კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№. 11 ივნისს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ახალგაზრდა მხატვრის ლიზი ბუდაღაშვილის პერსონალური გამოფენა „პოეტური მისტერიები“ გაიხსნება


11 ივნისს   18:00 საათზე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (თბილისის ისტორიის მუზეუმში) ,  ახალგაზრდა მხატვრის, ლიზი ბუდაღაშვილის პერსონალური გამოფენა „პოეტური მისტერიები“ გაიხსნება  და გაგრძელდება 19 ივნისამდე. გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპოზიცია ექსკლუზიურია, ვინაიდან ამ ნამუშევრებზე მხატვარმა ორი წელი აქტიურად იმუშავა  და ჯერ არსად გამოუფენია. ტილოების უმეტესობა დიდი ზომისაა და ავტორი მათ ექსპერიმენტულ ნამუშევრებსაც უწოდებს. სურს, რომ დამთვალიერებელს უკლებლივ გაუზიაროს ყველა ის რთული თუ სასიამოვნო წამი, მოზღვავებული თუ მინავლებული ენერგია, ყველა ის შეგრძნება, რაც მან ამ ორი წლის განმავლობაში განიცადა. ლიზიმ წელს დაამთავრა United World College Dilijan, წარმატებით ჩაირიცხა 10 სხვადასხვა მსოფლიოს საუკეთესო  უმაღლეს სასწავლებელში-- ამერიკაში, დიდ ბრიტანეთსა და იტალიაში და აგვისტოდან სწავლას ფლორიდაში, Ringling College of Art and Design-ში გააგრძლებს, სადაც სწავლების  ოთხი წლისთვის სრული დაფინანსება მოიპოვა.
скачать dle 11.3