კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 რა არის დღეს გავრცელებული „ვარდისფერი“ ქრისტიანობა და რას არ ასწავლიან დღევანდელი მოძღვრები ადამიანებს

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  ქრისტიანების უმრავლესობას არ აინტერესებს ქრისტიანული დოგმები და ფიქრობენ, რომ მათი სწავლა ან მათი გაცნობა სულაც არ არის საჭირო და აუცილებელი. ამბობენ: ღმერთი ისედაც ხედავს ჩვენს გულს, ცხოვრებას და დამატებით, თუნდაც, ეკლესიაში სიარული სულ არ არის აუცილებელი. ამ საკითხის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელოების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი:
– ნათლისღების დროს ბევრი საკითხი ძალიან ადვილად შესამჩნევია. მოდის ნათლია, რომელსაც ვთხოვ, რომ მითხრას სარწმუნოების სიმბოლო „მრწამსი“, ვერც ამბობენ და ვერც კითხულობენ. ადამიანმა, როდესაც ის ხდება ქრისტიანი ან მიმრქმელი, უნდა იცოდეს 12 დოგმატი. ისე კითხულობენ და ამბობენ დოგმატების წყაროს, რომელიც ქრისტიანს განასხვავებს არაქრისტიანისგან, მართლმადიდებელს – მწვალებლებისგან, რომ ვერაფერს იგებენ. დღეს იმის თქმა – არ ვიცი ქრისტიანული დოგმატები, არცოდნა არცოდვააო, ძალიან უხერხულია.
– ადამიანები ხშირად ამბობენ: რა საჭიროა დოგმატების ცოდნა, დოგმატებით ცხოვრება, ღმერთი ისედაც ხომ ხედავს ჩვენს გულს და ესმის ჩვენიო.
– უფრო მეტიც, ქრისტიანები ამბობენ: მე დოგმატებში ვერ ჩავსვამ ჩემს სარწმუნოებასო. ვერ ხვდებიან, რომ დოგმატი არის კალაპოტი, რომლითაც ჩვენ უფალთან მივდივართ. თუ ჯებირებს ვერ დაიცავ, აუცილებლად აღმოჩნდები მწვალებლობაში. უდიდესი მამები აღმოჩენილან ამ ცოდვაში. ადამიანს რომ გააჩერებ და ჰკითხავ: ქრისტიანი ხარ? ის გიპასუხებს: კი, ვარო. სამების დოგმატს რომ ჰკითხავ, არ ეცოდინება. უნდა ვიცრდეთ, რომ სამებაში სუბორდინაცია არ არსებობს. სამება ერთარსება სამპიროვანი ღმერთია, მამა – უშობელი, ძე – შობილი და სულიწმინდა გამოვალს მამისგან. შენ თუ ეს არ იცი, ნათლისღების დროს ხომ მაინც უნდა გასწავლოს მღვდელმა. ხშირად ადამიანი მოდის და რომ ვეკითხები:  „მრწამსი“ იცი, მხრებს იჩეჩავს. შემდეგ მშობლებს ვეკითხები: რად გინდათ ისეთი ნათლია, რომელმაც ამ კუთხით არაფერი იცის. ეკლესიაში მაინც იარეთ და ელემენტარული ისწავლეთ. ეგნატე ბრიანჩანინოვი ამბობს: სამარცხვინოა ის ქრისტიანი, რომელმაც არ იცის, რა არის ქრისტიანობაო. როგორ ხარ ქრისტიანი, როცა არ იცი მამის, ძის, სულიწმიდის დამოკიდებულება?
– რამდენად აუცილებელია, ადამიანს ჰქონდეს რელიგიური ცოდნა?
– ანტონი დიდი ამბობს: ორი წიგნი არსებობს, ერთი – ბუნებრივი წიგნი, სამყარო, რომლითაც შეგიძლია, ღმერთი იპოვო და მეორე – სახარება. მარიამ ეგვიპტელს ბიბლია არ ჰქონდა, მაგრამ როცა მამა ზოსიმე შეხვდა, ციტირებას სახარებიდან აკეთებდა. ცოდნის გარეშე რომ დავიწყოთ ღმერთის ძიება, შეიძლება, ღმერთის ნაცვლად ეშმაკი ვიპოვოთ. პავლე მოციქული ამბობს: ხანდახან სატანა ნათლის ანგელოზის სახეს იღებსო. შენ თუ დოგმატები არ გეცოდინება, ისე მარტივად შეგაცდენს ეშმაკი, რომ ვერაფერს გაიგებ. როცა ანტონი დიდს ეშმაკი ანგელოზის სახით გამოეცხადება და ეუბნება: მე მთავარანგელოზი ვარო, ანტონი დიდი ეუბნება: მე იმდენად უღირსი ვარ, შენ ჩემთან ღმერთი არ გამოგგზავნიდაო. ამიტომ დიდი სიფრთხილე გვმართებს, განსაკუთრებით სასულიერო პირებს. მრევლს დიდი ცოდნა არ მოეთხოვება, მაგრამ ჩვენ, სასულიერო პირებმა დოგმატური სწავლება ისე უნდა აგიხსნათ, რომ საწყისი სწავლება მაინც იცოდეთ. სამწუხაროდ, მოძღვარი მხოლოდ აღსარების, ზიარების, ჯვრისწერისა და ნათლისღების დროს გვჭირდება. არადა, მოძღვრის მოვალეობაა, ასწავლოს თავის მრევლს, განსწავლოს ადამიანები, შეაგონოს. ხშირად მოძღვარი დასცინის ადამიანს: არ იცი, უმეცარი ხარო. პავლე მოციქული ტიმოთეს ეუბნება: ასწავლე და შერისხეო. ჩვენ ჯერ ვრისხავთ და შემდეგ ვასწავლით. როცა ადამიანი ეკლესიაში წლების განმავლობაში დადის და დოგმატები არ იცის, ეს მოძღვრის ბრალიც არის. იეღოველი რომ გაჩერებს და გეკითხება: ქრისტე ღმერთი არისო და ამ დროს შენ დაფიქრდები, არ იცი, რა უნდა უპასუხო. თუ არ იცი, რომ ქრისტე ღმერთია და თანასწორი მამისგან, რომ სულიწმიდა მამისგან გამოდის და არა ძისგან, მაშინ რანაირი ქრისტიანი ხარ?!
