კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: რადგან წონაში მომატების მეშინია, ხშირად მივირთმევ „ხლებცის“. არის თუ არა ის სასარგებლო ორგანიზმისთვის და მისი დიდი რაოდენობით მიღებას რაიმე უკუჩვენება ხომ არ  აქვს?
პასუხი: „ხლებცი“, ანუ ხრაშუნა პური, გაჯერებულია ნახშირწყლებით, უჯრედისით, საკვები ბოჭკოებით, უჯერი და ნახევრად უჯერი ამინომჟავებით. მისი განსაკუთრებული კვებითი ღირებულება განპირობებულია E და A ვიტამინების, ბეტა-კაროტინის, B1, B2 და PP ვიტამინების სიუხვით. მიკროელემენტებიდან აღსანიშნავია რკინის, კალიუმის, კალციუმის, ნატრიუმის, მაგნიუმისა და ფოსფორის შემცველობა. თუმცა, სასარგებლოა მხოლოდ სუფთა მარცვლეულისგან დამზადებული ნამდვილი ხრაშუნა პური და არა, მასთან მიმსგავსებილი ნაწარმი, რომელიც, ორცხობილას მსგავსი ტექნოლოგიითაა დამზადებული. დაუშვებელია „ხლებცების“ უზომო რაოდენობით მირთმევა. გახსოვდეთ, მიუხედავად იმისა, რომ საფუარს არ შეიცავს, მისი კალორიულობა პურისას არ ჩამოუვარდება, ამიტომ, დღიური ნორმა 2-3 ბრეკეტია. ის, ასევე, იწვევს შეკრულობასა და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს იმ შემთხვევაში, თუკი პარალელურად, დღეში, მინიმუმ, 2 ლიტრ წყალს არ დალევთ.


скачать dle 11.3