ ინახავს-მეთქი. ტელეფონში, ალბათ, დოკუმენტური ფილმისთვის გადაღებული მასალები აქვს. ხოლო ფულს კი იმიტომ არ აჩენს, რომ სიურპრიზის გაკეთება უნდა. სულ მეუბნებოდა, ახალი ბინა უნდა ვიყიდოთო და ალბათ, აგროვებს-მეთქი. ერთი სიტყვით, კობასთვის არც კი მიგრძნობინებია, რომ მის საიდუმლო სამალავს მივაგენი. წეღან კი თავში დამარტყა, – ალბათ, ეს კაცი ტელეფონს ეძებს-მეთქი და ათიანშიც მოვარტყი. აქ სხვა რამეშია საქმე, მით უმეტეს, თუ ეს ადამიანი ამერიკის მთავრობის სპეციალურ დავალებას ასრულებს. გამოდის, რომ კობაც ამერიკის მთავრობაზე მუშაობს, – თქვა ლიკამ.
– მოდი, ტელეფონი გამოვიღოთ. იმ კაცს ვუჩვენოთ და შევეცადოთ, სიმართლე ვათქმევინოთ. მართალა ხომ არ მოვკლავთ? სიმართლე გითხრა, ჯალათის როლი სულაც არ მეპიტნავება, – უთხრა კოტემ დობილს.
ქალ-ვაჟმა სეიფიდან ტელეფონი გამოიღო. აბაზანაში დაბრუნდნენ. კოტემ უცნობი ძელიდან მოხსნა. ტელეფონი დაანახვა და უთხრა:
– აი, ეს ნივთი, რომელსაც ეძებ. მართალი ვარ?
– მართალი ხარ, – უპასუხა უცნობმა.
– მაშინ ასე ვქნათ – ან მეტყვი ყველაფერს, ან მიგთიშავთ, მანქანის საბარგულში ჩაგაგდებთ და ტელეფონიანად ცხინვალში რუსებს ჩაგაბარებთ. რას იტყვი, თანახმა ხარ?
– სიმართლე რომ ვთქვა და მაინც რუსებს ჩამაბაროთ?
– სიმართლეს თუ იტყვი, არ ჩაგაბარებთ. ჩვენ კობას ვეძებთ და ასეთ რადიკალურ ნაბიჯზე ამიტომ მივდივართ. როგორც მივხვდით, კობა თქვენზე მუშაობდა და თქვენს დავალებას ასრულებდა. კავშირი რომ გაწყდა, მისი ძებნა არც კი დაგიწყიათ, მხოლოდ მის მიერ მოპოვებული ინფორმაციების ხელში ჩაგდება მოინდომეთ. მართალს ვამბობ? – ჰკითხა კოტემ.
– მთლად ასე არაა. მართალია, პირველ რიგში, ტელეფონი გვჭირდება და ამიტომ მოვედი აქ, მაგრამ კობას მოძებნას ვაპირებდით და არ გატყუებთ, – თქვა უცნობმა.
– თუ არ გვატყუებ, ახლა გამოჩნდება და ძალიანაც რომ მოინდომო, მაინც ვერ მოგვატყუებ, – თქვა კოტემ, უცნობს ტელეფონი დაანახვა და დაამატა, – სიმართლე, სრული სიმართლე – ამ ტელეფონის სანაცვლოდ. მიდი, დაიწყე!
– მე ვარ ლეო მარკესი. შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომელი. თბილისში კი საიდუმლო ოპერაციის საკოორდინაციოდ ვარ მოვლინებული. კობა ძნელაძე ჩვენზე მუშაობდა. ბოდიში, მუშაობს. აი, სულ ესაა, – თქვა გაკოჭილმა და დაამატა, – ახლა კი გამათავისუფლეთ და ტელეფონი გადმომეცით, რომ ჩემს გზაზე წავიდე.
– ასე არ გამოვა, მისტერ ლეო მარკეს, თუ მართლა მასე გქვიათ, – თქვა ლიკამ.
– რა მნიშვნელობა აქვს, რა მქვია, მთავარია, სიმართლე გითხარით და თქვენი მტერი არ ვარ, – თქვა მარკესმა.
– ჩემთვის აქვს დიდი მნიშვნელობა. ჩემი ქმარი გაუჩინარდა და არ ვიცი, სადაა და რა სჭირს. იქნებ სულაც თქვენ მოიშორეთ ის თავიდან? – თქვა ლიკამ. მარკესმა კი სიტყვა გააწყვეტინა:
– რა სისულელეა! ის მშვენიერი აგენტია  და ძალიან ფასეულ სამუშაოს ასრულებდა.
