კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 რა სასწაულები მოხდა დავით სუმბაძის ცხოვრებაში და რა უწინასწარმეტყველა მას უწმიდესმა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  დაუღალავი ბრძოლა და საკუთარი მიზნისკენ სწრაფვა რომ შედეგს აუცილებლად გამოიღებს, ამის ნათელი მაგალითი დღეს უკვე ძალიან წარმატებული ქართველი საოპერო მომღერლის, დავით სუმბაძის ცხოვრებაა.
  დავით სუმბაძე: წარმატებული მომავლისკენ მიმავალ გზაზე არცერთმა ახალგაზრდამ არ უნდა დაყაროს ფარ-ხმალი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდი გაჭირვებაა, წარმატების მისაღწევად ყველაფერი უნდა გააკეთოთ. მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც გაიარა და ახლაც გადის ამ რთულ გზას. ძალიან ცოტას თუ ჰყავს ისეთი შეძლებული ადამიანი, ვინც ყველა იმ ხარჯს უზრუნველყოფს, რაც კარიერის შესაქმნელადაა საჭიროა. ჩემს ცხოვრებაში ბევრი სასწაული მოხდა. ჩემს მშობლებს რვა წელი არ ჰყავდათ შვილი. რვა წლის თავზე, 21 სექტემბერს, ღვთისმშობლობა დღეს შუამთის დედათა მონასტერში იყვნენ და წირვას ესწრებოდნენ. როცა უცხო ქალი მიპარვია მამას უკნიდან, ყური აუწევია და უთქვამს: რა სახე ჩამოგტირის, მომავალ წელს ბიჭით უნდა ამოხვიდეო. მომდევნო წლის თვრამეტ სექტემბერს, ცხრაწლიანი ლოდინის შემდეგ, მე დავიბადე.
– არ მოუკითხავთ ვინ იყო ეს ქალი?
– მე წარმოშობით თელავის რაიონ სოფელ ვარდისუბნიდან ვარ. იმ ქალს ჩემს სოფელში ჰქონდა ფესვები. ღრმად მორწმუნე ქალბატონი იყო და ძალიან ეკლესიურად ცხოვრობდა. გარდა ამისა, მამას უთხრა, დათო ძალიან წარმატებული მომღერალი გახდება, მაგრამ იქამდე რთული გზა უნდა გაიაროსო.
– როდის გაგიჩნდათ მუსიკისადმი ინტერესი?
– ამ ქალბატონმა უთქვამს, რომ აუცილებლად გავხდებოდი ხელოვანი და რომ ჩემთვის დავითი ან გიორგი უნდა დაერქმიათ. ჯერ კიდევ ბაღში დავდიოდი, როცა დედა მეუბნებოდა, რომ მე მომღერალი უნდა გავმხდარიყავი. ის ყოველთვის ძალიან მეხმარებოდა. 37 წლის ასაკში დაიღუპა. ახლა მეც ამ ასაკში ვარ. ძალიან ახალგაზრდა იყო, მაგრამ ამას თავისი ახსნა აქვს. იმის გამო რომ რვა წელი არ ვყავდი, ძალიან ბევრს მკურნალობდა. ასთმა ჰქონდა და ოთხმოცდაათიანებში ამ დაავადების სამკურნალოდ ამდენი საშუალება არ იყო. რომ იმშობიარა, ექიმს უთქვამს, მეორე ბავშვის გაჩენა შენთვის აღარ შეიძლება, მაგიდაზე არ დარჩეო. დედას უთქვამს, დღეს იქნება თუ ხვალ, მე მაინც გარდავიცვლები და ჩემს დათუნას დედმამიშვილი აუცილებლად უნდა ჰყავდესო. ჩემი და ჩემზე ორი წლით უმცროსია და ახლა ჩემთან ერთად ცხოვრობს საფრანგეთში. მეორე შვილის გაჩენის შემდეგ დედის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ასეთ მდგომარეობაში შვიდი წელი იცოცხლა და ბოლოს, ჩემი დის ხელში დალია სული. ვცდილობ, მისი ცხოვრებისეული მაგალითებით ვიცხოვრო. ჩემს ქალიშვილს მისი სახელი ჰქვია – მარიამი. სწორედ მისგან მაქვს ჩადებული გონებაში კოდივით, რომ წარმატებული მომღერალი უნდა ვიყო და ამისთვის ყველაფერი გავაკეთო.
– პირველი ნაბიჯები როდის გადადგით ამ მიზნისკენ?
