კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (99)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

№22 რა სასჯელის შემდეგ ისწავლა ჭკუა ირინა ონაშვილმა და ვინ ცდილობდა მის დათრგუნვასა და დასჯას

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  პროექტ „ყველაზე ძლიერის“ ერთ-ერთი მონაწილე ირინა ონაშვილია. მისთვის ეს პროექტი სერიოზული გამოწვევაა და მან არაერთ სირთულეს გაუძლო. როგორც თავად ამბობს, საკუთარ თავშიც ბევრი ახალი თვისება აღმოაჩინა და ღირებულებებიც გადააფასა.
  ირინა ონაშვილი: თავიდან მანიკა ასათიანმა დამირეკა და მითხრა: ძალიან მაგარი პროექტი იწყება და მე რომ არ ვიყო წამყვანი, აუცილებლად მივიღებდი მონაწილეობასო. ძალიან მიყვარს მანიკა, კარგად ვიცნობ, ვიცი, რა ტიპია და რაღაცნაირად დავფიქრდი. ამ გადასახედიდან, მგონი, ბოლომდე მანიკამაც არ იცოდა, რა გველოდა. შემდეგ დამირეკეს, დეტალები გავიარეთ. ზოგადი საუბრები გვქონდა. ვიცოდით, რომ ამერიკული ვერსია იყო, დავალებების შესრულება მოგვიწევდა. თავიდან ვთქვი, რომ არ ვარ ფიზიკურად მზად და თუ ეს დამჭირდება, ვერანაირად ვერ გავქაჩავ-მეთქი. მითხრეს: ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, არის დავალებები, სადაც ფიზიკური მზადყოფნა სულ არ არის საჭიროო.
– პირობებს, სიტუაციას რომ გაეცანი, შიშის მომენტი არ გქონია?
– სიმართლე გითხრა, მე ყველაფერი ძალიან გამიჭირდა, ბოლო ძალებს ვებრძოდი საკუთარ თავში. ვიღაცისთვის შეიძლება, რაღაც შედარებით მარტივი იყო, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი რთული აღმოჩნდა. ერთადერთი, ჩემი შინაგანი სიმშვიდე მაძლევდა ძალას. არასდროს ვფორიაქობდი, არ ვაფრქვევდი ემოციებს, არ ვქოთქოთებდი. უბრალოდ, სულ ვწუწუნებდი და იმაზე ყველა მაშაყირებდა. მაგრამ რეალურად იყო საწუწუნო. ვინმესგან კი არ ვითხოვდი შებრალებას, უბრალოდ, მართლა მიჭირდა დავალების შესრულება. თან, არ ვარ წუწუნა ტიპი, მაგრამ იქ ძალიან რთული იყო. ემოციებს ყველა თავისებურად გამოხატავს. ყველაფერს მაქსიმალურად ვითმენდი, თავს ვიმშვიდებდი, მაგრამ წუწუნი გარდაუვალი იყო. შეჯიბრებაში, როდესაც ჭაობში 20-ლიტრიანით 8 კილომეტრს გავდივარ, რომ არ მეწუწუნა, აბა, რა უნდა მეკეთებინა. ბედნიერი ვერანაირად ვიქნებოდი, მაგრამ ამ დროს საკუთარ თავს არ ეკუთვნი. თან, გვერდში გიდგას მეთაური, რომელიც გეუბნება: არ მოდუნდე, გააგრძელე, ეს იმხელა ემოციურ მუხტს გაძლევს... თან, ამ ყველაფერს გეუბნება ადამიანი, რომელიც ავღანეთში იბრძოდა, ფეხები დაკარგა და შენ უცებ ამბობ – ტალახში ვერ გავივლი, ცოტა უხერხულია. თან ხვდები, რომ შეუძლებელი არაფერია. ახლაც ვერ ვხვდები, რატომ გადავწყვიტე, რომ ის საშინელება მეჭამა. თან დავლიე ორი ლიტრი სითხე, ეს იყო კატასტროფა – ცხიმიანი ნახარში, ხაშის ნაფლეთებით. იმ მომენტში 4 ადამიანი გიდგას გვერდით, გეძახის: მიდი, ირინე და გააზრებასაც ვერ ასწრებ. მერე რომ გავაცნობიერე, რა ვჭამე, კი გავიქეცი საპირფარეშოში და მეტი აღარ მომაყოლო.