– ჰოდა, სანამ ყველაფერს არ მეტყვით, ამ ტელეფონს ვერ მიიღებთ. ტელეფონს კი არა და, ნამდვილად რუსებს გადაგცემთ. ასე რომ, აირჩიეთ. მაგრამ იცოდეთ, რომ სიტყვაზე არ დაგიჯერებთ და რასაც იტყვით, აქვე უნდა დაგვიმტკიცოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ანგარიშს რუსებს ჩავაბარებთ. ისინი კი, თქვენ ჩემზე უკეთ გეცოდინებათ, ალაპარაკების დიდოსტატები არიან, – მტკიცედ უთხრა მარკესს ლიკამ.
– გირჩევთ, ნუ მთხოვთ ამის გაკეთებას, – თქვა მარკესმა.
– კი არ გთხოვთ, მოვითხოვთ და წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსებს ჩაგაბარებთ, – უთხრა ლიკამ.
ამერიკელი მიხვდა, რომ ქალი მტკიცედ იდგა თავის პოზიციაზე და აზრს არ შეიცვლიდა, ამიტომ მიუგო:
– კეთილი. იყოს თქვენებურად, მაგრამ გაფრთხილებთ, რომ ძალიან სახიფათო ინფორმაციის მფლობელები გახდებით, ისეთის, რის გამოც ჩვენმა უწყებამ შეიძლება, თქვენზე ნადირობა გამოაცხადოს.
– გასაგებია, – ლაპარაკში ჩაერთო კოტე და დაამატა, – პირველ რიგში, თქვენ რომ არ მოინდომოთ ჩვენი განადგურება და ერთ უღელში შევებათ, მთელ თქვენს ნალაპარაკევს გადავიღებთ და საიმედოდ შევინახავთ, რაც ჩვენი უსაფრთხოების გარანტია იქნება.
– კამერის წინ არაფერს ვიტყვი! – აღშფოთდა მარკესი.
– მაშინ, რუსული პრესისთვის მოემზადე, – მშვიდად მიუგო კოტემ.
მარკესმა ამოიხვნეშა, თავი გააქნია და თქვა:
– ღმერთო ჩემო, ეს ვის გადავეყარე. ჭკვიანი ადამიანი ასეთ საქმეს სათოფეზეც არ გაეკარებოდა. თქვენ კი ყულფში ჰყოფთ თავს.
– ჩათვალეთ, რომ უჭკუოები ვართ, – თქვა კოტემ.
ლიკამ კი დაამატა:
– მე ჩემი ქმრისთვის ვყოფ ყულფში თავს და არც თქვენ დაგინდობთ.
– გეტყობათ, რომ ასეა. კეთილი, გეტყვით ყველაფერს, მაგრამ კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ ძალიან დიდ ხიფათში ეხვევით, – თქვა მარკესმა და დააყოლა, – მაინც, რა გაინტერესებთ?
– ყველაფერი. მაგრამ, ჯერ კობათი დაიწყეთ. დაწვრილებით მომიყევით, თუ როგორ მოხვდა თქვენს უწყებაში, – უთხრა მარკესს ლიკამ.
– ალბათ, იცით, რომ თქვენი მეუღლე ოთხი წელიწადი შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. ჰოდა, ის მაშინ მოხვდა ჩვენი უწყების მეთვალყურეობის ქვეშ. საერთოდ, იცოდეთ, რომ შეერთებულ შტატებში ჭიანჭველაც კი ვერ შეაღწევს შეუმჩნევლად და თითოეული მათგანი ჩვენი სააგენტოს ფილტრს გადის. კობას ერთი წელიწადი ვაკვირდებოდით და ვსწავლობდით. თქვენი მეუღლე, ძირითადად, მხატვრობით ირჩენდა თავს და საკმაოდ კარგი შემოსავალიც ჰქონდა. მასზე დაკვირვებამ და ანალიზმა იმ დასკვნამდე მიგვიყვანა, რომ კობა ძალიან გამოგვადგებოდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციებში, რომლებსაც ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო ატარებს. ამიტომ, მას ჩვენი უწყების წარმომადგენლები დაეკონტაქტნენ. თანამშრომლობა შესთავაზეს და თქვენი მეუღლეც დათანხმდა. მას სამი წლის განმავლობაში სრულფასოვნად ამზადებდნენ და შემდეგ ოპერაციაში ჩართეს და საქართველოში გამოუშვეს, – მარკესმა პაუზა გააკეთა და გაგრძელება აღარ უნდოდა, მაგრამ ლიკამ უთხრა:
– შემდეგ, შემდეგ... და არაფერი გამოტოვოთ.
