კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 40 მეომრის გვამი ნუნუ ჯეირანაშვილმა საკუთარი ზურგით ატარა

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  იშვიათად მინახავს ისეთი პატრიოტი ადამიანი, როგორიც ნუნუ ჯეირანაშვილია. ქალი გმირი, უშიშარი, სამშობლოსთვის თავდადებული ადამიანი, რომელიც რამდენიმეჯერ სასწაულად გადაურჩა სიკვდილს და ახლაც, ისეთი შემართებითაა, ამბობს: ღმერთმა დაგვიფაროს და, თუ ჩემს ქვეყანას დასჭირდა, ისევ იარაღს ავიღებ ხელში, ისევ დავუმიზნებ მოწინააღმდეგეს და ისე ვესვრი, უკან არ მოვიხედავ. ამით, ჩემი, ქართველი შვილების სიცოცხლეს დავიცავო.
– აფხაზეთის ომის მონაწილე ხართ. თვენი ისტორია ზღაპარს ჰგავს გოგონაზე, რომელმაც შვილი დატოვა, მეომრების გვერდით, იარაღით ხელში იბრძოდა, ნაღმზეც აფეთქდა, მორგშიც იწვა, როგორც გარდაცვლილი... ფაქტობრივად, თავიდან დაიბადეთ.
ნუნუ ჯეირანაშვილი:  ზუსტად, ასეა. აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, 28 წლის ვიყავი. დავტოვე შვილი, ავიღე იარაღი ხელში და საომრად წავედი. დილის ექვს საათზე ჩემი ფოტო დავდე გამოსაჩენ ადგილას, მოვკიდე „რუკზაკს“ ხელი, ჩავალაგე ლობიო, მწნილი და პური და გავედი სახლიდან. გააზრებული მქონდა, რომ ომში მე არა მარტო ჩემი შვილის, არამედ სხვების შვილების დასაცავადაც მივდიოდი. ყოველთვის პირველ ხაზზე ვიყავი, მტრის ტყვიებს არ ვუშინდებოდი და წინ მივდიოდი, ყველაზე ცხელ ადგილებში. ვიბრძოდი აგუძერაში, შრომაში, ოჩამჩირეში, ტამიშში, მაღრაში და ასე შემდეგ. ჩემ თვალწინ ძალიან ბევრი ბიჭი დაიღუპა. ნამდვილი სასაკლაო იყო. არ დამავიწყდება, ოჩამჩირეში 40 გვამი ვიპოვე და საკუთარი ზურგით ვათრიე, რომ იქიდან გამომეტანა. ტყეში რომ მივდიოდით, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ახალგაზრდა ბიჭების გვამები ეყარა. ზოგი გამოგვქონდა, ზოგი – ვერა. კაცები ვერ უძლებდნენ იმის ყურებას: ზოგ გვამს ფეხი ჰქონდა მოგლეჯილი, ზოგს – ხელი და ზოგს – თავი. ახლაც, ვფიქრობ, ამის შემხედვარე, სრულ ჭკუაზე როგორ დავრჩი, როგორ არ გავგიჟდი-მეთქი. მაგრამ ომში სხვანაირი ხდები –ცივი გონებით მოქმედებ. ცდილობ, დაიცვა შენი თანამეომრები, რაც შეიძლება, მეტი მოწინააღმდეგე გაანადგურო. ბიჭები დიდ პატივს მცემდნენ და ახლაც რომ ახსენოთ მათთან „სნაიპერა“, ბევრ რამეს მოგიყვებიან ჩემ შესახებ. წარმოიდგინეთ, ტამიშში, მოწინააღმდეგე მხარეს, სნაიპერი ისე იყო შენიღბული, ვერავინ მოახერხა მისი განადგურება, არადა უამრავი ჯარისკაცი მოგვიკლა. ვიფიქრე: ეს როგორ ვერ უნდა გავანადგურო, რა გახდა ამის დედაც ვატირე-მეთქი და... სამი დღე და ღამე, ხეზე ქამრით მიბმულმა, თავდაყირა მდგომარეობაში გავათენე. რომ მომშივდებოდა, ფოთლებს ვჭამდი, თვალი არ მომიხუჭავს. მესამე დღეს ერთი სროლით გავანადგურე და მაშინ შემარქვეს „სნაიპერა“. სამი თვის ბრძოლის შემდეგ ნაღმზე ავფეთქდი. თხრილში ჩავვარდი, მიწა დამეყარა და გონება დავკარგე. დიდი ხნის მერე დაზვერვის ბიჭებმა უგონო მდგომარეობაში, ფეხმოგლეჯილი და დაფლეთილი მიპოვეს. თხრილიდან რომ ამომათრიეს და არ ვრეაგირებდი, ეგონათ, მკვდარი ვიყავი და აგუძერის ჰოსპიტლის მორგში გადამიყვანეს. სამი დღე და ღამე იქ ვიყავი და მესამე დღეს, მიცვალებულები რომ გამოჰქონდათ და მათ შორის მეც, ექიმს შეუმჩნევია, რომ ნეკა თითი გავანძრიე. უყვირია: ცოცხალია. აბა, ჩქარა, ვუშველოთო და სასწრაფოდ თბილისში გადმომაფრინეს. სამი თვე უგონოდ ვიყავი და თვალი რომ გავახილე და ბინტებში ვიყავი შეფუთული, აზრზე ვერ მოვედი, რა ხდებოდა  ჩემს თავს, ვერც ფერებს ვცნობდი, ვერც ადამიანებს, ვერც შვილს. ფაქტობრივად, მოვკვდი და მეორედ დავიბადე. რამდენიმე ოპერაცია დამჭირდა და ახლაც, ჩემი სხეული რომ ნახოთ, ნაიარევი და ნაკერები საშინლად მემჩნევა, თუმცა, გადავრჩი და ღმერთს მადლობა! ისეთი დღეები გამოვიარე, მოსაყოლად მარტივია, მაგრამ რომ მახსენდება, რა გადავიტანე, თავად მიკვირს. სამჯერ მაქვს მეხსიერება დაკარგული. დაგლეჯილ-დაფლეთილი თავიდან ამაწყვეს და ახლაც, ომი რომ დაიწყოს, ვერავინ შემაკავებს.
