კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2019 (105)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)

№23 7 დღეში დაკლებული 6 კილოგრამი

ნინო კანდელაკი ანი რევია

  ეს დიეტა საკმაოდ ძნელი დასაცავია, თუმცა, 7 დღეში, დაახლოებით ზედმეტ 6 კილოს მოიშორებთ. გაითვალისწინეთ, რომ დაძინებამდე 3-4 საათით ადრე აღარ უნდა იკვებოთ, თუმცა წყალი შეგიძლიათ, დალიოთ. თუ კუჭის მჟავიანობის პრობლემა გაქვთ, მაშინ არ არის რეკომენდებული ამ დიეტის დაცვა.
ბოსტნეულის დღე
  აირჩიეთ ერთი სახეობის ბოსტნეული, კარტოფილის გარდა და მიირთვით განუსაზღვრელი რაოდენობით, ცოცხალი სახით, დღის ნებისმიერ დროს. ასევე, დღის განმავლობაში, აუცილებლად დალიეთ მინიმუმ 1,5 ლიტრი წყალი.
ხილის დღე
  უპირატესობა მიანიჭეთ ორი სახეობის ხილს და მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში, რამდენიც გენებოთ. შეგიძლიათ, დაუმატოთ ცოტა იოგურტი ან კეფირი.
კენკრის დღე
მიირთვით ნებისმიერი სახეობის კენკრა და დალიეთ დღის განმავლობაში, მინიმუმ, 2 ლიტრი წყალი.
რძის ნაწარმის დღე
მთელი დღის განმავლობაში, მიირთით ერთი სახეობის რძის ნებისმიერი პროდუქტი. უმჯობესია, ხაჭო.
ბოსტნეულის დღე
დღის განმავლობაში მიირთვით მხოლოდ მოხარშული ბოსტნეული გარდა კარტოფილისა და დალიეთ ცოცხალი ხილის წვენი.
ხილის დღე
ჭამეთ ატამი და გარგარი, რამდენიც გსურთ. შეგიძლიათ, დაუმატოთ უცხიმო იოგურტი. დღის განმავლობაში სვით ბევრი წყალი.
ხილის წვენის დღე
დღის განმავლობაში დალიეთ მხოლოდ ერთი სახეობის ხილის წვენი.

скачать dle 11.3