– ოპერაციას, რომლსაც ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო ატარებს „სამხრეთის ცის ქვეშ“ ეწოდება და რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული. მისი მიზანია დღე „იქსისთვის“ მომზადება. კობა ჩვენ მიერ წინასწარ მითითებულ კვადრატებში სპეციალურ კონტეინერებს ამიწებდა. აგრეთვე, აგენტურული ქსელისთვის კადრებს არჩევდა, – მარკესი კვლავ გაჩუმდა და ამჯერად მას უკვე კოტემ უთხრა:
– რა დანიშნულებისაა ეს კონტეინერები?
მარკესმა კვლავ ამოიხვნეშა და ენის ბორძიკით დააყოლა:
– კონტეინერებში შორ მანძილზე გადამცემი რადიოჩიპებია ჩამონტაჟებული. ისინი მტრის სტრატეგიული იარაღის, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური, ატომურქობინიანი რაკეტების აღმომჩენები არიან, მათ ზუსტ კოორდინატებს აფიქსირებენ და გადასცემენ.
– სულ ესაა? – იკითხა კოტემ.
– არა. ამ კონტეინერებში, აგრეთვე, დაბლოკვის სისტემებია ჩამონტაჟებული, – თქვა მარკესმა და დაამატა, – მათ, ანუ ამ სისტემებს, შესაბამისი ბრძანების სიგნალის მიღების შემდეგ უკვე აღმოჩენილი სისტემების, ანუ რაკეტების დაბლოკვა შეუძლიათ.
– თუ სწორად გავიგე, ამერიკიდან რომ რადიოსიგნალი გამოუშვან, კონტეინერში მოთავსებული სისტემა რუსულ რაკეტებს დაბლოკავს და მათ ვერ გაუშვებენ? – იკითხა კოტემ.
– დიახ. სწორედ მასეა, – დაუადასტურა მარკესმა.
კოტემ მხრები აიჩეჩა და ამერიკელს უთხრა:
– მერე და ამას ვიღაც ქართველი ემიგრანტის გადაბირება რაში სჭირდებოდა? რა, ამ საქმისთვის ამერიკელს ვერ მოამზადებდით?
მარკესს გაეცინა და მიუგო:
– როგორ გეტყობათ, რომ დილეტანტი ხართ. ასეთი ოპერაციისთვის სწორედ პოსტსაბჭოური სივრცის ადამიანი იყო საჭირო. ქართველი იდეალური ვარიანტია. თანაც, ხომ გითხარით, კობას ერთი წელი ვაკვირდებოდით, მთავარი ის იყო, რომ კობას ყველა ის თვისება აღმოაჩნდა, რაც ამ ოპერაციისთვის იყო საჭირო. ერთ-ერთი უმთავრესი კრიტერიუმი მისი ინტელექტი, პატიოსნება და პატრიოტიზმია, რაც მას მოჭარბებულად აქვს, – თქვა ამერიკელმა. კოტემ კი უთხრა:
– ინტელექტი გასაგებია. უჭკუო კაცს დაზვერვაში არაფერი ესაქმება. პატრიოტიზმიც გასაგებია, ალბათ, ქართულ პატრიოტიზმს გულისხმობ. რადგან აგენტს ანტირუსული ოპერაციისთვის ამზადებდნენ. კობას კი რუსები, უფრო სწორად კი, მათი მთავრობა ჭირივით ეჯავრება ქართველების გამწარებისთვის, მაგრამ პატიოსნება რაღა შუაშია?
– ამ შემთხვევაში უმთავრესია, – გაეცინა მარკესს და დაამატა, – თითოეული კონტეინერი, გარდა იმისა, რომ უახლესი ტექნოლოგიური მიღწევა და ზესაიდუმლო სამხედრო გამოგონებაა, ძალიან ძვირი ღირს. რომ არაფერი ვთქვათ ოქრო-პლატინის კორპუსსა და კონტაქტურ მოწყობილობებზე, მათში ძალიან იშვიათი, უნიკალური კრისტალებია ჩამონტაჟებული და თითოეული კონტეინერი ოცდახუთი მილიონი დოლარი ღირს. კობამ ასეთი ორმოცი ცალი დაამონტაჟა, რაც მილიარდ დოლარს უდრის და აბა, უპატიოსნო ადამიანს ასეთ რამეს ვინ ანდობს?
