კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 სოფო ბედია ორგანიზმში ჰორმონების „ზეიმს“ ებრძვის

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  გასულ კვირას სოფო ბედიამ და მიშა მესხმა ნანატრი შვილი მონათლეს. ხუთი თვის, პატარა ანდრია მესხს შვიდი ნათლია ჰყავს, მათ შორის არიან მომღერლები, პოლიტიკოსები და ბავშვობის მეგობრები. ნათლობა ანდრია პირველწოდებულის ტაძარში შედგა. ნათლობის ცერემონიალის დასრულების შემდეგ კი, მოწვეულმა სტუმრებმა და ოჯახის წევრებმა რესტორანში გადაინაცვლეს და კარგად მოილხინეს. ცოლ-ქმრის ცეკვამ, კიდევ ერთხელ „დაიპყრო“ ინტერნეტი და საზოგადოებას არც დეპუტატი ნათლიის, ბექა ოდიშარიას ამღერება გამოჰპარვია. რატომ ავიწროებს მომღერლის დედამთილს სოფოს ქმარი და როგორ გაამყარა სოფო ბედიას სასიყვარულო ურთიერთობა მიშა მესხთან ბავშვის გაჩენამ, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
სოფო ბედია: ახლა ჩემს ცხოვრებაში გაცისკროვნებული და გაფერადებული ეტაპი დგას. პატარას დაბადებამ ჩემი და მიშას ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. ნანატრი შვილია. მე კი მყავს უფროსი ვაჟი – ნიკუშა, მაგრამ მიშასთვის ანდრია პირველი შვილია და მასზე ხუთი წელი ვოცნებობდით. ბევრი რამ გავიარეთ, რამდენიმე მცდელობა ცუდად დასრულდა და ამის გამო, დიდი სტრესი გადავიტანეთ. შესაბამისად, იყო პატარ-პატარა უსიამოვნებები ჩემსა და მიშას შორის, მაგრამ ჩვენი სიყვარული ამ პრობლემებზე ძლიერი აღმოჩნდა.
– ესე იგი, შენ და მიშამ სიყვარულის გამოცდები გაიარეთ?
– რა თქმა უნდა, გავიარეთ და გადავლახეთ კიდეც. ამას არც ვმალავ. ყველა ოჯახში ხდება უსიამოვნებები, უთანხმოებები, ეს ერთგვარი სტრესია, მაგრამ სადაც დიდი სიყვარულია, ეს გადასალახია და ჩვენც გადავლახეთ. ანდრიას დაბადებამ კი ჩვენ შორის ხიდი გადო და სხვა სიყვარულის ეტაპზე გადაგვიყვანა. ჩემსა და მიშას შორის ახლა უფრო მეტი სიყვარული და პატივისცემაა.
– ანუ, ბავშვის დაბადებამ თქვენი ურთიერთობა გაამყარა?
– რასაკვირველია. ნამდვილად ასეა. კიდევ ვამბობ, თუ სიყვარულია, იქ ყველა პრობლემას დაძლევ, მაგრამ ათი შვილიც რომ გყავდეს, თუ არ გიყვარს, მაინც დაანგრევ ოჯახს და ბავშვი ვერ გიშველის. თავიდან იყო მოწონება, მერე შეგუება, მერე ოჯახური თანაცხოვრება. ახლა კი გვყავს შვილი, რომელმაც ჩვენი სიყვარული და  ურთიერთობა გაამყარა. ნიკუშაც ბედნიერია. ერთი სული აქვს როდის დაბრუნდება სკოლიდან, რომ ძამიკოს ჩაეხუტოს და გვეშინია, არ გაჭყლიტოს (იცინის). იმის დაბალანსება, რომ ნიკუშამ თავი უყურადღებოდ არ იგრძნოს, კარგად გამომდის. ვეუბნები: ხომ იცი, პატარას გაზრდაში უნდა დამეხმარო, შენი იმედი მაქვს-მეთქი. ძალიან უხარია, ამ მოვალეობას რომ გრძნობს და მეხმარება. მიშა კი, ანდრიას დაბადების შემდეგ, ისეთი ქმარი და მამა გახდა, ხანდახან მაშინებს (იცინის). ბევრი აქებს ჩემს ქმარს და მეც დარწმუნებული ვიყავი, მიშა მოსიყვარულე მამა იქნებოდა, მაგრამ ასეთი ვერ წარმომედგინა: ღამით არ მაღვიძებს, ბავშვს თავად აჭმევს, ტემპერატურას უზომავს, ბანს, ეთამაშება, უცვლის...
– მიშასა და ნიკუშას გარდა, ვინ გეხმარება ბავშვის გაზრდაში?
– დედამთილთან ერთად ვცხოვრობ და ეს არის ადამიანი, ვისაც თვალდახუჭული ვენდობი. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, სულ გასული ვარ და ის იტოვებს. წარმოიდგინეთ, მე არ ვურეკავ დედამთილს და არ ვკითხულობ ბავშვს, რამდენჯერაც მიშა. ურეკავს ყოველ წამს და ეკითხება: ხომ აჭამე, ხომ ეძინა, ხომ კარგადაა?
– ესე იგი, მიშა დედამთილს გიკონტროლებს?
