კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

№22 რა სასწაულის მოხდენა შეუძლია სამ, ყველაზე კარგად ნაცნობ სიტყვას ჩვენს ბედზე და რა მოსდის ადამიანს, ვისაც მადლიერების გამოხატვა უჭირს

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

  სამი მაგიური სიტყვა, რომელსაც ახლა „სრულიად საიდუმლოდ გაგანდობთ“, სამუდამოდ შეცვლის თქვენს ცხოვრებას. ეს სიტყვები, რა თქმა უნდა, იცის ყველამ, თან იმ დროიდან, ენას რომ იდგამდა. თუმცა, დიდობაში ზოგი ხშირად იყენებს მათ, ზოგიც – იშვიათად... და იცით, ჭეშმარიტად რა ძალა აქვს ამ სიტყვებს? – გინდ დაიჯერეთ, გინდ არა და ცხოვრებისეულ მოვლენებს ცვლის, მართავს რეალობას: სწორად გამოყენების შემთხვევაში, თითოეული სიტყვიდან მონიჭებული ძალა, გავლენას ახდენს არა მხოლოდ სხვების, არამედ თქვენსავე ცხოვრებაზე და მასში მიმდინარე მოვლენების მართვის სადავეებსაც თავად  გიგდებთ ხელში. თუ რომელ სამ სიტყვაზეა ლაპარაკი და რა დროს როგორ უნდა გამოვიყენოთ, რომ თითოეულის მაგიური ზემოქმედების კეთილისმყოფელობა ჩვენს ცხოვრებაზე აისახოს, სათანადო რჩევებს მოგვცემს ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ქეთევან ლ.
სიტყვის ძალას, უპირველესად, ლოცვა გვაგრძნობინებს და რწმენით გვავსებს, ნდობსა და იმედს გვიმტკიცებს, თუმცა, არსებობს საპირისპიროც – წყევლა... მაგრამ, თუ ჯადოსნურ სიტყვებს შეუძლია, ჩვენი მომავალი შეცვალოს და ჩვენკენ მომართული ბოროტება თავიდან აგვაცილოს, ძალიან საინტერესოა, ეს ვიცოდეთ...
– დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით და პირველად იმ სიტყვით დავიწყებ, ბავშვობაში ყველაზე ხშირად, დაჟინებით რომ გვითქვამს მისკენ (ვიღაცის ან რაღაცისკენ) ხელგაშვერილს – „მინდა“. ის ისეთ უზარმაზარ ძალას ფლობს, ვერც კი წარმოიდგენთ. რა თქმა უნდა, ეს სიტყვა თქვენთვის ნაცნობია და ყოველდღიურობაშიც იყენებთ. მაშ, რაშია მისი საიდუმლო? პასუხი უმარტივესია – თქვენ მას ძალიან იშვიათად, ან არასწორად იყენებთ: როცა ბევრი რამ არ გაქვთ იქიდან, რაც გინდათ. ხომ ასეა? ახლა საიდუმლოსაც გაგანდობთ: ტრადიციულად, როცა ძალიან ხშირად ამბობს ვინმე ფრაზას: „მინდა, ესა და ეს...“ პასუხი მყისიერი და თანაც, უარყოფითია: „უფ, მეტი არაფერი გინდა?“ „მომინდომა რა!..“ „მეც ბევრი რამ მინდა!..“ „რაც მეტს მოინდომებ, ნაკლებს მიიღებ“ და ასე შემდეგ. მაგრამ, ცოტას სჯერდება თუ ბევრს კონკრეტული ადამიანი, რა თქვენი საქმეა?! ასეთი პასუხით საბოლოოდ უკეტავთ მას ნანატრი სურვილის ასრულების წყაროს. ამიტომ, ფრაზას: „მე მინდა“ – აღსრულებაც რომ მოჰყვეს თან, სხვებთან მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გაამჟღავნოთ, როცა გეკითებიან: შენ რა გინდა? მხოლოდ ასეთ შემთხვევაში არიან ადამიანები მზად, რომ მოგისმინონ და შეძლონ იმის მოცემა, რაც გინდათ ან დაგეხმარონ მაინც საწადელის მიღწევაში. ახლა მითხარით, ხშირად გიკითხავთ სხვისთვის, შენ რა გინდაო? მოდი, გამოვიცნობ – არც ისე ხშირად. ამ დროს კონფლიქტი ხომ მაშინ იწყება, როცა ერთმანეთის ჭეშმარიტი სურვილისა და მოთხოვნების გამოცნობა არ შეგვიძლია. საკმარისია, ადამიანს საშუალება მისცეთ, თქვას ყველაფერი, რაც მისთვის მნიშვნელოვანია და დაუსვათ ერთადერთი, მარტივი შეკითხვა: „რა გინდა შენ?“ სცადეთ და ნახავთ, როგორი ძალა მოგეცემათ სწორედ იმ მომენტში ხელებში. დარჩით საკუთარ თავთან მარტო და ყოველი თქვენი მოქმედება თუ უმოქმედობა დაიწყეთ სიტყვებით: „მე მინდა“. ამით თავადვე ავსებთ ენერგიით თქვენს წამოწყებას და ხელს უწყობთ გეგემის რეალიზებას. ახლა უკვე იცით, როგორ გამოიყენოთ სიტყვა „მინდას“ საიდუმლო მაგიური ძალა.
