კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2019 (104)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)

№23 ბერია საქართველოში მძლავრი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შექმნას აპირებდა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  ლავრენტი ბერია რომ ძალიან მოხერხებული იყო, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და ამას არც თავად უარყოფდა. ბერია ზოგჯერ თავად სტალინისთვისაც ახერხებდა რაღაც-რაღაცების გამოპარებას და დიდი მოხერხებულობის წყალობით, თავისი გაჰქონდა... პროფესორი სილანტი კოლესნიკოვი წერს: „ლავრენტი ბერია შენიღბვის, კომუფლირების შეუდარებელი ოსტატი იყო და ამაში სტალინს თუ არ ჯობდა, არც ჩამოუვარდებოდა. ლავრენტი პავლოვიჩს, როგორც ეტყობა, ეშმაკობა დაბადებიდანვე დაჰყვა. შემდგომ კი ისეთი უდიდესი გამოცდილება მიიღო, რომ ეს თვისება გაამრავალფეროვნა, გაამდიდრა და ისეთ სიმაღლეზე აიყვანა, მსოფლიოში ბადალი არ ჰყავდა.
  თავისი ნატურით, ლავრენტი ბერია იაფფასიანი თაღლითი არასდროს ყოფილა. მისი დევიზი სულაც არ იყო „ეშმაკობა ეშმაკობისთვის“. ბერია ეშმაკობას ყოველთვის ხერხად იყენებდა და იდეას უქვემდებარებდა. მისი იდეა კი სამშობლოს, თავისი ხალხის კეთილდღეობა იყო. ლავრენტი ბერია რომ თავისი მშობლიური კუთხის თავგამოდებული პატრიოტი იყო, ამაზე უამრავი ფაქტი მეტყველებს – ის საქმეები, რომლებიც მან საქართველოს სასიკეთოდ გააკეთა. კიდევ უფრო მეტია იმ ნახევრად გაკეთებული საქმეების (რაც სტალინის მერე თავის სიკვდილამდე მოასწრო) და ბევრად მეტი – გაუკეთებელი საქმეების ნუსხა...
  ბერიას დაცვის უფროსი სარდიონ ნადარაია გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ვიწრო წრეში ყვებოდა: „მე თუ მკითხავთ, ლავრენტი ბერია ნამდვილი ქართველი ნაციონალისტი იყო და ყოველთვის ცდილობდა თავისი ერისთვის სიკეთე მოეტანა და ხშირ შემთხვევაში ეს წარმატებულადაც გამოსდიოდა. ბერიას ნაციონალისტობაში მე არ ვგულისხმობ სხვა ერების დაჩაგვრას, წურბელობას, როგორც ეს, სამწუხაროდ, ზოგიერთ ერს ახასიათებს. არა, ბერიას არაფერი გაუკეთებია თავისი ერისთვის სხვა ერების საზიანოდ, მაგრამ ყოველთვის სისასტიკესა და დაუნდობლობას იჩენდა მათ მიმართ, ვინც ქართველებისთვის  იოტისოდენა ზიანის მიყენებას შეეცდებოდა. ამის ნათელი მაგალითია აგასი ხანჯიანი, რომელიც გაკადნიერდა და ბერიას სომხეთისთვის ქართული მიწების დათმობა სთხოვა. ხანჯიანი ბერიამ საკუთარ კაბინეტში, თავისი ხელით მოკლა და ისე მოაწყო საქმე, რომ პასუხიც კი ვერავინ მოსთხოვა...“