– როდესაც თორნიკე, მასტერ-სერჟანტი ჩავწერე, მითხრა, რომ მონაწილეებისთვის ყველაზე შოკისმომგვრელი ის იყო, რომ საპირფარეშო მოშორებით ჰქონდათო.
– ჩემთვის არა, რადგან ყოველთვის არ მქონია ოთახში აბაზანა. ბავშვებთან ერთადაც დამისვენია ისეთ ადგილას, სადაც იდეალური პირობები არ იყო. მთავარია გვქონდა ცხელი წყალიც, თუმცა გრაფიკით, რადგან სულ რაღაცას ვაკეთებდით და მაგისთვის ისედაც არ გვეცალა. საპირფარეშოებიც არ იყო კომფორტული, მაგრამ გაუსაძლისი არ ყოფილა. სამაგიეროდ, კარგი კვება გვქონდა. უბრალოდ, თუ ცოტა ფსიქოლოგიურად სუსტი ხარ, გატყდები. ეკრანზე ეს ყველაფერი ცოტა სხვანაირად ჩანს. იქ რომ ხარ, სულ სხვაა. დილის 6 საათზე ადგომა, გარეთ გამოვარდნა: თმა როგორ მაქვს, მაკიაჟი ხომ მისვია, გამორიცხულია. თავიდან დავიწყე: კამერებია, მოდი ფორმაში ვიყო, თმა დავივარცხნო, მაგრამ მერე აღარც კი მახსოვდა, ეს ყველაფერი წამოღებული მქონდა თუ არა. ყველა კუნთი რომ გტკივა და ათამდე დათვლაში გარეთ უნდა იყო, რას იცვამ, რას აკეთებ, არ იცი. რამდენჯერმე დავაგვიანეთ და ჩვენმა მეთაურმა დაგვსაჯა, ყველაფერი ორჯერ მეტი გაგვაკეთებინა და მერე ვისწავლეთ ჭკუა.
– იყო მომენტი, როდესაც ემოციებმა გძლია?
– კი, იყო მომენტი, როდესაც ძალიან „გავჭედე“. იშვითად ვტირი და მახსოვს იმ დღეს, როგორ ვიტირე. ამოვდივარ ჭაობიდან ტიტველი, შიშველი, ფეხზე არაფერი მაცვია და ვხედავ, რომ ფეხიდან სისხლი მომდის. ვხვდები, რომ ცუდად ვარ. თან, ტეტანუსის აცრა დამჭირდა. რომ გავიაზრე, ტეტანუსის დროს მოსვენებით რეჟიმში უნდა ვყოფილიყავი და როგორ გავაგრძელებდი მონაწილეობას, ისე მომაწვა ემოციები... თან, სხვა დავალებაზე გადავდიოდით, რომელიც ფეხშიშველს უნდა შემესრულებინა. ვამბობდი: აღარ შემიძლია. ვითმინე, ვითმინე და ბოლოს მივხვდი, რომ აღარ შემეძლო. მაგრამ ამ დროს თემოს სახე რომ დავინახე: რას ნიშნავს, არ გააგრძელებ, მაგარი ხარ, ჩვეულებრივ აგრძელებო, აზრზე მოვედი. თან, ტეტანუსის ნემსი ისეთი საშინელებაა, ზურგში გიკეთებენ და სამი დღე ხელს ვერ ვამოძრავებდი.
– თორნიკემ ისიც მითხრა, როდესაც ჯარში რეკრუტები მოდიან, პირველი სამი თვე დათრგუნვის ეტაპს გადიანო და თქვენც მოგიწიათ ამ ეტაპის გავლა?
– ჩვენც კარგად გვთრგუნავდნენ, გამოსდიოდათ. მახსოვს, ჭამამდე ხელის დაბანა ვითხოვე და მითხრეს: რას ჰქვია ხელის დაბანა ითხოვე, აზიდვები თავიდან გააკეთეო. სხვა რა გზა მქონდა, გავაკეთე. მივხვდი, აღარ უნდა მეკითხა, რადგან მეთაურის მხრიდან ამ კითხვის დასმაც კი პროტესტს იწვევდა – ჯარში ხარ და მორჩა! ბოლოს ხრეშიანი, მიწიანი ხელებით ვჭამე. ყველაზე რთული  კი რეჟიმი იყო. ღამის 3 საათამდე ვიღებდით და დილით 6 საათზე ვდგებოდით. რთული იყო ის, რომ საბა მირეკავდა: დედა, შენთან მინდაო. იმ დროს ასტკივდა მუცელი, თავი, ფეხი. რომ ვეკითხებოდი: საბა, რა გტკივა? ყველაფერი მტკივაო. საშინელი სტრესი ჰქონდა.
– ლადო როგორ შეხვდა შენს გადაწყვეტილებას?
– ლადო ყოველთვის კარგად უდგება ჩემს გადაწყვეტილებას. ამ მხრივაც სრული თავისუფლება მაქვს. თუ შეძლებ, ძალიან კარგიო.

скачать dle 11.3