კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: წავიკითხე, რომ ქრისტიანისთვის ყველაზე რთული საქმე ლოცვაა. რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს, რატომ უნდა იყოს ლოცვა რთული?
პასუხი: გულმხურვალე ლოცვა მართლაც ძნელია, რადგან როდესაც ადამიანი ლოცვისთვის გაემზადება, მტრები, ანუ ბოროტი ძალები ცდილობენ, რომ ყველანაირად აცდუნონ ის და ყურადღება გაუფანტონ, რადგან არაფერი მოქმედებს მათზე ისე ძლიერად, როგორც ლოცვა. ამიტომ ადამიანი მუდმივად უნდა იყოს ფხიზლად და უფალი შეეწევა.
კითხვა: ხშირად მინახავს, რომ ადამიანები სალოცავ კუთხეში, ხატებთან გარდაცვლილი ახლობლების სურათებს დებენ. რამდენად სწორია ასეთი საქციელი?
პასუხი: ხატები აღბეჭდავენ წმიდანების გამოსახულებებს და შესაბამისად, მათ ადგილი ცალკე, ოთახის  აღმოსავლეთ მხარეს უნდა ჰქონდეთ გამოყოფილი. არ არის სასურველი, ხატებთან თქვენი გარდაცვლილი ახლობლების სურათები დადოთ.
კითხვა: რატომ მოვიხსენიებთ ჩვენს პატრიარქს, ილია მეორეს, როგორც უწმიდესსაა და უნეტარესს. ეს ტიტული რამე კონკრეტულს აღნიშნავს?
პასუხი: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული „უწმიდესი და უნეტარესი“ 1917 წლის შემდეგ, ავტოკეფალიის აღდგენის დროიდან არის შემოღებული. მანამდე აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოსი ატარებდა „უწმიდესის“ ტიტულს, ხოლო დასავლეთის – „უნეტარესის“.  ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ კი კირიონ მეორე – საქართველოს კათალიკოსი გახდა „უწმიდესი და უნეტარესი“.
კითხვა: როგორ უნდა მიიღოს ადამიანმა საქებარი სიტყვები, რაც მისი მისამართით თქვეს?
პასუხი: ქება ძალიან სახიფათოა. ამიტომ უნდა მოვერიდოთ მას, რადგან შესაძლოა, ადამიანის შექებით ის ხიბლის მდგომარეობაში ჩავაგდოთ და მან თავი მართლაც გამორჩეულ და განსაკუთრებულ ადამიანად წარმოიდგინოს. თავის მხრივ, თუ თქვენ გაქებენ, წმიდა მამათა გადმოცემით, ამ დროს უნდა გაიხსენოთ თქვენი ნაკლოვანებები და დიდი  მნიშვნელობა არ მიანიჭოთ საქებარ სიტყვებს, რადგან ეს შეიძლება, თქვენთვის დამაბრკოლებელი აღმოჩნდეს.
კითხვა: დიდი ხანია, ოჯახი მაქვს. შვილებიც მყავს, მაგრამ მეუღლესთან ჯვარი არ დამიწერია. სამწუხაროდ, ჩემი მეუღლე არ მიყვარს და ამგვარ მდგომარეობას შეგუებული ვარ. ღირს ასეთ დროს ჯვრისწერა, რომ ქმართან ურთიერთობა ცოდვად არ ჩამეთვალოს თუ ვიცხოვრო ჯვარდაუწერლად?
პასუხი: რადგან მეუღლესთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრობთ და შვილებს ზრდით, თუ თავს ქრისტიანად მიიჩნევთ, ჯვრისწერა აუცილებელია. შესაძლოა, იმიტომაც გაქვთ მეუღლის მიმართ ასეთი დამოკიდებულება, რადგან თქვენი ურთიერთობა არ არის უფლისგან ნაკურთხი. აუცილებლად დაიწერეთ ჯვარი.

скачать dle 11.3