კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 როგორ შეიძლება, გადაწყდეს დავით გარეჯის კუთვნილების საკითხი საერთაშორისო არბიტრების მონაწილეობით და რატომ დაიჭირა რუსეთმა ცალსახად ბაქოს მხარე

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  ქართული პოლიტიკური სპექტრის ნაწილი დავით გარეჯისადმი აზერბაიჯანულ პრეტენზიებს პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ გამოწვეულს უწოდებს (მან წამოიგო პროვოკაციაზე ბაქოო), თუმცა ისიც ფაქტია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში აზერბაიჯანული მედია აქტიურად აშუქებს ამ საკითხს და არა მხოლოდ დავით გარეჯის ალბანური წარმომავლობის, ესე იგი, უპირობოდ აზერბაიჯანის კუთვნილების ვერსიას ავითარებენ, არამედ იმასაც, რომ საქართველო ძირძველი თურქმანული მიწაა, სადაც ქართველები თვითნებურად ცვლიან ქართულით ისტორიულ თურქულ ტოპონიმებს და ჯვრებს ასობენო. მეორე მხრივ, არც ილჰამ ალიევი ტოვებს ემოციური პოლიტიკოსის შთაბეჭდილებას, რომელიც მსგავს კამპანიას ცხელ გულზე წამოიწყებდა. ასეა თუ ისე, ბოლო პერიოდია, აზერბაიჯანი, არც თუ იშვიათად, უპატივცემულობას იჩენს ქართული სახელმწიფოსადმი და ქართულ სახელმწიფოსაც ფრიად უცნაური პოზიცია აქვს. ისევ არ ვიცით საზღვრის დამდგენი კომისიის შემადგენლობა (თუმცა ხელისუფლება დაგვპირდა, რომ გაგვიმხელდა). ამასობაში კი, დიდხნიანი პაუზის შემდეგ, პირველი სხდომაც ჩატარდა. რის იმედითა და ზურგით იცვალა ფერი ბაქომ, რა ბერკეტები აქვს თბილისზე ზეწოლისთვის და რა ბერკეტები აქვს, თუ აქვს, თბილისს ბაქოზე ზეწოლისთვის, მაშინაც კი, როდესაც დავით გარეჯი ქართული კულტურის განუყოფელი და საკრალური ძეგლია?!  – ამ თემას გუბაზ სანიკიძესთან ერთად განვიხილავთ.
– როდესაც საზღვრის დამდგენმა ორმხრივმა კომისიამ მუშაობა დაიწყო, ერთადერთ რუკას იყენებდნენ, რომელიც ჩვენთვის ყველაზე უარესად ასახავდა ვითარებას. რატომ გახდა ეს საკითხი ასეთი სადავო და რატომ ვერ მოახერხეს ვერც შევარდნაძემ და ვერც სააკაშვილმა, რომლებსაც ძალიან თბილი და ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ერთს ჰეიდარ, მეორეს ილჰამ ალიევთან, ამ პრობლემის გადაჭრა? ახლაც, ცოტა ცივი ურთიერთობა, რაკი მეგობრობა ხშირად საქმეს ხელს უშლის ხოლმე, არაა ურიგო ფონი. რატომ ვუთმობდით ყოველთვის ბაქოს?
– ვინც კი ჩამოთვალეთ, არც ერთი ხელისუფალი არ ფიქრობდა გარეჯზე და გარეჯი უფრო ხურდა ფული იყო იმ შეთანხმებებისთვის, რასაც თავის დროზე შევარდნაძემ მიაღწია აზერბაიჯანთან და შემდეგ – სააკაშვილმა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამ ხნის განმავლობაში ეს საკითხი გაყინული იყო, თუმცა ახალმა პრეზიდენტმა პროვოცირება გააკეთა. როდესაც გაყინულია თემა, ჯობია, გაყინული დარჩეს და როდესაც ქვეყანას უფრო ძლიერი პოზიცია ექნება, მაშინ გაალღო. დღეს საქართველო ყველაზე მძიმე ვითარებაშია და როდესაც ქართული სახელმწიფო ყველაზე სუსტია, საქართველოს პრეზიდენტი მაპროვოცირებელი აღმოჩნდა, ანუ ეს მისი აბსოლუტურად გაუაზრებელი და უნიჭო განცხადებების შედეგია.