– დღეს ადამიანები საკუთარ თავს ქრისტიანებს უწოდებენ, თუმცა ეკლესიაში არ დადიან და ამის აუცილებლობასაც არ მიიჩნევენ საჭიროდ.  
– ადამიანს უჭირს ეკლესიური ცხოვრება, რადგან ჰგონია, რომ მისი თავისუფლება შეზღუდულია. თუ ვინმე ცხონდა ნოეს კიდობნის გარეშე, მაშინ შეიძლება, ადამიანიც გადარჩეს ეკლესიის გარეშე. მაგრამ ვინც კიდობანში ვერ შევიდა, ყველა დაიღუპა. ეს არის ეკლესიის წინასახე. ნეტარი ავგუსტინე, იოანე ოქროპირი ამბობენ, რომ მგელი შეგჭამს, ეკლესიის გარეშე თუ იქნებიო. ეკლესია არ არის მხოლოდ გუმბათიანი შენობა, აქ იკრიბებიან ადამიანები და ადიდებენ ღმერთს. ზოგიერთი ადამიანისთვის ეკლესიური ცხოვრება სხვა არის და მართლმადიდებლობა – სხვა. „ეკლესიური“, რა თქმა უნდა, ბრჭყალებში, არის ის, რომელიც მარხვას ინახავს, ზეთს იცხებს, სახლში მიაქვს ბზა, ნაკურთხი წყალი და სხვა დროს ეკლესიისკენ გამოხედვაც არ უნდათ. ყველაფერი ზედმიწევნით შეასრულეს, მაგრამ მეტი აღარ აინტერესებთ. ეს არის გარეგნული ფარისევლობა, მოჩვენებითი ქრისტიანობა, რომელიც შორს არის ქრისტიანული ცხოვრების წესისგან. ეკლესიური ცხოვრება კი ნიშნავს მართლმადიდებლური აზროვნებით, უფლის ნებით, სინდისისმიერ ცხოვრებას. დღეს „ვარდისფერი“ ქრისტიანობა ჩამოყალიბდა.
– რა არის „ვარდისფერი” ქრისტიანობა?
– ეს ნიშნავს იმას, რომ ჩემი ღმერთი, სარწმუნოება მაქვს, ჩემი ქრისტე მყავს, ჩემი ქრისტე გამიგებსო. ქრისტე ერთია და მისი მისტიკური სხეულია ეკლესია. ვინც ამ საიდუმლო სხეულში არ იმყოფება ნათლობით, აღსარებით, ზიარებით, ის ადამიანი ვერ ცხონდება. არაეკლესიური ქრისტიანობაა ბუნების ძალებს რომ აღიარებენ. სასწაულები რომ აქვთ, სიზმარში მაცხოვარს რომ ესაუბრებიან და არ მინდა შენი წირვა-ლოცვა, ისედაც კარგად ვარო. განთლებულიც არის და ფიქრობს, რომ ჩამორჩენილ მღვდელზე მეტი ესმის, მასზე კარგად გამოიყურება და უფრო მეტი სულიერება აქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა თავისი „ვარდისფერი“ ქრისტიანობა გამოიგონა. სიყვარული დააყენა მაღლა და აცხადებს, რომ არავინ სძულს. ადამიანი, რომელიც აცხადებს, რომ არავინ სძულს, ყველა უყვარს, იტყუება. ეს ძალიან დიდი სულიერი სიმაღლეა და ვინც ამას მიაღწია, ამბობს, მე ყველაზე ცოდვილი ვარო. ბევრი ამბობს: მე ხომ ბერი, მონაზონი არ ვარ, რაში მჭირდებაო დოგმატები, ასკეტიზმიო. ვარჯიშის გარეშე უბრალო მომღერალი ვერ გახდებით და ქრისტიანობა რატომ გგონიათ ადვილი, რომ ყოველგვარი ვარჯიშის, ცოდნის გარეშე იყოთ. სულიერი ვარჯიშები ყველას სჭირდება. პირველი ვარჯიში – ეს არის არ განიკითხო, მეორე დღეს კი სხვა ცოდვასთან ბრძოლას შეუდექი. მარხვაში თუ კარგად ივარჯიშე, მარხვის შემდეგაც ხომ უნდა ივარჯიშო.

скачать dle 11.3