კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 უმკლავდებით ცხოვრებისეულ დაბრკოლებებს?

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

გაინტერესებთ, როგორ უმკლავდებით ცხოვრებისეულ დაბრკოლებებს? გულახდილად უპასუხეთ შეკითხვებს და ჩაინიშნეთ მხოლოდ ერთი პასუხი – „დიახ“  ან  „არა“.
პასუხებისთვის  „დიახ“ დაიწერეთ  – 1 ქულა, ყოველი პასუხისთვის  „არა“ – 0 ქულა. შემდეგ შეაჯამეთ მათი  რაოდენობა და ნახეთ შედეგები.
1. ახლობლებისგან ადვილად მწყინს;
2. წყენა დიდხანს მახსოვს;
3. ადრე უფრო ხალისიანი ვიყავი;
4. ცხოვრება წვალებაა;
5. ცხოვრებას უნდა გავუძლო;
6. წარსულის არცერთი მძიმე სიტუაცია არ დამვიწყებია, მათი  გახსენება ახლაც ტკივილს მგვრის (დაიწერეთ იმდენი დამატებითი 1 ქულა, რამდენი ასეთი მტკივნეული მოგონებაც გაქვთ);
7. მაქვს აქტუალური ცხოვრებისეული საკითხი, რომლის გადაწყვეტას უკვე ერთ წელზე მეტია ვცდილობ, მაგრამ უშედეგოდ (დაიწერეთ იმდენი დამატებითი 1 ქულა, რამდენი ასეთი მოუგვარებელი საკითხიც გაქვთ).
თუ ქულების რაოდენობა არის 0-3: გილოცავთ! თქვენ ადვილად უმკლავდებით ყველანაირ განსაცდელს! უფრო მეტიც – იცით, რომ დაბრკოლება ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და თქვენი პიროვნული ზრდისა და განვითარებისთვის არის აუცილებელი! თქვენ ენერგიით სავსე ოპტიმისტი ბრძანდებით! ასე განაგრძეთ და ყველა მიზანს მიაღწევთ!
თუ ქულების რაოდენობა არის 4-5: თქვენ საკმაოდ ენერგიული რეალისტი ადამიანი ბრძანდებით და ცხოვრებას მეტ-ნაკლებად წარმატებულად უმკლავდებით, მაგრამ წარსულის მტკივნეული გამოცდილება დღესაც უარყოფით ზეგავლენას ახდენს თქვენზე. გირჩევთ, მოიცილოთ ეს ნეგატივი, რომ უფრო წარმატებული და ხალისიანი გახდეთ.
თუ ქულების რაოდენობა 5-ზე მეტია: თქვენ სასწრაფოდ გჭირდებათ პროფესიონალური დახმარება. სავარაუდოდ, ნევროზი ან დეპრესია გაქვთ! მიმართეთ სპეციალისტს, რომ ამ დათრგუნული მდგომარეობიდან რაც შეიძლება მალე გამოხვიდეთ!

скачать dle 11.3