– სალომე ზურაბიშვილის მიერ ბაქოში დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნეიტრალურ ზონად გამოცხადებას გულისხმობთ?
– არ ჯობდა, რომ გაყინული ყოფილიყო?! იმიტომ რომ ტურისტიც და მომლოცველიც მიდიოდა ჩვენი მხრიდან, აზერბაიჯანს არც ისტორიული უფლება აქვს, არც რელიგიური და არც ეთნიკური, რომ დავით გარეჯზე რამე პრეტენზია გამოხატოს. მათთვის გარეჯი არც ტურისტული ცენტრია და არც სასულიერო. ამიტომ, დრო საჩვენოდ მუშაობდა. ამ ქალმა პროვოცირება გააკეთა, ბაქომ კი ასეთი პოზიცია დაიჭირა. მეორე მხრივ, ალიევსაც პრობლემა აქვს ქვეყნის შიგნით – ელექტორალური. შეიძლება, გულის სიღრმეში ძალიანაც უნდოდეს გარეჯის დათმობა, მაგრამ ვერ დათმობს.
– არ ვაპირებ პრეზიდენტის ადვოკატობას და იქნებ უმჯობესიც იყო, გარეჯის საკითხი გაყინული დარჩენილიყო, თუმცა ვიცით, რომ კომპლექსის დროდადრო გადაკეტვა თბილისზე ზემოქმედების ბერკეტია, მაგრამ დიდი ხანია, ვაკვირდები აზერბაიჯანულ მედიას, იქ შექმნილია საზოგადოებრივი აზრი, რომ გარეჯი ალბანური კულტურის ძეგლია, რომ საქართველომ, როგორც ქრისტიანულმა ქვეყანამ, პატივი უნდა სცეს თავის რელიგიას და სრულად დაუბრუნოს აზერბაიჯანს, როგორც ალბანეთის მემკვიდრეს და მისთანანი.
– ანტიქართული ინფორმაციები აზერბაიჯანულ პრესაშიც იბეჭდება და სომხურშიც. ამ ბოლო დროს არავის ჰქონდა გარეჯის ინტერესი, ბაქოში არავის ახსოვდა გარეჯის ამბები. ეს ამ ქალის პროვოცირებულია.
– მე იმას ვამბობ, რაც წამიკითხავს, სულ წერდნენ და წერენ გარეჯზე. „მიომია“ აზერბაიჯანის მოქალაქეებთან, ჟურნალისტებთან სოციალურ ჯგუფებში, იმიტომ რომ ისინი აშუქებენ ქართული ტოპონიმების აღდგენასაც და აღშფოთებულები არიან, როგორც თავად ამბობენ, საქართველოში ისტორიული თურქული ტოპონიმების გაუქმებით.
– საქართველოში ძალიან ბევრი თურქული ტიპონიმია, სოფლების სახელებიც და აუცილებლად უნდა გაუქმდეს და აღდგეს ქართული. აღარ არის თამაშის დრო. ასე მოიქცნენ თურქები, სომხები, აზერბაიჯანელები. ყველაფერს თავიანთ სახელებს არქმევენ. ერთი ჩვენ ვართ, რომ ისევ გვაქვს ყარაჯალა, ქოროღლის ციხე და მისთანანი. საქართველოში მოდებულია თურქული ტოპონიმები და ამასაც უნდა მივხედოთ. უნდა ვაიძულოთ ყველა, რომ ქართულ სახელწოდებებზე გადავიდნენ. თურქული სახელწოდებები მეთხუთმეტე-მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებშია შემოსული. წყაროებში არსებობს ქართული ტოპონიმები და ისინი უნდა აღვადგინოთ. სულ საქართველოს ხარჯზე რატომ ხდება დათმობა?! გაივლის ჩვენი მღვდელი აზერბაიჯანულ სოფლებში, დადგამს ჯვარს და არის ერთი ამბავი, მღელვარებაა, როგორ გაგვიბედესო და ამას ამბობენ საქართველოს ტერიტორიაზე.
