კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 როგორ ვებრძოლოთ ცხვირისა და ტუჩის არეში გაჩენილ ნაოჭებს

ნინო კანდელაკი ანი რევია

  ყველაზე ხშირად, შესამჩნევი სწორედ ცხვირ-ტუჩის არეში გაჩენილი ნაოჭებია, რაც, საკმაოდ ცვლის სახის ვიზუალს. ცხვირ-ტუჩის ნაოჭები რომ არ გაგიჩნდეთ, პროფილაქტიკისთვის საჭიროა: დღის განმავლობაში მიიღოთ არანაკლებ 2 ლიტრი წყალი. მიირთვათ, რაც შეიძლება მეტი ბოსტნეული და ხილი, რადგან ბოსტნეული და ხილი მდიდარია ანტიოქსიდანტებით და კანს ტონუსს უნარჩუნებს. გამოიყენოთ ალფა-ჰოდრომჟავას შემცველი სახის კრემები, რადგან ეს ნივთიერება უჯრედების რეგენერაციას უწყობს ხელს.  გამოიყენოთ ნატურალური ზეთები, რომლებიც კანს სიმკვრივესა და ტენიანობას უნარჩუნებს. ასევე, რეგულარულად გამოიყენოთ სახის ნიღბები – კვირაში 2-3-ჯერ მაინც.
ყოველდღიურად აუცილებელია ტუჩისა და ზოგადად, სახის ვარჯიშებიც ჩაიტაროთ, კერძოდ:
1. ტუჩები მოამრგვალეთ და წინ გამოსწიეთ ისე, თითქოს ასო „უ“-ს ამბობთ;
2. ხმამაღლა და მკვეთრად წარმოთქვით ხმოვნები;
3. გამობერეთ ლოყები და ასეთ მდგომარეობაში დატოვეთ 1-2 წუთით, შემდეგ ჰაერი გამოუშვით და ლოყის კუნთები მოადუნეთ;
4. გამობერეთ ტუჩები და ასეთ მდგომარეობაში 1-2 წუთით დატოვეთ. შემდეგ კი ჰაერი ნელ-ნელა გამოუშვით;
5. პირი ფართოდ გააღეთ და ეცადეთ, ტუჩებით დიდი რგოლი გააკეთოთ;
6. რამდენიმეჯერ გაბერეთ ჩვეულებრივი რეზინის ბუშტი.
ეს ვარჯიშები დღის განმავლობაში, მინიმუმ, 10-ჯერ მაინც გაიმეორეთ.
ცხვირ-ტუჩის ნაოჭების საწინააღმდეგოდ აჯობებს, თუ მასაჟს სხვადასხვა მკვებავი ზეთების გამოყენებით ჩაიტარებთ:
  ორივე ხელის საჩვენებელი და შუა თითით დაიმასაჟეთ ტუჩ-ცხვირის ნაოჭები ჯერ ქვევიდან ზევით, შემდეგ კი, საწინააღმდეგო მიმართულებით. გადაისვით თითები ცხვირის ხიდიდან ყვრიმალებისკენ. შეაერთეთ თითები, ცერა თითების გარდა და სახის კონტურებზე გადაისვით ცხვირიდან საფეთქლის მიმართულებით, შემდეგ ყვრიმალებისა და ყელისკენ. ბოლოს კი ენის მოძრაობით ცხვირ-ტუჩის ნაოჭები შიგნიდან დაიმასაჟეთ.
ყოველდღიურად, დილა-საღამოს, სუფთა და დაბანილ სახეზე წაისვით ასაკის საწინააღმდეგო საცხები. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი ბრენდის ასაკის საწინააღმდეგო კრემი აუცილებლად უნდა შეიცავდეს: ალბუმინს, არგანის ზეთს, კოლაგენს, ვიტამინებს, ჰიალურონის მჟავებსა და მის მარილებს.
სახლის პირობებში, შეგიძლიათ, მოამზადოთ ნაოჭების საწინააღდეგო ნიღაბიც. ამისთვის დაგჭირდებათ 100 გრამი რძის შრატი, ჟოჟობას ზეთი და 1 სუფრის კოვზი ჟელატინი. აურიეთ ერთმანეთში რძის შრატი და ჟელატინი და წყლის ორთქლზე შეათბეთ მანამ, სანამ ჟელატინი სრულად არ გალღვება. შემდეგ, ამ მასაში რამდენიმე წვეთი ჟოჟობას ზეთი ჩაამატეთ, აურიეთ, გააგრილეთ და წაისვით სახის პრობლემურ ადგილებზე. 15-20 წუთის შემდეგ სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  ზოგადად, ცხვირ-ტუჩის ნაოჭების საწინააღმდეგოდ არაერთი პროცედურა არსებობს, მათ შორის ყველაზე ეფექტურია:
  1. ბიორევიტალიზაცია – ეს პროცედურა ითვალისწინებს ლაზერის ან ინიექციის მეშვეობით, კანქვეშ ჰიალურონის მჟავის შეყვანას. რის შედეგადაც, კანი მკვრივი და ელასტიკური ხდება;
  2. ტრენდლიფტინგი – კოსმეტოლოგიური ოპერაცია, რომლის დროსაც კანქვეშ სპეციალური ძაფები ანუ მეზოძაფები შეჰყავთ. ეს ძაფები ჭიმავს კუნთებს და ამავდროულად, ხელს უწყობს კოლაგენის გამოყოფას. რამდენიმე კვირის შემდეგ კი, ძაფები იწოვება, ეფექტი კი, დიდი ხნის განმავლობაში რჩება;
  3. კონტურული პლასტიკა – გულისხმობს კანქვეშ სპეციალური შემავსებლის – ფილერის შეყვანას, რაც ხელს უწყობს კანის დატენიანებას და ელასტიკურობას, ავსებს ნაოჭებს და ვიზუალურად აქრობს მათ. შედეგი კი, ორგანიზმის შეთავსებიდან გამომდინარე, 1-დან 2 წლამდე გრძელდება.
скачать dle 11.3