– ბაღისა და სკოლის ასაკიდან ვმღეროდი, მაგრამ ის, რომ საოპერო ხმა მქონდა, ცოტა მოგვიანებით გავაცნობიერე. თინეიჯერობის ასაკში გიტარაზე ვუკრავდი და ძალიან ბევრს ვქეიფობდი, ვსვამდი და ვმღეროდი. ძალიან ხშირად მეუბნებოდნენ, რა მაგარი საოპერო ხმა გაქვსო. ეს სიტყვები ბევრჯერ რომ მოვისმინე, ინტერესი გამიჩნდა და საოპერო ნაწარმოებების მოსმენა დავიწყე. ძალიან მოვიხიბლე და ისე მტკიცედ გადავწყვიტე, წარმატებული მომღერალი გავმხდარიყავი, უარი ვთქვი ყველაფერზე, რასაც კი შეიძლებოდა ხელი შეეშალა. მანამდე დღეში ორ „კოლოფ“ სიგარეტს ვეწეოდი, ვსვამდი, ხშირად ვქეიფობდი – ამ ყველაფერს ერთ დღეში დავემშვიდობე, ისე, რომ სურვილიც აღარ გამჩენია. საკუთარ თავში საოცარი ძალა ვიპოვე და თელავის მუსიკალურ სასწავლებელში, ჩემს პირველ პედაგოგთან – იზა ცერცვაძესთან ძალიან სერიოზული მუშაობა დავიწყე. მერე თელავში ვეღარ გავჩერდი და თბილისის მუსიკალურ სასწავლებელში გადმოვედი. დამთავრების შემდეგ კი კონსერვატორიაში ჩავაბარე. ძალიან ბევრი კარგი პედაგოგი მყავდა და ვცდილობდი, ყველასგან საუკეთესო ამეღო.
– თბილისში გადმოსვლას უკავშირდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, ვგულისხმობ პატრიარქთან ურთიერთობას.
– მშობლებისთვის არ იყო ადვილი ჩემს თბილისში გადმოსვლასთან შეგუება. ძალიან არეული პერიოდი იყო ქვეყანაში და ამ დროს პატარა ბიჭი აპირებს დედაქალაქში წასვლას დიდი ამბიციებით – გახდეს წარმატებული საოპერო მომღერალი. გაუჭირდათ გამოშვება, მაგრამ ამ საკითხში ძალიან შეუპოვარი ვიყავი. ასეთი რომ არ ვყოფილიყავი, ბევრს ვერაფერს მივაღწევდი. მერე დიდი ხნის განმავლობაში ძალიან მიჭირდა. თელავში რომ მივდიოდი ხოლმე, ხშირად გზის ფული არ მქონდა. ერთხელ, კონსერვატორიის სტუდენტი ვიყავი, როცა ჩემი ხელით შევკერე „ბასანოჩკი“, რადგან ფული არ მქონდა, რომ მეყიდა. სხვათა შორის, ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა (იცინის). ვაკეთებდი გიტარების რესტავრაციას, რაც ფინანსურად მეხმარებოდა და რაც ყველაზე მთავარია, უწმიდესი მედგა გვერდით საკუთარი მამასავით.
– მასთან როგორ აღმოჩნდით?
– ბინის პრობლემა მქონდა. სამებაში ავედი და სვიმონს – სამეფის გუნდის რეგენტს შევხვდი. დავიწყე გალობა და სვიმონმა უწმიდესთან წარმადგინა. უწმიდესმა რომ მომისმინა, თქვა: ეს მომავალი დიდი მომღერალია და აუცილებლად უნდა დავეხმაროთო. თუმცა იმის გამო, რომ თბილისში დასარჩენი ვერ ვიპოვე, ტირილით დავბრუნდი თელავში და მეგონა, ყველაფერი დამთავრდა. თუმცა, შემდეგ გამოჩნდა ადამიანი – ირაკლი გრძელივანიშვილი, რომელიც ორი წლის განმავლობაში მიხდიდა თბილისში ბინის ქირას და მისი დამსახურებით გავაგრძელე დედაქალაქში სწავლა. შემდეგ გიორგი ანდრიაძეს შევხვდი და საპატრიაქროს რადიოში დავიწყე მუშაობა, იქვე, საპატრიარქოში ვცხოვრობდი. იმ პერიოდმა და უწმიდესთან ურთიერთობამ ძალიან ბევრი მომცა. დედის გარდაცვალების შემდეგ ძალიან ცუდად ვიყავი. საშინლად მენატრებოდა და მისმა წასვლამ ფსიქოლოგიური პრობლემები დამიტოვა. მასთან გამკლავებაში კი საპატრიარქოში ცხოვრების ათწლიანი პერიოდი საოცრად დამეხმარა. მინდა, უდიდესი მადლიერება გამოვხატო უწმიდესისა და საპატრიარქოს თითეული მონაზვნის მიმართ. ფაქტობრივად, ათი წელი ვცხოვრობდი მონასტერში და ძალიან დიდი სკოლა გავიარე.
