კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№22 რატომ არის კესარია მამაკაცისთვის ძვირი სიამოვნება და რის გამო დაშორდა ის 3-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ საყვარელ კაცს

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  კესარიას სამწლიანი სასიყვარულო რომანი ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც თავად კესარია ამბობს, მის ცხოვრებაში უკვე ახალი ეტაპი დაიწყო და ბევრ სიახლესაც გეგმავს.
  კესარია აბრამიძე: მოკლედ, ის, რაც სამი წლის განმავლობაში ხდებოდა, დასრულდა. ზოგადად, მუდმივი არაფერია, ასევე სიყვარულიც. ცნობილი წიგნია, სადაც წერია, რომ სიყვარული სამი წელი ცოცხლობს. პირველ წელს მის გარდა ვერავის ამჩნევ, მეორე წელს – სხვების შემჩნევას იწყებ, მესამე წელს  კი იწყება პატარ-პატარა უყურადღებობი ორივეს მხრიდან: დამაგვიანდა, დამავიწყდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ალბათ, ამოვწურეთ ერთმანეთი. შეიძლება, მან არ ამომწურა ბოლომდე, მაგრამ მე ცეცხლოვანი ქალი ვარ, ზოდიაქოს ნიშნით „ლომი“  და მიყვარს ყველაფერი ცეცხლოვანი. როდესაც ურთიერთობა სტანდარტულ, ოჯახურ ცხოვრებაში გადადის, ეტყობა, მეც ინტერესი მეკარგება. იყო ურთიერთობაში თანმდევი რაღაცები, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი, ჩემი მხრიდან, დიდი უკულტურობა იქნება, მან ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი კარგი რამ გააკეთა. უბრალოდ, სიყვარული ასეთია – მოდის, მიდის, მაგრამ რაც მთავარია, ყველაფერი რიგზეა: ჯანმრთელები ვართ, ლამაზები, კარგები. უფრო მეტად თავისუფალი, ლაღი ვარ, ახალი ემოციებით, ახალი ენერგიებით შევსებული და ახალი შემართებით, ახალი ფურცლიდან ვიწყებ ცხოვრებას.
– მასთან ურთიერთობაში გაკლდა თავისუფლება?
– ძალიან შეზღუდული ვიყავი და ჩემი ცხოვრების დიდ ნაწილს სახლში ვატარებდი. ღამე გარეთ გასვლაზე ხომ საერთოდ ზედმეტი იყო საუბარი. ისე გადიოდა ორი, სამი კვირა, სახლიდან არ გამოვდიოდი, ნორმალურად დასვენებასაც ვერ ვახერხებდი. როცა გიყვარს, გრძნობებში ხარ, შეყვარებული ხარ, მოგწონს ეს ყველაფერი, დათმობაზეც მიდიხარ. მაგრამ არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის წავა დათმობაზე, თუნდაც შვილების, ოჯახის გამო. ბოლოს ისე მოხდა, რომ მე წამოვედი სახლიდან. როცა მივხვდი, რომ ჩვენი ურთიერთობა არ არის ისეთი საოცნებო, როგორიც მე წარმომედგინა, ეს ნაბიჯი გადავდგი. მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჩემთვის, მაგრამ მას არ შეუძლია, რომ ქალი გააბედნიეროს. ალბათ, რაღაცას ვერ აკეთებდა ისე, როგორც საჭირო იყო. საბოლოოდ მივედი ამ გადაწყვეტილებამდე. ამ ურთიერთობის გადარჩენა რომ მდომოდა, ვიქნებოდი იქ, სადაც ვიყავი.
– თვითონ ადვილად შეეგუა შენს გადაწყვეტილებას?
– რა თქმა უნდა, იყო მცდელობები, ჩვენ დღემდე გვაქვს ურთიერთობა, კონტაქტი, ვსაუბრობთ. მისთვის რთული იყო და უჭირდა, მაგრამ ორივესთვის ასე ჯობდა. მე ყოველთვის გამიხარდება მისი წარმატება, მისი ბედნიერება. იყო გარკვეული დაძაბულობებიც, მაგრამ მე მაქსიმუმი გავაკეთე იმისთვის, რომ ყველაფერი ლამაზად, კარგად დასრულებულიყო. არ ვიცი რამდენად შეეგუა – ჩემისთანა ქალის დაკარგვა, მგონი, არ არის ადვილად შესაგუებელი. ჩემთვის უფრო ადვილი გადასატანია, რადგან ვარ ლამაზი, მოვლილი ქალი და უამრავი თაყვანისმცემელი მყავს. ამ ეტაპზე კარგად ვგრძნობ თავს, ბედნიერი ვარ, ვტკბები თავისუფლებით. ალბათ, ის ადამიანი, ვინც მომავალში შემიყვარდება, ჩემზე გიჟი უნდა იყოს, თავისუფლებისმოყვარე. რატომღაც, ჩემში მამაკაცები ხედავენ ქართველ ქალს, რომელიც სამზარეულოში ტრიალებს. როცა მიყვარს, ვარ დამყოლი, მაგრამ გადამაკეთონ და... მსგავსი რაღაცები არ ხდება. არ უნდა შემზღუდო. ბავშვობიდანვე ასეთი ვიყავი, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჩემი ამ ქვეყანაზე არსებობაც შოკისმომგვრელი იყო. მე არ ვარ ქალი, რომელიც სახლში დაჯდება და ყველაფერს დათმობს. სიყვარულის ხარჯზე შეიძლება, წავიდე დათმობაზე, მაგრამ უნდა გიყვარდეს ისეთი გადარეული, როგორიც ვარ.