– ესე იგი, კობამ ამ კონტეინერების ფასი იცის? – იკითხა კოტემ.
– რა თქმა უნდა, – მიუგო მარკესმა და დაამატა, – კობა უმაღლესი კლასის აგენტია. როგორც უკვე გითხარით, სუპერმომზადებული და ყველა წვრილმანის საქმის კურსშია.
– აგენტურასთან დაკავშირებით? – ჰკითხა მარკესს კოტემ.
– რაც შეეხება აგენტურას, კობა მხოლოდ კადრებს არჩევს და რეკომენდაციებს იძლევა. გადმობირებაზე კი უკვე სხვები მუშაობენ, – თქვა მარკესმა.
– გასაგებია. ახლა კი უნდა დაგვიმტკიცო, რომ არ გვატყუებ, – უთხრა მარკესს კოტემ.
ამერიკელმა კვლავ ამოიხვნეშა და მაიორს უთხრა:
– ჩართე ეგ ტელეფონი. შემდეგ ჩაწერე პაროლი: „სამხრეთის ცის ქვეშ“ და ყველაფერში დარწმუნდები.
კოტე სულაძე ზუსტად ისე მოიქცა, როგორც ამერიკელმა უთხრა. ცოტა ხანში ტელეფონის ეკრანზე ორმოცი წერტილი გამოჩნდა. თითოეულ მათგანზე კოორდინატები და კოდები იყო აღნიშნული. კოტემ ამერიკელს ჰკითხა:
– ეს რა არის?
– კონტეინერების ჩამარხვის ადგილები და მათი ამოქმედების კოდები. ერთი სიტყვით, ეს ანტირუსული მოქმედების სქემაა ექსტრემალური სიტუაციისთვის. ხვდებით მის მნიშვნელობას?
– მე მგონი, კი. თქვენ შეგიძლიათ, იერიში მიიტანოთ რუსეთზე და მათი სარაკეტო სისტემები ისე დაბლოკოთ, რომ საპასუხო დარტყმას ვერ მოგაყენებთ. ხომ ასეა? – თქვა კოტემ.
– დიახ, სწორედ ასეა, – მიუგო ამერიკელმა და დააყოლა, – კობამ ამ ბოლო ვოიაჟით უკანასკნელი სამი ცალი დაამონტაჟა და ამიტომ იყო წასული. შემდეგ აფხაზეთიდან საქართველოში შემოვიდა და იმის მაგივრად, თბილისისკენ წამოსულიყო, თან პატარა მანევრით, ჯერ მთაში აუხვია, თბილისში კი მისი კვალი გუშინწინ გაწყდა, რადგან, როგორც ეტყობა, ჩიპი დაჯდა.
ლიკამ ჯიბიდან კობას ძვირფასი ყელსაბამი ამოიღო, რომელზეც წმიდა გიორგის ხატი ეკიდა. მარკესს დაანახვა და უთხრა:
– ეს ხომ არაა თქვენი რადიოსიგნალიანი ჩიპი?
  შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომელს თვალები გაუფართოვდა და რა აზრმაც იმ წამს თავში გაუელვა, სახეზე აღებეჭდა. ამერიკელმა გაიფიქრა, რომ კობა ლიკამ და კოტემ მოკლეს და რადიოჩიპიანი ყელსაბამი მათ ამიტომ ჰქონდათ. გაკოჭილის აზრით, ქალ-ვაჟი რუსეთზე მუშაობდა და დარწმუნებული იყო, რომ ოპერაცია „სამხრეთის ცის ქვეშ“ ჩავარდა და წარმოიდგინა, რა სკანდალი მოჰყვებოდა ყველაფერ ამას. ამერიკელი უკვე სიცოცხლეს ემშვიდობებოდა, რადგან კარგად იცოდა, რომ მილიარდიანი პროექტის ჩავარდნისთვის უკვალოდ გააქრობდნენ.
კოტემ უშეცდომოდ ამოიკითხა ამერიკელის ფიქრები და მას უთხრა:
– შენ გგონია, რომ კობა მოვკალით და ოპერაცია ჩაგივარდათ, ხომ?
– რა, ასე არაა? – კითხვა შეუბრუნა ამერიკელმა მაიორს.
– კრეტინი, – თქვა ლიკამ და ამერიკელს მიუბრუნდა.
– რა თქმა უნდა, ასე არაა. ან, რატომ გაიფიქრე, რომ ჩემი ქმარი მოვკალი?
– აბა, მაგ ყელსაბამს თქვენთან რა უნდა? – თქვა ამერიკელმა.
დასასრული შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3