– (იცინის) ასე გამოდის. იმდენად მომაბეზრებლად ყურადღებიანია მიშა, ჩემი დედამთილი ეუბნება: თუ არ მენდობი, მოდი და შენ მოუარე და ზარდეო.  მიშას არც ღამეების თენება ეზარება, არც საათობით ბავშვის ხელით ტარება, არც მისი ჩაბანა და არც ჭამა. ერთს არ დაიწუწუნებს. ძილის საათებსაც უკონტროლებს და სანამ ბავშვი არ დაიძინებს, მანამდე არც თავად იძინებს.
– გამოდის, ცოლ-ქმარი განმარტოებას ვეღარ ახერხებთ და მთლიანად ბავშვის მოვლაზე ხართ გადართული.
– ჯერჯერობით განმარტოებას ვერ ვახერხებთ, იმას თუ არ ჩავთვლით, საღამოს სახლიდან რომ გავდივართ. მეც, მიშაც, ჩემი დედამთილიც და ნიკუშაც ანდრიაზე ვართ დამოკიდებული. განსაკუთრებულად იზრდება და წესით, ეს ყველაფერი უნდა დააფასოს.
– ხუთი წლის განმავლობაში ქმართან ერთად მარტო იყავი. ახლა დედამთილთან ერთად ცხოვრებას როგორ შეეგუე. არ გაგიჭირდა?
– ყველამ იცის, რომ მე დედამთილს „დედას“ ვეძახი და ყალბად არა, გულით. შეგნებული და თბილი ადამიანია. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს უვლის, სახლის საქმეებს აკეთებს და ძალიან დატვირთულია, არასდროს იტყვის, დავიღალე და უნდა წავიდეო. გვეუბნება: თქვენ წადით, შვილო, გაერთეთო. მაგრამ რად გინდა? ჩემი ქმარი ავიწროებს თავისი ზარებით (იცინის). რძალი ვარ და მე არ ვამოწმებ და ვეუბნები მიშას: ეწყინება ადამიანს, ამდენი რეკვა რა ამბავია-მეთქი.
– პატარა ახლახან მონათლეთ და მისი გაქრისტიანება გრანდიოზულად აღნიშნეთ. ვინ არიან მისი ნათლიები და ვინ გაუკეთა წვეულებას ორგანიზება?
– ანდრიას ნათლობამ პომპეზურად ჩაიარა, როგორც ჩემს ნანატრ შვილს ეკადრებოდა. მონათლა მამა შალვამ, ჩვენმა მოძღვარმა, ვაკის ანდრია პირველწოდებულის ტაძარში. ნათლობის ორგანიზება მე და მიშამ დავგეგმეთ, ისევე როგორც ჩვენი ქორწილი. ზოგადად, ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერს ჩვენ ორნი ვგეგმავთ. ასე რომ, ჩვენი ცხოვრების დამგეგმავები მე და მიშა თავად ვართ. რაც შეეხება ნათლიებს, ბავშვის ნათლიები არიან: ზურა ხაჩიძე, ბექა ოდიშარია, ირაკლი ქუთათელაძე, დავით ფაცაცია, ბავშვობის მეგობარი გურამ ყოჩიაშვილი, თიკა შერაზადაშვილი, იგივე შერი და მაიკო ჩხეტიანი – ჩვენი მეჯვარე. ანდრიას შვიდი ნათლია ჰყავს – შოუ-ბიზნესში ცნობადი სახეები, პოლიტიკოსები და ბავშვობის მეგობრები. ყველა ამბობდა, რაც კი კარგი არსებობს, ის დავანათლეთო (იცინის). მე და მიშამ ნათლიები თავიანთი პიროვნული თვისებებით შევარჩიეთ და ვამბობ ხოლმე: პოლიტიკოსი ჭკუას და გამჭრიახობას დაანათლავდა, მომღერალი ნათლია – კარგ სმენას, ხოლო ბავშვობის მეგობრები – კარგ თვისებებს და კარგი მიქსია-მეთქი (იცინის). ჩვენს ოჯახს კიდევ შვიდი ადამიანი დაუნათესავდა და დაემატა. ისინი ჩვენი ოჯახის წევრები გახდნენ და ყველა უზომოდ მიყვარს. ნათლობის შემდეგ „სამ საუკუნეში“ გადავინაცვლეთ. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო გიორგი წერეთელს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ გადასარევი საღამო გამოსულიყო. კარგად გავერთეთ. ნათლობის წვეულებაზე მინდოდა, მხიარული, კაშკაშა ფერის სამოსი მცმოდა და ჩემმა მეგობარმა, თამრიკო ყვავაძემ წითელი კაბა შემიკერა. მისი დიზაინით იყო შექმნილი, მე, უბრალოდ, კორექტივები შევიტანე.
– ორსულობის დროს საკმაოდ მომატებული იყავი. ახლა, დაკლებული მეჩვენები. როგორ ებრძვი ზედმეტ წონას?
– 30 კილო მქონდა მომატებული, 20 კილო დავიკელი და ახლა, იმ ზედმეტ 10 კილოს ვებრძვი. ვდიეტობ, ვვარჯიშობ, გვიან არ ვჭამ და იმედია, მალე ჩავდგები ფორმაში. მშობიარობის მერე, ქალის ორგანიზმს ექვსი თვე მაინც სჭირდება, რომ დალაგდეს. ჰორმონების „ზეიმი“ მიდის და სანამ ბოლომდე არ დარეგულირდება, რთულია ფორმაში ჩადგომა. ახლა ჰორმონების  „დალაგება-ვარცხნის“ პროცესში ვარ და ერთ თვეში სასურველ წონაზე ვიქნები.

скачать dle 11.3