– რა შეცდომას უშვებენ მამაკაცები შენთან ურთიერთობაში ყველაზე ხშირად?
– ვერ იტყვი, რომ მხოლოდ მამაკაცი უშვებს შეცდომას. იდეალური ადამიანი მეც არ ვარ, უბრალოდ, იდეალური ვარ, როგორც ქალი და პარტნიორი. მაგრამ, ამასთან, ზედმეტად კომფორტის მოყვარე ვარ, ბევრი ყურადღება მჭირდება. ფუფუნება ვარ, მამაკაცისთვის ძვირი სიამოვნება და ალბათ, ცოტა ეშინიათ კიდეც ჩემი.
– ის, ვისთანაც სამი წელი ცხოვრობდი, არაფერს გაკლებდა: სახლიც გაჩუქა და ძვირად ღირებულ სამკაულებს, ნივთებსაც გჩუქნიდა.
– კი, ეს ნამდვილად იყო. ბევრი რამ გააკეთა ჩემთვის და ამისთვის დიდი მადლობა მას. ძალიან კარგი პიროვნებაა. მე არ ვამბობ, რომ ჩვენს ურთიერთობაში მხოლოდ ის არის მტყუანი ან მე. ნებისმიერ ურთიერთობაში ორივე ადამიანია ხოლმე დამნაშავე.
– იდეალური პარტნიორი და ქალი ვარო – რას გულისხმობდი?
– ყურადღებიანი ვარ, იუმორის გრძნობა მაქვს. ჩემ გვერდით მამაკაცი იდეალურად გრძნობს თავს. საკუთარ თავში შევქმენი იდეალური ქალი და ეს იყო ყველაზე კარგი თამაში, რაც კი ოდესმე მითამაშია. ზოგადად, მიმაჩნია, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება თამაშია და რამდენად კარგად მოვერგებით მას, ეს ჩვენზეა დამოკიდებული. თამაში ჩვენ უნდა მოვიგონოთ და ჩვენი როლი ღირსეულად უნდა ვატაროთ.
– როგორ შექმენი შენს თავში იდეალური ქალი?
– საკუთარ თავში იდეალური ქალი ბავშვობიდან შევქმენი. მე ამ ქალს ვხატავდი, შემდეგ ხორცი შევასხი და დღეს ეს არის კესარია, რომელიც საკუთარი თავით ამაყობს.
– რამდენად მზად ხარ ახალი ურთიეთობისთვის?
– იმან, რომ მარტო ვარ, რა თქმა უნდა, თაყვანისმცემლების მთელი ჯარი გაააქტიურა. მაგრამ ფილტრი დავადე და არ მგონია, ვინმე ამ ფილტრიდან გამოძვრეს. ვტკბები თავისუფლებით, თუმცა, მოდის საჩუქრები მოსკოვიდან ვარდები, მაგრამ ჯერჯერობით მეტი ძალისხმევა და ყურადღება მჭირდება და არ ვაპირებ სერიოზულ ურთიერთობაში შევიჭრა. როცა შეყვარებული ვიყავი, მაშინ არავის ვაქცევდი ურთიერთობას და ეს ყველამ იცოდა. ამიტომ ახლა გააქტიურდნენ. რამდენიმე ადამიანი უკვე იკვეთება, მაგრამ ჯერ თავს ვიკავებ.
– რამე ისწავლე წინა ურთიერთობიდან?
– ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და დიდი გაკვეთილი მივიღე. თვითონაც აღნიშნა – მეც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე შენგანო.
– დაშორების პერიოდი იყოს სტრესული?
– დღეს ასე მშვიდად ვსაუბრობ, მაგრამ ორი კვირის განმავლობაში ძლიერი სტრესი მქონდა, ცუდად ვგრძნობდი თავს. რაღაც პერიოდი საქართველოშიც არ ვიყავი. მაგრამ დავაღწიე თავი, რადგან ძლიერი ადამიანი ვარ. ჩავიხედე სარკეში და მივხვდი, რომ ძალიან ლამაზი ვარ, გავედი გარეთ და ეს ყველაფერი უკვე იქ ვიგრძენი, ცხოვრება წინ მაქვს. ძველი კესარია დაბრუნდა, ოღონდ ცოტა ტრანსფორმირებული, ბევრად უფრო კარგი, ვიდრე იყო, რადგან მე ამ ადამიანთან ძალიან კარგი სკოლა გავიარე.


скачать dle 11.3