– დიახ, ამასაც აპროტესტებდნენ აზერბაიჯანის მოქალაქეები, ყველგან ჯვრებიაო.
– სადმე გინახვთ ქვეყანა, დეპუტატებმა არ იცოდნენ სახელმწიფო ენა?! ასეთი ქვეყანაა საქართველო, მაგრამ ეს უნდა დამთავრდეს. ქართული ენის გაბატონებისთვის პრინციპული და მკაცრი პოლიტიკა უნდა გავატაროთ. 5-6 დეპუტატი გვყავს, ერთი ღერი ქართული არ იციან და ყველა მოწვევის პარლამენტის წევრები იყვნენ. და ვინ არიან ისინი?! ადგილობრივი მაფიოზები. არჩევნები მოდის და ქართული ოპოზიციაც და ქართული ხელისუფლებაც იწყებენ სირბილს ერევანსა და ბაქოში, რომ ამ ორ რეგიონში ხმების ასაღებად რაღაცები დათმონ. სადამდე უნდა გაგრძელდეს ასეთი ვითარება?! გამსახურდიას დროს ვინმე გაბედავდა გარეჯზე კრინტის დაძვრას?! ახლა გვიბედავენ, იმიტომ რომ ვართ სუსტი და მხდალი სახელმწიფო. ვითარება მარტივია, თურმე, 50 რაუნდი სჭირდება გარეჯის საკითხის გადაწყვეტას. რა საჭიროა 50 რაუნდი?! ჩაიყვანონ საერთაშორისო სპეციალისტები... ქართველი მეფეები და სასულიერო პირები არიან გამოსახული და აწერია ქართულად, რა ალბანეთი და ალბანური კულტურა?! ალბანეთი დიდი ხანია მოკვდა და მაინცდამაინც გარეჯში უნდა გაიღვიძოს?! რა საერთო აქვთ აზერებს ალბანეთთან?! ეს იგივეა, ეგვიპტელმა რაბებმა თქვან, რომ რამზეს მეორე იყო არაბი, ეხნატონიც და ნებისმიერი ეგვიპტელი ფარაონი. ეს არის ჩვენი გულდედლობისა და პოლიტიკური საჭურისობის შედეგი. აბა, საინგილოში გაბედოს ვინმემ და ქართულად დაილაპარაკოს და მხოლოდ ქართველებისადმი არაა აზერბაიჯანში ასეთი დამოკიდებულება. ლეკების პრობლემაც აქვთ და, ზოგადად, დაღესტნელების. ყველანი აზერბაიჯანელებად ჩაწერეს, მაგრამ მათ ამდენს ვერ უბედავენ. ჩვენ გვიბედავენ, იმიტომ რომ ქალაჩუნა ხელისუფლება გვყავს.
– მოდი, ბოლომდე ვთქვათ სათქმელი. ყველამ იცის, რომ აქ აქციები  ყველაზე ხალხმრავალია, როდესაც საქმე ნარკოტიკის მოხმარების თავისუფლებას ეხება და ჯარში სამსახურს ყველა არიდებს თავს.
– რა თქმა უნდა, ასე რომ მოვიქცევით, მივიღებთ იმას, რაც გვაქვს.
– ალიევს აქვს ყარაბაღის პრობლემა. სომხეთს საკუთრივ შვიდი აზერბაიჯანული რაიონი აქვს მითვისებული, ყარაბაღის ავტონომიის გარდა. თუ ასეთი თავდადებულები არიან, ყარაბაღი დაიბრუნონ.
– სომხეთთან არ გასდით, იმიტომ რომ სომხებმა იციან ომი, ქართველებმა კი იციან ენის ტლიკინი – ეს განსხვავებაა.
– მე ცოტა სხვანაირად მგონია, რუსის ტანკები დგას სომხეთში. ილჰამ ალიევს ბრძენ ხელისუფლად მოიხსენიებენ ხოლმე და რატომ ართულებს, მაშინაც კი, თუ აქეთ ჩვენ გულდედლები ვართ? სტრატეგიულად ხომ წამგებიანია აზერბაიჯანისთვის საქართველოსთან მტრობა?