– დღესაც „სნაიპერათი“ მოგმართავენ. ფაქტობრივად, გმირი ხართ, თუმცა „გორგასლის ორდენის“ აღებაზე უარი თქვით, რატომ?
– „სნაიპერასაც“ მეძახიან და „მეხუთე ელემენტსაც“, იმდენჯერ გადავურჩი სიკვდილს (იცინის). სახელით მართლა არავინ მომმართავს. რაც შეეხება „გორგასლის ორდენს“, მასზე უარი ვთქვი. შეიძლება, ბევრმა მკერდი აივსოს ორდენებით და იამაყოს, მაგრამ მე, წაგებული ომის ხარჯზე, ორდენს ვერ დავიკიდებ.  მეომარი არასდროს აგებს ომს, სახელმწიფო აგებს ომს და მე ჩემს სინდისთან და სამშობლოსთან მართალი ვარ. ზუსტად ვიცი, დაკარგულ ტერიტორიებს აუცილებლად დავიბრუნებთ, უბრალოდ, ამას დრო სჭირდება.
– თუმცა, ქალი, რომელმაც ფაქტობრივად, სამშობლოსთვის თავი გასწირა, 2010 წელს ციხეში მოხვდა. რატომ?
– ვერ გეტყვით, მეც შოკში ჩავვარდი. კაკუნი იყო კარზე და რომ გავაღე, შვიდი იარაღიან-ნიღბიანი შემოვარდა სახლში. თადარიგის პოლკოვნიკის ანუ ჩემს ბინაში, იარაღს ეძებდნენ და სასაცილო ის იყო, რომ არ მქონდა. ექვსი ვაზნა მქონდა შენახული შემოსასვლელში და ამის გამო დამაპატიმრეს. ფაქტობრივად, ტერორისტად მომნათლეს და ციხეში გამიშვეს. ციხეში სამი თვე გავატარე, ხმას არ ვიღებდი. ყველამ იცოდა, ვინ ვიყავი, მთელი თავდაცვა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ლაპარაკობდა, „სნაიპერა“ აიყვანესო და მე, მეცინებოდა, ვამბობდი: ღმერთო ჩემო, რა რეციდივისტი დააკავეთ და რისთვის? სამშობლოს სიყვარულისთვის ამიყვანეთ-მეთქი. მოკლედ, დაკავების ფაქტმა ისე იმოქმედა ჩემზე, ოთხი სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. ეშინოდათ, ხელებში არ ჩაგვაკვდესო. ისეთი საშინელი დღეები გამოვიარე, ციხეში გატარებულ იმ სამ თვეს, მერჩივნა, ისევ სამი თვე ომში მებრძოლა. შემდეგ გამამართლეს და გამომიშვეს. წარმოიდგინეთ, 9 აპრილის დროს მოვიწამლე დაუდგენელი გაზით, მეორე ჯგუფის ინვალიდობა მომცეს, ომში დავიფლითე და პირველი ჯგუფის ინვალიდი გავხდი, ციხეში კიდევ უფრო შემერყა ჯანმრთელობა, ახლაც, ვმკურნალობ, მაგრამ სახელმწიფოს არანაირი კომპენსაცია არ გაუღია. სამჯერ თვიდან ამაწყვეს და სიკვდილს ბევრჯერ ჩავხედე თვალებში, საავადმყოფო არ დარჩა, სადაც მკურნალობა არ გამივლია. საკუთარი სიცოცხლე დავდე რისკზე და გული მწყდება, რომ ჩვენს ქვეყანაში შემართებასა და ნამდვილ პატრიოტებს არ აფასებენ. მე ჩემს თავთან ვარ მართალი, ღმერთი მაღლიდან იყურება და ეს მაძლებინებს და მაცოცხლებს. სამწუხაროდ, აფხაზეთის ომიდან საკმაოდ კარგი არქივი მქონდა ჩამოტანილი, მაგრამ რომ დამაპატიმრეს, მაშინ წაიღეს. თუმცა მაინც დამრჩა სახლში შეუფასებელი განძი – ჭიქა, რომლითაც ჩემს ოჯახში ჩემმა მეგობარმა ზვიად გამსახურდიამ დალია ღვინო. იცით, რაზე მწყდება გული? ყველაფერი გამოვიარე და სიყვარული ვერ მოვასწარი, თუმცა შვილი, დათო მაბედნიერებს.
скачать dle 11.3