კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (100)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

№22 რატომ არ იყო ნატა აბუაშვილისთვის ოჯახის დანგრევა ტრაგედია და რის გამო იწვევს ის მაყურებელში არასასიამოვნო ემოციებს

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

  ნატა აბუაშვილი ქართული სატელევიზიო სივრცის ახალი სახეა. ის სერიალ „იდეალურ დედაში“ გამოჩნდა და არც თუ ისე სასიამოვნო როლითა და გამორჩეული გარეგნობით მალე დაიმსახურა მაყურებლის ყურადღება.
  ნატა აბუაშვილი: „იდეალური დედა“ ჩემთვის პირველი სამსახიობო გამოცდილებაა. პროფესიით ექიმი ვარ. სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე, საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და მენეჯმენტში ბაკალავრის ხარისხი მაქვს და კერძო სამედიცინო კომპანიის ადმინისტრაციაში ჩემი პროფესიით ვმუშაობ.
– სერიალში როგორ აღმოჩნდი?
– მსახიობობაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. ქასთინგის შესახებ რომ გავიგე, ძალიან გამიხარდა და დამაინტერესა. ვიფიქრე, ოცნებას ავიხდენ, თან გავერთობი და ვნახოთ, რა გამოვა-მეთქი – რა თქმა უნდა, თუ ამიყვანდნენ. გამიმართლა და ამიყვანეს.
– ცხოვრებაში პირველად გადადგი ასეთი ნაბიჯი, არ გაგიჭირდა?
– ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ მეუბნებიან, რომ ეკრანზე საერთოდ არ მეტყობა. არადა, თავიდან ისე ვკანკალებდი, ბოლოს მეცინებოდა, ეკრანზეც არ იყოს შესამჩნევი-მეთქი. მაგრამ ფანტასტიკური გადამღები ჯგუფია და ძალიან დამეხმარნენ.
– ეკრანზე რომ შენი თავი ნახე, როგორი ემოცია გქონდა?
– ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ჩემი შვილია, რომელიც მოუთმენლად ელოდა სერიალს. დავსხედით მთელი ოჯახი, მაგრამ იმდენად ვნერვიულობდი, ვერ ვუყურე – თვალებზე ხელაფარებული ვიჯექი და როგორია-მეთქი, ვეკითხებოდი. მოეწონათ. ტიპაჟიდან გამომდინარე, ნამდვილად არაა მოსაწონი ადამიანი, მაგრამ შესრულება არაპროფესიონალისთვის, მგონი, ნორმალურია. მეკითხებიან, როგორ შეგიძლია, ასეთი იყოო. თავს არ ვიქებ, მაგრამ ადამიანი უნდა მიცნობდეს, რომ მიხვდეს, ჩვენ შორის რამხელა სხვაობაა. ხშირად ვკითხულობ მაყურებლის კომენტარებს და ჩანს, რომ მათში ძალიან არასასიამოვნო ემოციპებს ვიწვევ. რა თქმა უნდა, სასიამოვნო არაა, როცა წერენ, ნეტა, ეს გამაწიწკნინაო, მაგრამ მეორე მხრივ, მეუბნებიან, რადგან ასეთ ემოციას იწვევ, ესე იგი, როლს კარგად ასრულებო. ამიტომ ამ კომენტარებზე ძალიანაც არ ვნერვიულობ და ტრაგედიას არ ვქმნი.
– შენი გმირი არაფრით გგავს?
– მგავს იმით, რომ მუდმივად ფორმაშია. შვილთან დაკავშირებით ძალიან პუნქტუალურია და მისი აღზრდის პროცესში მაქსიმალურად არის ჩართული. ეს ყველაფერი ძალიან კარგია და მომწონს, მაგრამ ვხვდები, რომ მის ცხოვრებაში ეს თვისებები მხოლოდ ფასადია. ჩვენ გარშემო ბევრი ასეთი დედაა. მეც დედა ვარ და მიწევს ასეთებთან ურთიერთობა. ყველა მეუბნება, რომ მას არ ვგავარ. მართლა არ ვგავარ. არ ვარ უარყოფითი ადამიანი და კონფლიქტს ყოველთვის ვერიდები.
– შვილი რას ამბობს?
– თორმეტი წლისაა და ძალიან ამაყობს, მოსწონს ეს ყველაფერი. სიამოვნებს, დედას რომ ცნობენ, თუმცა ჩემს გმირთან დაკავშირებული ერთი კომენტარი – „მობერებულ ბარბის ჰგავსო“ – მისთვის ტრაგედია იყო. რატომ თქვა ასეთი რაღაცო?!
