კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 გვირილა - კიბოს პრევენციის საშუალება

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  თავისი უნიკალური და სასარგებლო თვისებების გამო გვირილა მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება: მის ნახარშს იღებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთების სამკურნალოდ. ის ერთ-ერთი საშუალებაა, რომლის მიღებაც პაციენტს კუჭ-ნაწლავის მაღალი მჟავიანობის დროსაც შეუძლია. გვირილის ნახარში ამცირებს შეშუპებას მუცლის ლორწოვან გარსში, ზრდის ნაღვლის სეკრეციას, ხელს უწყობს თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების სწრაფ მკურნალობას, ამცირებს გაზებს და ხსნის კუჭის „კრუნჩხვებს“.გვირილა დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, შეუძლია გაუმკლავდეს სტრესსა და უძილობას.
  ძალიან კარგია გვირილის აბაზანის მიღება ჩვილი ბავშვებისთვის, ასევე, გვირილის ჩაიც.
  გვირილას უნიშნავენ მწვავე და ქრონიკული გასტრიტების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, კოლიტების, ენტეროკოლიტების საწინააღმდეგოდ, ღვიძლისა და ნაღვლის სადინარი გზების დაავადების დროს.
  გვირილის პრეპარატები ამცირებენ ნაღვლის სადინარების სპაზმებს, აძლიერებენ ნაღვლის გამოყოფას, ამცირებენ ანთებით პროცესებს. ნაწლავების სპაზმებისა და მეტეორიზმისას იყენებენ გვირილის დამამშვიდებელ ჩაის.
  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი პროცესების, მეტეორიზმის, ფაღარათის, ნაღვლის სადინარების დაავადების დროს აიღეთ 10 ჩაის კოვზი გვირილის ყვავილი, დაასხით 400 მილილიტრი (2 ჩაის ჭიქა) ცივი ანადუღარი წყალი, გააჩერეთ 8 საათი, გაწურეთ. შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. ერთი ულუფა ნაყენი მიიღეთ 1-2 დღის განმავლობაში.
  ბუასილის დროს გვირილას იყენებენ გარეგან საშუალებად. აიღეთ 2-3 სუფრის კოვზი გვირილის ყვავილი, დაასხით 200 მილილიტრი (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში კარგად დახურულ ჭურჭელში და შემდეგ გაწურეთ. ეს ნაყენი კარგია, აგრეთვე, თვალების მოსაბანად თვალების ანთებითი პროცესების დროს.
  აწესრიგებს ძილს – გადაღლილობის, სტრესის, შფოთვის დროს გვირილის ნაყენზე უკეთეს საშუალებას ვერ ნახავთ. გვირილის ჩაი აადვილებს ჩაძინებას და ძილის ხარისხსაც აუმჯობესებს. დილით კი, დასვენებული და მხნედ გაიღვიძებთ.
  კიბოს პროფილაქტიკა – გვირილა შეიცავს აპიგენინს, რომელსაც სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება აქვს და გვეხმარება, თავიდან ავიცილოთ კიბოს განვითარების რისკი.
კარგია მისი გამოყენება ოსტეოპოროზის დროს – გვირილაში შემავალი ნივთიერებები ოსტეობალასტების აქტიურობის სტიმულირებას ახდენენ. სწორედ ოსტეობალასტები მონაწილეობენ ძვლის ქსოვილების წარმოქმნაში და რადგანაც გვირილის ჩაი მათ წარმოქმას ააქტიურებს, ამ გზით ოსტეოპოროზსაც აგვარიდებს თავიდან.
  ებრძვის კანის დაავადებებს – გვირილის ნაყენი არა მხოლოდ დასალევად, გარეგანადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს. მისი კომპრესები კი ეფექტურია ეგზემის დროს. ხელს უწყობს დაზიანებული კანის აღდგენას და ჭრილობების სწრაფად შეხორცებას. ასევე ეფექტურია წვრილი ნაოჭების წინააღმდეგ საბრძოლველად.
  პირის ღრუს პრობლემები – პირის ღრუში ნაყენის გამოვლება ეფექტურია ბაქტერიული ინფექციების დროს. ხელს უშლის კარიესის განვითარებას და ამაგრებს ღრძილებს.
  გვირილის ნაყენი კარგი ანტისტრესული და ანტიბაქტერიული საშუალებაა, თუმცა, რა თქმა უნდა, ისევე, როგორც სხვა სამკურნალო საშუალებების შემთხვევაში, მეტისმეტად დიდი რაოდენობით გვირილის ნაყენის მიღებაც არ შეიძლება. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ის პანაცეა არ არის. მძიმე დაავადებების დროს მხოლოდ გვირილას იმედზე ნუ იქნებით, მას პროფილაქტიკური და დამხმარე თვისებები აქვს.
скачать dle 11.3