კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (99)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

№22 მიხეილ ცაგარელი: არა მარტო პოლიტიკურად, არამედ ეკონომიკურად, რელიგიურად და ეკოლოგიურად, საკმაოდ ცხელ და დაძაბულ ზაფხულს უნდა ველოდოთ

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  როგორც ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, წინ მეტად დაძაბული ცხელი ზაფხული გველის – როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად და ეკოლოგიურად. მისივე თქმით, ფაქტია, პროცესები დაძრულია და სულ მალე, შედეგებსაც ვიხილავთ.
  მიხეილ ცაგარელი: საკმაოდ რთული, პოლიტიკურად დაძაბული და ცხელი ზაფხული გველის წინ. 24 მაისიდან დედამიწა დაიწყებს უარყოფით ენერგოველში გადასვლას და ეს პერიოდი, მთელი ივნის-ივლისი გასტანს. ეს არის მეტად დაძაბული პერიოდი, როცა შეიძლება, ყველაზე დიდი და სერიოზული ცვლილებები მოხდეს. ამავე პერიოდში ჩვენ გველის მზისა და მთვარის დაბნელებები, ახლამთვარეობა-სავსემთვარეობების დაძაბული ენერგიების გავლენა, რაც უარყოფით ზეგავლენას მოახდენს არა მარტო ადამიანების ჯანმრთელობაზე, არამედ გადაწყვეტილებებზე. მოიმატებს პრობლემები, შეცდომების ალბათობა, პოლიტიკური დაძაბულობა, ეკოლოგიური კატასტროფები, ეკონომიკური კატაკლიზმები. თუ დროულად არ შეიტანენ სერიოზულ და დროულ ცვლილებებს კანონპროექტებში და საბანკო სფეროებში მუშაობა გათვლილი იქნება არა ხალხის, არამედ საკუთარ ჯიბეებზე, მათ მეტი სირთულე და პრობლემა შეხვდებათ. ძირითადად, მათ უნდა იმუშაონ სოციუმზე და აკონტროლონ სიტუაცია. ეს პერიოდი ცუდად იმოქმედებს ეროვნულ ვალუტაზე და შეიძლება, გამოიწვიოს მისი ვარდნა. შესაბამისად, ეს აისახება ეკონომიკაზე – მოიმატებს ფასები პურზე, სხვა საკვებ პროდუქტებზე, ბენზინზე, გაზზე და ასე შემდეგ. ეს მოვლენები სერიოზულ დარტყმას მიაყენებს მოსახლეობას.
– პოლიტიკურ სფეროში თუ იქნება რაიმე ცვლილებები? პარტია „ქართულ ოცნებას“ მმართველობის 9 წელი უსრულდება. ზოგადად, პოლიტიკური პარტიებისთვის რიცხვი 9, ერთგვარი საკრალური ციფრია. ამ მხრივ, თუ არის მოსალოდნელი ტემპერატურის აწევა?
– რასაკვირველია, პოლიტიკურ სარბიელზე სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი, თუ მათ არ გადახედეს განვლილ გზას და დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე არ იზრუნეს. ფაქტია, ხალხი, „ოცნებას“ აღარ ენდობა. მათ აღარც „ნაციონალების“ დაპირებების სჯერათ. ამიტომ, აუცილებელია პოლიტიკურ ასპარეზზე მესამე ძალის გამოჩენა, რომელიც საზოგადოების ნდობას მოიპოვებს და მას მიემხრობა. ასე რომ, დიდი შანსია, ახალი პოლიტიკური ორგანიზაციები და პოლიტიკური ლიდერები გაჩნდნენ. ასევე, წელს პრემიერიდან მინისტრებამდე მოყოლებული სერიოზულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ.  2020 წელს ვუახლოვდებით და დიდი და მნიშველოვანი ცვლილებები გარდაუვალია. ამ პერიოდში ხდება ხალხისა და პოლიტიკის მმართველი პლანეტების – პლუტონისა და სატურნის უკანა სვლით მოძრაობა, რაც გვაძლევს შანსს, გავაანალიზოთ ძველი შეცდომები, გამოვასწოროთ ისინი,  თან, ვუახლოვდებით „ქართული ოცნების“ მმართველობის 9-წლიან ზონას. ეს ციფრი, გეთანხმებით, საკრალურია არა მარტო პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის, არამედ ზოგადად. აბა, გადახედეთ უახლოეს წარსულს – 9 წლის შემდეგ მოქალაქეთა კავშირი დაიშალა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, სწორედ, 9 წლის შემდეგ დაასრულა თავისი პოლიტიკური მმართველობა ქვეყანაში, ახლა კი, „ქართულ ოცნებას“ უსრულდება 9-წლიანი მმართველობა და თუ ქვეყანას არ დააყენებენ სწორი განვითარების, ევოლუციურ გზაზე, არ მოიძიებენ სათანადო კადრებს და თუნდაც, არ დააბრუნებენ გამოცდილ პოლიტიკოსებს თანამდებობაზე, მათი მმართველობა ცუდად დასრულდება. ივნის-ივლისი საკმაოდ ცხელი და დაძაბული იქნება, შემოდგომის დასაწყისში კი შედეგებს ყველა დავინახავთ. 