– არ არის ეს კონფლიქტი აზერბაიჯანის მიერ ინიცირებული. ჩავიდა ეს ქალი და ილაპარაკა იქ რაღაცები.
– ფაქტია, სულ გაყინული ვერ ინება და ბოლოს და ბოლოს, უნდა დადგინდეს, ვისია დავით გარეჯი.
– მე ვიცი ერთი, უნდა მოვიდეს ძლიერი, ავტორიტეტული ხელისუფლება, რომელიც ამ საქმეს თავდაყირა დააყენებს. უნდა ჩაერთოს საერთაშორისო ორგანიზაციები, სპეციალისტები, ისტორიკოსები, არბიტრი უნდა იყოს, ჩემი აზრით, „იუნესკოს“ წარმომადგენლობა. დაადგინონ, ვისია. რა ალბანეთი, რის ალბანეთი, როდესაც ქართული წარწერებია და ქართველი მეფეები და დედოფლები არიან გამოსახული?!
– რა დიდი მტკიცება უნდა, რომ ჩვენია, ქართულია. თუ მოინდომა, ვისაც ეხება და რომ მოენდომებინა, მაგრამ, ვთქვათ, დაეთანხმა ბაქო, არის ქართული, მაგრამ ჩემს ტერიტორიაზეა და არ ვთმობო. ასეთ დროს როგორ წყდება ხოლმე პრობლემა?
– ეს უკვე ძალმომრეობაა. მე ვფიქრობ, რაღაც ტერიტორია შეიძლება, მოვუნაცვლოთ სხვა ადგილას. საქართველოს ძლიერების პირობებში, თუ საქართველო პოლიტიკურად და ეკონომიკურად გაძლიერდება, პოზიციებიც გაძლიერდება, მაგრამ, თუ ისეთები ვიქნებით, როგორებიც დღეს ვართ, მონღოლებიც ჩამოვლენ და იტყვიან, ნახევარი საქართველო ჩვენიაო. ვიღაცებმა თქვეს, საერთო სარგებლობა შემოვიღოთო. საერთო როგორ უნდა იყოს?! სომხებს პრეტენზია აქვთ ჯვარსა და ატენის სიონზე და შემოვიღოთ მაშინ საერთო სარგებლობა. ვინმე თავის ბინაში ერთ ოთახს დაუთმობს აზერბაიჯანელს, აბა, ქვეყანა რატომ უთმობს?! გარეჯს აქვს საკრალური მნიშვნელობა – იქ 6 000 ქართველი ბერი დახოცა შაჰ-აბასმა, რომლის მემკვიდრეებადაც აზერბაიჯანელები ასაღენებ თავს – აზერბაიჯანული დინასტია სეფიანთა დინასტიად ითვლება.
– ისევ გაყინვისკენ უნდა წავიყვანოთ პროცესი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების იმედად უნდა ვიყოთ?
– უნდა დადგინდეს, ვის ეკუთვნის ეს ძეგლი კულტურულად – აზერბაიჯანის, გამქრალი ალბანელების თუ ქართველების. ამის დოკუმენტი უნდა დაიდოს, იმიტომ რომ რუსულ საიტებზე დავით გარეჯი ალბანური კულტურის ძეგლადაა გამოცხადებული. იმის იდენტიფიცირებასაც ვერ ვაკეთებთ, რომ ეს ქართული ძეგლია. არადა სომხებს, რაც არ ეკუთვნით, ის აქვთ უკვე დამტკიცებული, რომ მათია, ჩვენ კი, რაც ჩვენია, იმასაც ვერ ვიცავთ. იმიტომ რომ ეს არის სოვდაგრების ქვეყანა, სადაც ვაჟა-ფშაველა უარყოფილია და სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის ფასეულობით ცხოვრობს არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ მოსახლეობის დიდი ნაწილი. რომ ჰკითხო, უმრავლესობა მართლმადიდებელი მორწმუნეა და რაში გვეტყობა?! გარეჯის დათმობა იგივეა, ებრაელებს გოდების კედელი რომ დაათმობინო. აბა, მიდი და დაათმობინე, ან ალაქსას მეჩეთი – მუსლიმანებს.

скачать dle 11.3