– მეორე ჯადოსნური სიტყვა რომელია?
– მეორეა: „მიყვარს“. დღეში რამდენჯერ ამბობთ „მე მიყვარს“? შევეცდები, ესეც გამოვიცნო – არც ისე ხშირად, უფრო სწორად, იშვიათად. დააკვირდით საკუთარ თავს ორი დღის განმავლობაში და თვითონვე გაგიკვირდებათ, ისეთ შედეგს მიიღებთ: ან საერთოდ არ იტყვით ამ სიტყვას, ან – ძალიან იშვიათად. სიტყვა „მიყვარს“ თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში ეთანხმება მხოლოდ სამ სიტუაციას: თქვენი გრძნობების გამოხატავას ვინმეს მიმართ, მაგალითად: „მე შენ მიყვარხარ“. მეორეა – როცა თქვენი გატაცების ფორმულირებაა აუცილებელი, მაგალითად: „მე მიყვარს მოგზაურობა, ცეკვა, სიმღერა“... და მესამე, როცა საკუთარ დამოკიდებულებას ავლენთ უსულო საგნის მიმართ, მაგალითად: „მე მიყვარს ჩემი ქალაქი“. პირველი სიტუაცია პასუხობს კითხვას: ვინ მიყვარს? მეორე – რის გაკეთება მიყვარს? და მესამე – რა მიყვარს? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ გამოვხატავთ სიყვარულს ადამიანის, მოქმედებისა და საგნის მიმართ. თუმცა, მთავარი მაინც მოქმედებაა. ნებისმიერ სიტუაციაში, როცა ახლობელს ეუბნებით: „მე შენ მიყვარხარ“, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ის მიიღეთ და ენერგიაც გაუგზავნეთ, მზრუნველობა გამოავლინეთ, რაც მოქმედებაა. როცა ამბობთ: „მე მიყვარს ხატვა“, ამით თქვენი ენერგია აქტიურდება, რომ საყვარელ საქმიანობას კიდევ მიუბრუნდეთ. შესაბამისად, პოულობთ კიდეც საშუალებას, რომ ისევ ხატოთ. ეს უსასრულოდ განმეორებადი პროცესია – ანუ, თქვენ ისევ მოქმედებთ. როცა ამბობთ, რომ გიყვართ თქვენი სახლი, ეს უკვე დროის წარმართვაა მასზე საზრუნავად: დალაგებისთვის, მოსაწყობ-მოსართავად და ასე შემდეგ – კვლავ და კვლავ მოქმედებთ. ასე რომ, სიტყვა „მიყვარხარ“, ერთგვარი ღილიაკია თქვენს ცნობიერებაში, რომლის ჩართვისას იღებთ მოტივაციას შემდგომი მოქმედებისთვის. ეს სიტყვა თქვენი მოქმედების სიმბოლოა – იმის, რაც თქვენგან მომდინარეობს. როცა ვინმე თქვენდამი თავის სიყვარულს გამოხატავს, თქვენ ამბობთ: მე ვიღებ შენს სიყვარულს.
– მესამე სიტყვა ალბათ, მადლიერებას ეხება?
– გამოიცანით, მესამე „მადლობაა“ და ყველაზე მეტი საიდუმლოც ამ სიტყვაში იმალება – მას კოლოსალური დამცავი ძალა აქვს. ხშირად იხდით მადლობას? და თუ არა, აღიარეთ, რომ დაუცველი ხართ. თუ სხვების მიმართ მადლიერებას არ გამოხატავთ, ეს მათ აიძულებს, კომპენსირებისთვის ისევ და ისევ შემოიჭრან თქვენს ცხოვრებაში. უმადურობა მენტალურად ანგრევს, ადამბლავებს ადამიანს – ის გაუცნობიერებლად, მუდმივად დაძაბულია, ეშინია. ამ დისბალანსის აღსადგენად კი ირჩევს უარეს სიტუაციას, რომელიც უფრო მეტ სტრესს იწვევს და ამით ცდილობს წინა მდგომარეობის გადაფარვას. მაგრამ, თუ საკუთარი თავის მიმართაც კი უმადური ხარ, ეს გართმევს ყველაზე ძვირფასს – ცხოვრების დროს: როცა ცდილობ, სხვებს გაეჯიბრო და ამით საკუთარ თავს დაუმტკიცო, რომ სხვებზე ნაკლები არა ხარ. იმის მაგივრად, რომ მადლობელი იყოს, ასეთი ხალხი ნებისმიერ ურთიერთობას კრიტიკით იწყებს – გაღმა შეედავეს პოზიციით. ეს არაფერს მოგიტანთ იმის გარდა, რომ თავად დაიმუხტებით უარყოფითი ენერგიით. ცხოვრება ხომ მოვლენათა მონაცვლეობაა, რომელიც მადლიერების სურვილით გავსებთ. მაშ, გადაიხადეთ „მადლობა“ და მისი მაგიური ძალა იგრძენით თავადაც და გაეცით სხვებზეც. ცხოვრება ხომ ასე მშვენიერია!

скачать dle 11.3