კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 რატომ უნდა იცოდეთ კონკრეტული ადამიანის დაბადების რიცხვი, სანამ მასთან ურთიერთობას დაიწყებთ

  დაბადების რიცხვი ადამიანზე გარკვეულ მინიშნებებს გვაძლევს. კერძოდ, ნებისმიერი ჩვენგანის დაბადების დღე, თავსებური „ხასიათით“ გამოირჩევა და უდიდეს გავლენას ახდენს ჩვევების ჩამოყალიბებაზე, ხასიათსა თუ ბედ-იღბალზე. ასე რომ, თუ გსურთ ადამიანის ხასიათი შეიტყოთ, გაიგეთ მისი დაბადების რიცხვი და გაარკვიეთ, როგორ უნდა მიუდგეთ მას, რომ საერთო ენა ადვილად გამონახოთ.
  1, 10, 19, 28 რიცხვებში დაბადებული ადამიანი ინდივიდუალისტია, აქვს თავისი განსაკუთრებული შეხედულებები. არის ჯიუტი და მიზანსწრაფული. შეუძლია, შემოქმედებითად მიუდგეს ყველა საქმეს, რითაც არ უნდა იყოს დაკავებული. ამ რიცხვებში დაბადებულები, გამოირჩევიან დამოუკიდებლობით, ლიდერული თვისებებით, არტისტულობით, ორიგინალური აზროვნებით, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.
  2, 11, 20, 29 რიცხვებში დაბადებულ ადამიანებს აქვთ მდიდარი წარმოსახვის უნარი, მაგრამ, აკლიათ საკუთარი თავის რწმენა. ამიტომ, ისინი არც ისე შეუპოვრები არიან თავიანთი იდეების განხორციელებისას. ამ რიცხვებში დაბადებულები გამოირჩევიან მგრძნობიარობით, ემოციურობით, ექსტრასენსური უნარით, დიპლომატიურობით, მეოცნებეობით.
  3, 12, 21, 30 რიცხვებში დაბადებული ადამიანები ზედმეტად თავმოყვარეები არიან, ვერ ეგუებიან, როცა ვინმე მათზე უფროსობს. მიზანდასახულობის წყალობით, ხშირად აღწევენ მაღალ საზოგადოებრივ მდგომარეობას. ასევე, გამოირჩევიან განსაკუთრებული სიყვარულის უნარით, არტისტიზმით, ინტელექტუალური შესაძლებლობებით, იუმორის გრძნობით, მერყევი ხასიათით, მდიდარი წარმოსახვის უნარით, ინტუიციით.
  4, 13, 22, 31 რიცხვებში დაბადებული ადამიანები პრაქტიკულები და მგრძნობიარეები არიან. იშვიათად აღწევენ წარმატებებს, ხშირად ითრგუნებიან და მელანქოლიურობის გამო წესრიგის სიყვარულით, პატიოსნებით, სიჯიუტით გამოირჩევიან. არ ეშინიათ მძიმე სამუშაოს შესრულების. ამასთან, არიან პესიმისტები, ემოციურები, ნერვიულები. აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა.
  5, 14, 23 რიცხვებში დაბადებული ადამიანები კარგი მოაზროვნეები და სამართლიანები არიან. მოქმედების დროს ახასიათებთ იმპულსურობა, თუმცა დამყოლი ხასიათით გამოირჩევიან. აქვთ მისწრაფება, იშოვონ ფული. ასევე, ამ რიცხვებში დაბადებული ადამიანები არიან გულმავიწყები, ინტელექტუალურები, ემოციურები, პროფესიონალები. გამოირჩევიან სხარტი აზროვნებით.
  6, 15, 24 რიცხვებში დაბადებული ადამიანები ადვილად იქცევენ გარშემო მყოფთა ყურადღებას. არიან ჯიუტები და თავიანთი მიზნების მისაღწევადაც არ ცვლიან გადაწყვეტილებას. ნებისმიერ ადამიანთან შეუძლიათ ურთიერთობა. საქმისთვის თავდადებულები, გარშემო მყოფებზე უანგაროდ ზრუნავენ. იმავდროულად არიან ამბიციურები. თუმცა, ადვილად ექცევიან სხვების გავლენის ქვეშ. არიან ქველმოქმედები და ეხმარებიან ყველას, ვინც ამას საჭიროებს.
  7, 16, 25 რიცხვებში დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან მახვილი ინტუიციითა და მიმზიდველობით. ძლიერ გავლენას ახდენენ გარშემო მყოფებზე. ახასიათებთ მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობა, სიჯიუტე, არტისტიზმი, აზროვნების ანალიტიკური უნარი, რომანტიზმი. ადვილად შეუძლიათ ადამიანებთან ურთიერთობის დამყარება.
  8, 17, 26 რიცხვებში დაბადებულები აქტიური ადამიანები არიან. ახასიათებთ დამოუკიდებლობა, მაგრამ, ხშირად ხვდებიან გაუგებრობების მსხვერპლი და სწორედ ამის გამო გულის სიღრმეში თავს მარტოდ გრძნობენ. ასევე, გამოირჩევიან ორგანიზატორული ნიჭით, ფულის შოვნის უნარით. შეუძლიათ სიტუაციის საღად შეფასება. არიან ემოციურები, იმავდროულად, ზარმაცები და ზოგჯერ – მერყევებიც კი.
  9, 18, 27 რიცხვებში დაბადებული ადამიანები არიან სხვების მიმართ დამთბობები, თანაუგრძნობენ გარშემო მყოფებს, სიამოვნებით ეხმარებიან სხვებს და ამიტომ ყველასთან შეუძლიათ ურთიერთობების დამყარება. არიან დიდსულოვნები, მოუთმენლები, დამოუკიდებლები, ნიჭიერები, არტისტულები. აქვთ პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობა, ორგანიზტორულ-ლიდერული ნიჭი და უნარი.
скачать dle 11.3