5 მაისს შავი მთვარე გადავიდა თევზების ზოდიაქოში – სწორედ 9 თვით. ეს, მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ადამიანებში გააძლიერებს ნიჰილიზმს, დეპრესიულობას, შიშებს, ღალატს ტყუილებისადმი მიდრეკილებას... ეს კი, ცუდად აისახება ზოგადად, ადამიანების ცხოვრებაზე, პოლიტიკურ მოვლენებზე და თქვენ წარმოიდგინეთ, რელიგიურ ასპექტზეც.
– რელიგიურ ასპექტში, რას გულისხმობთ?
– იმას, რომ მოიმატებს პრობლემები საპატრიარქოში, დიდი შანსია, კვლავ დაიძაბოს სიტუაცია, მოეწყოს „საიდუმლო სერობები“. ქრისტიანულ რელიგიას თევზების ზოდიაქო განაგებს და რადგან შავმა მთვარემ გადაინაცვლა თევზების ზოდიაქოში, ამიტომ, ამ პერიოდში დიდი შანსია, საპატრიარქოში აგორდეს მორიგი ტალღა. ასე რომ, ამ მხრივ, ახალ ამბებს უნდა ველოდოთ, მათ შორის უკრაინის საპატრიარქოსთან დაკავშირებითაც. არ არის გამორიცხული, რუსეთის საპატრიარქოსთანაც დაიძაბოს ურთიერთობა. ასევე, არ არის გამორიცხული, რელიგიურ ფონზე ქვეყნის შიდა პრობლემებმა იჩინოს თავი.
– როგორც მივხვდი, თუ ვარსკვლავებსა და პლანეტებს დავუჯერებთ, არა მარტო პოლიტიკურად, არამედ ეკონომიკურად, რელიგიურად და ეკოლოგიურად, საკმაოდ ცხელ და დაძაბულ ზაფხულს უნდა ველოდოთ.
– ნამდვილად ასეა. მოიმატებს ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემებიც და აუცილებელია, შესაბამისი საკანონმდებლო ზომების გატარება. თუმცა, რამდენად სწორად გაატარებენ ამას, ეს სხვა ამბავია, რადგან შესაძლოა, ბევრი თანამდებობის პირი, საკუთარ შეცდომებს გადაჰყვეს და თანამდებობა დაკარგოს. შედარებით მშვიდია აგვისტოს თვე, თუმცა ოქტომბრის პირველი ნახევრიდან სიტუაცია კვლავ დაიძაბება. ანუ, ის სიტუაცია, რაც ივნის-ივლისში შემზადდება და გაღვივდება, შემოდგომაზე იფეთქებს.
– ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, ბიძინა ივანიშვილს ვურჩევ, ღარიბაშვილი დააბრუნოს პრემიერ-მინისტრად და ზოგადად, რომ ეს არის დრო, როცა ძველი, „გაუსვრელი“, პროფესიონალი კადრები უნდა დავაბრუნოთ ხელისუფლებაშიო. კონკრეტულად, ვის გულისხმობდით?
– უამრავი პროფესიონალი და განათლებული კადრი გვყავს, რომლებიც ნამდვილად უნდა იყვნენ თანამდებობებზე, რათა ხალხისთვის კარგი აკეთონ. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, დიახ, ბიძინა ივანიშვილს ვურჩევდი, დაებრუნებინა, მაგრამ ისეთი, როგორიც ჩვენ გვახსოვს. კიდევ ვამბობ, „ქართულ ოცნებას“ უსრულდება მმართველობის საკრალური 9 წელი და ის ნაღმზე ზის, კაცმა არ იცის, როდის აფეთქდება. სავარაუდოდ, არჩევნების დროს იფეთქებს და მანამდე ამის მცდელობა პრეზიდენტის არჩევნებზეც იყო, თუმცა გადარჩა. კოსმოსს თავისი კანონები აქვს და  მასთან შებრძოლება და ჯინში ჩადგომა არ ღირს. სხვათა შორის, რადგან პრეზიდენტის არჩევნები ვახსენეთ, სალომე ზურაბიშვილი თევზების ზოდიაქოს ნიშანია, ამიტომ, მომავალი წლის თებერვლამდე ფრთხილად უნდა იყოს, ყველა გადაწვეტილება გააზრებულად უნდა მიიღოს, რადგან არ გამოირიცხება, სხვადასხვა ძალთა მაცდუნებელმა ენერგიებმა, მახე დაუგონ. დიპლომატია, მაგრამ მის ხისტ გამონათქვამებს, შესაძლოა არაადეკვატური რეაქცია მოჰყვეს ხალხის თუ პოლიტიკოსების მხრიდან და პრობლემებიც შეუქმნას.

скачать dle 11.3