  69 წელს მიღწეული სარდიონ ნადარაია 1982 წელს გარდაიცვალა და სიცოცხლის ბოლომდე ლავრენტი ბერიას ერთგული დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ნადარაია ბერიას გამო სასტიკად აწამეს, ციხეში 10 წელი გაატარებინეს და რა აღარ დასწამეს, მას არასდროს დაუბრალებია ბერიასთვის ის, რამაც ეს არაორდინარული ადამიანი (ბერია) „წითელი საბჭოეთის“ „შავბნელი ბოროტების“ სიმბოლოდ გადააქცია... ნადარაია ისხენებდა: „როგორც ბერიასთან ძალიან დაახლოებული ადამიანი, ნებსით თუ უნებლიეთ, მისი გეგმების საქმის კურსში ვიყავი. ბერია ოცნებობდა ძლიერ, ყოველმხრივ დაცულ საქართველოზე და ამისთვის არ ზოგავდა არც საკუთარ და არც სხვის ძალებს. ხშირად ლავრენტი პავლოვიჩი თავის გეგმებს სერგო გოგლიძეს უზიარებდა, რომელსაც ძალიან ენდობოდა და გოგლიძეც ერთგულებით პასუხობდა. ერთხელ, ჯერ კიდევ ომამდე (მაშინ, უბრალოდ, ბერიას მცველი ვიყავი), 1941 წლის იანვარში  მათ საუბარს შევესწარი. ბერიამ გოგლიძეს უთხრა:
– საქართველოს გაძლიერებისთვის საჭიროა, რომ რესპუბლიკა თავადვე აწარმოებდეს ძირითად სამხედრო საშუალებებს და ამას აუცილებლად უნდა მივაღწიოთო.
გაოცებულმა გოგლიძემ კი ჰკითხა:
– როგორ, ლავრენტი პავლოვიჩ? საამისოდ ხომ სამხედრო მრეწველობის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში უნდა გადმოვიტანოთ? – გოგლიძემ ზევით აიშვირა ხელი და დაამატა, – ამას კი ის არ იზამსო.
„ის“-ში სტალინი იგულისხმებოდა.
ბერიამ მიუგო:
– ჩვენ ეშმაკურად მოვიქცევით. ნაწილ სამხედრო ქარხნებს პირდაპირ გადმოვიტანთ, ზოგსაც როგორც ფილიალებს, ისე დავაარსებთ. დანარჩენ შემთხვევებში კი საქართველეოში გავხსნით არასამხედრო დანიშნულების ქარხნებს, რომლებიც საჭირო დროს სამხედრო ქარხნებად მალევე გადაკეთდებაო.
ამ  საუბრიდან ცოტა ხნის მერე ბერიამ თავისი გეგმის განხორციელება დაიწყო და თბილისში საავიაციო და ჯავშანტექნიკის ქარხნები ამოქმედდა...“
  ლავრენტი ბერია პრაგმატული ადამიანი იყო და გამორიცხული არაა, ვარაუდობდა, რომ ოდესმე საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა გახდებოდა და სწორედ საამისო საფუძველს ამზადებდა, როდესაც ცდილობდა, თავის სამშობლოში უმძლავრესი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი განეთავსებინა. ყველაზე საგულისხმო კი ამ კონტექსტში ის ფაქტებია, რაც ამ ბოლო დროს გამომზეურდა. როგორც ირკვევა, სტალინის სიკვდილისთანავე, ბერიას განკარგულებით, სტრატეგიული სარაკეტო ძალებისთვის მაღალკვალიფიციური ოფიცრებისა და რიგითების მასობრივი მომზადება დაიწყეს და მათი ასპროცენტიანი ეთნიკური შემადგენლობა ქართული იყო. სტრატეგიულ სარაკეტო ძალებში ატომურქობინიანი იარაღი იგულისხმება. და თუკი, ბერიას მითითებით, მათ მოვლა-გამოყენებას მხოლოდ ქართველებს ასწავლიდნენ, გამოდის, რომ ბერია, ერთ-ერთი ასეთი მძლავრი დივიზიის განთავსებას სწორედ საქართველოში აპირებდა. მართალია, ამის დამადასტურებელი საბუთები ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი, მაგრამ ის, რაც ცნობილია, იმას ნიშნავს, რომ ბერია ზრუნავდა, ასეთი იარაღით აღჭურვილ პატარა საქართველოს დიდი პოლიტიკის გატარება შეძლებოდა.

скачать dle 11.3