კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 ცისტიტის მკურნალობა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ცისტიტი შარდ-სასქესო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ხშირად ის უმნიშვნელო პრობლემა ჰგონიათ და უყურადღებოდ ტოვებენ, რამაც შესაძლოა, ძალიან მძიმე გართულებებიც გამოიწვიოს. ცისტიტი შარდის ბუშტის კედლის (უმთავრესად მისი ლორწოვანი გარსის) ინფექციურ-ანთებითი პროცესია და გვხვდება ორივე სქესის ყველა ასაკის ადამიანებთან, უმთავრესად, ქალებთან, რაც მათი შარდსასქესო ორგანოების ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებებით აიხსნება, კერძოდ, მოკლე საშარდე მილით და ამ უკანასკნელის გარეთა ხვრელის სიახლოვით საშოსა და სწორ ნაწლავთან. ხშირად ავადდებიან ქალები 20-დან 35 წლამდე და 50 წლის შემდეგ. ყოველ მეორე ქალბატონს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გადაუტანია შარდის ბუშტის ინფექცია.
  მამაკაცებში ცისტიტი იშვიათია. ის უმეტესად წინამდებარე ჯირკვალში, სათესლე ჯირკვლებსა და საშარდე მილში მიმდინარე ანთებით პროცესთანაა დაკავშირებული, ასევე, ნარჩენი შარდის არსებობით შარდის ბუშტში.
  შარდის ბუშტის ანთების საფუძველია ინფექცია, უმეტესად მას იწვევს ნაწლავის ჩხირი, სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, იშვიათად – სხვა მიკრობები. შარდის ბუშტში ინფექცია შეიძლება მოხვდეს შარდსადენი მილიდან, თირკმლიდან, მცირე მენჯის ღრუს ორგანოებიდან. ხშირად ინფიცირება შარდის ბუშტის კათეტერიზაციის ან მისი ინსტრუმენტული გამოკვლევის დროს ხდება.
  მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ ცისტიტის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. შარდის ბუშტის მწვავე ანთების დროს გამოხატულია შემდეგი ნიშანი:
* გახშირებული შარდვა (პოლაკიურია);
* გაძნელებული და მტკივნეული შარდვა (დიზურია);
* შარდში პათოლოგიური ელემენტების არსებობა;
* მღვრიე და სპეციფიკური სუნის მქონე შარდი.
  მწვავე ცისტიტი, ჩვეულებრივ, უცბად ვითარდება გაციებიდან ან სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორების ზემოქმედებიდან რამდენიმე საათში. ავადმყოფი უჩივის: შარდის ბუშტის საპროექციო არეში ტკივილს, რომელიც ძლიერდება მოშარდვის წინ ან მის შემდეგ. ხშირად ტკივილი ჭინთვითია და შარდის უკანასკნელ წვეთებს შეიძლება, სისხლიც გამოჰყვეს. გამოხატულია დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მოშარდვის შემდეგ, მღვრიე შარდი. ცისტიტი იშვიათად მიმდინარეობს სხეულის ტემპერატურის მომატებით. თუ პროცესს თან ახლავს მაღალი სიცხე და შემცივნება, ეს მიუთითებს ანთებითი პროცესის თირკმელში გავრცელებაზე (პიელონეფრიტი). ქრონიკული ცისტიტი იშვიათადაა დამოუკიდებელი დაავადება, უმეტესად, ის მეორეულია. მისთვის დამახასიათებელია შარდის ბუშტის არეში ზომიერი ტკივილი, რომელიც ხელით გასინჯვისას ძლიერდება. ქრონიკული პროცესის დროს შარდის ბუშტის კედელში მოსალოდნელია ღრმა სტრუქტურული ცვლილებების განვითარება. ანთებითი პროცესი შესაძლოა, კუნთოვან შრეზე გავრცელდეს და მისი ატროფია და დანაწიბურება გამოიწვიოს. ამ დროს შარდის ბუშტი კარგავს ელასტიკურობას და მისი ტევადობა მცირდება.
  შარდის ბუშტის მწვავე ანთების მკურნალობა კომპლექსურია. დიდი ყურადღება ეთმობა დიეტას. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ცხარე და გამაღიზიანებელი პროდუქტები, ყველანაირი გაზიანი სასმელი. ანთების გამომწვევის ორგანიზმიდან გამოსადევნად პაციენტმა დღეში 2-3 ლიტრი სითხე უნდა მიიღოს. შვების მომგვრელია შარდის ბუშტის საპროექციო არეში თბილი სათბურის დადება და ცხელი აბაზანა.
скачать dle 11.3