– რამდენად იდეალური დედა ხარ სინამდვილეში?
– მაქსიმალურად ვცდილობ, ყოველდღიურად ვიყო ჩართული მის აღზრდასა და განვითარებაში. სამწუხაროდ, იმდენ დროს ვერ  ვატარებთ ერთად, რამდენიც მინდა, რადგან ვმუშაობ. მაგრამ თვითონ ძალიან მიწყობს ხელს. საოცრად მოწესრიგებულია და ყოველთვის ყველაფერი მზად აქვს. ასეთი რომ არის, დედაჩემის დამსახურებაა, ანანოს აღზრდაში ის დამეხმარა. იდეალური არავინაა, ეს ვიცით დიდმა გოგოებმა.
– სჯერათ ხოლმე, რომ თორმეტი წლის შვილი გყავს?
– არა და ხანდახან მეც არ მჯერა. რომ ვუყურებ, უკვე ჩემსიმაღლეა და მიჭირს გააზრება, რომ ჩემი შვილია. მგონია, დები ვართ. მე და დედაჩემიც ასე ვიყავით. ოცი წლისას შემეძინა.
– ანანოს მამა არ გვიხსენებია.
– მეუღლეს გაშორებული ვარ. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი, ოჯახი შევქმენით, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი ურთიერთობა არ შედგა და ოჯახი სამ წელიწადში დაგვენგრა. თუმცა, ანანოს არაფერი აკლია.
– ამის შემდეგ რა მოხდა პირად ცხოვრებაში?
– საინტერესო არაფერი, ყველაფერი წინ არის.
– ოჯახის კიდევ ერთხელ შექმნაზე არ გიფიქრია?
– ოჯახის შექმნაზე ბოლო პერიოდში უფრო ვფიქრობ. მაშინ ყველაფერი ახალი მომხდარი იყო. ცხოვრებაში ყველაფერს თავისი დრო აქვს და ალბათ, ეგ ეტაპიც დადგება. მანამდე თუ გგონია, რომ ყველაფერი მარტო გრძნობაზე შეიძლება იყოს აგებული, ერთხელ რომ გაგიცრუვდება იმედი, მერე უკვე სხვა რამეებზეც ფიქრობ. მეორედ ამ ნაბიჯის გადადგმა, ნამდვილად არ იქნება მარტივი, ყველაფერი კარგად უნდა აწონ-დაწონო. საკმაოდ პატარა ვიყავი, როცა შემიყვარდა, როცა გავთხოვდი, როცა დედა გავხდი და ქმარს დავშორდი. თუმცა არასდროს მქონია განცდა, რომ მარტო ვარ. ჩემ უკან ყოველთვის დგას ჩემი დიდი ოჯახი, რომელიც ახლა ჩემს შვილზეა გადაყოლილი და შესაბამისად, ეს ამბავი ტრაგედიად არ აღმიქვამს. თავისთავად, ოჯახის დანგრევა კარგი არ არის, მაგრამ ოჯახმა ამის გადატანა ძალიან გამიადვილა.
– ახლა უკვე დიდი გოგო ხარ და რას ფიქრობ, როგორი უნდა იყოს „ის“?
– უნდა იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც ჩემთან სულიერად ძალიან ახლოს იქნება, რომელთანაც ერთ ტალღაზე ვიქნები, პატივს მცემს და მეც ვცემ პატივს, ვისთანაც დიდი გრძნობა მექნება – ეს ყველაფერი ქმნის სიყვარულს. ცისფერთვალება იქნება თუ მწვანეთვალება, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. სიმპათიური თუ არასიმპათიური – არც ამას. მთავარია, ის შენი ადამიანი იყოს. მე მგონია, ჩემს ასაკში ამის მიხვედრა უკვე შესაძლებელია.
– ამ ამბავზე ანანო რას ამბობს?
– ამ თემაზე არ გვისაუბრია და არ ვიცი, მაგრამ ცოტა ეგოისტია, დედას გოგოა. თუმცა ვფიქრობ, რომ მასში ასეთი მძაფრი ეგოიზმი არ არის. ალბათ, თავის დროზე, როცა იქნება, ყველაფერს მიიღებს. ყოველ შემთხვევაში, მე ჩემს შვილს ასე ვზრდი და არა რქებიან, ეგოისტ ბავშვად, რომლისთვისაც ყველაფერი მიუღებელია. ჯერჯერობით ყოველთვის ვარიდებ თაყვანისმცემლებთან დაკავშირებულ ამბებს. არ შეიძლება, ყველასთან შენი შვილი ჩართო. მას ამ თემაზე ნერვიულობა არ მოუწევს. თვითონ მეუბნება, რომ მეგობრები ვართ, რაც ძალიან მიხარია. იმედი მაქვს, რომ ვიცი, რაც ხდება მის ცხოვრებაში და არ მომატყუებს. ჩემი სახით მას ჰყავს ადამიანი, ვისთანაც ტყუილი არ დასჭირდება.

скачать dle 11.3