– პატრიარქთან ურთიერთობა როგორ გახსენდებათ?
– ძალიან დიდი პირადი პრობლემა მქონდა. უწმიდესმა დაინახა, რომ სასოწარკვეთილების ზღვარზე ვიყავი. პირველი ოჯახი დამენგრა და ძალიან განვიცდიდი. მაშინ უწმიდესმა ისე ჩამიხუტა, იმდენად მჭიდრო ურთიერთობა გვქონდა, რომ მახსენდება, ახლაც ჟრუანტელი მივლის. ერთხელ ღამე მოვიდა. ვიწექით, მაგრამ არ გვეძინა. უწმიდესი დაიხარა, მომეფერა, ხელი გადამისვა, ჯვარი გამოგვსახა თავზე მეც და იქ მყოფ დაცვის ბიჭებს და გავიდა. ეს იმხელა განცდა იყო სიხარულისგან შეიძლებოდა, მოვმკვდარიყავი. სვიმონი წერდა მის საგალობლებს, მაგრამ იმ პერიოდში იქ არ იყო და ორი საგალობლის „დავიღალე“ და „უფალო, შემიწყალეს“ ნოტები ჩემი ხელით მაქვს ჩაწერილი. ისე მანებივრებდა, როგორც საკუთარ შვილს. მერე წამოვედი საპატრიარქოდან, მაგრამ უწმიდესთან ყოველდღიური შეხება მქონდა. როცა ემიგრაციაში წამოსვლა გადავწყვიტე, მივედი და უწმიდესს დალოცვა ვთხოვე. სად მიდიხარო, როგორც ყველას, მეც შიგნით, სამშობლოსკენ მეჭიდებოდა, არ მირჩევდა წასვლას. მაგრამ ჩვენი დიალოგის შემდეგ დაინახა, რომ ამ შემთხვევაში შეუპოვარი ვიყავი, თუმცა მასთან, რა თქმა უნდა – ძალიან მოკრძალებული. ვთხოვდი, უწმიდესო, დამლოცეთ, რომ წავიდე და რამე გავაკეთო. იმიტომ, რომ აქ ვერაფერს ვაკეთებ. ოპერა დაკეტილია, არაფერი ხდება-მეთქი. მაშინ კონსერვატორია უკვე დამთავრებული მქონდა, თეატრში ჩემი დებიუტი შემდგარი იყო და მას უწმიდესიც ესწრებოდა. სპექტაკლის შემდეგ საპატრიარქოში მიგვიწვია და საოცარი სიტყვები თქვა, თუმცა მისი ერთი ფრაზა ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო და გამორჩეულად დამამახსოვრდა: „დღეს დაიბადა დიდი ქართველი ტენორიო“ – ეს ძალიან დიდი ბიძგი იყო უწმიდესისგან. ბოლოს, წასვლის წინ, დამლოცა და მითხრა, ისეთი ხარ, ყველაფერი გამოგივა. წადი, ღმერთმა დაგლოცოს, ყველაფერს მიაღწევო და წამოვედი. მისი სიტყვები მართლაც ასრულდა, აქ გავიცანი ქალაქის არაჩვეულებრივი მერი, წითელი ჯვრის პრეზიდენტი და ისინი ბევრ რამეში დამეხმარნენ.
– რთული იყო თავის დამკვიდრება?
– მეშვიდე წელია, აქ ვარ. ამ ზაფხულს მოვდივარ საქართველოში და უკვე დაგეგმილია ჩემი დისკის პრეზენტაცია და სოლო კონცერტი. უწმიდესს ავუსრულე დანაპირები. წამოსვლისას მკითხა, როდის ჩამოხვალო და სანამ დისკი არ მექნება, მანამდე არ დავბრუნდები-მეთქი (იცინის). მართლაც ასე გამოვიდა, ბევრჯერ მინდოდა ჩამოსვლა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო არ გამოდიოდა და ახლა ზუსტად ვიცი, რომ ჩემი პირველი ალბომით მალე საქართველოში ვიქნები. მომღერალი როგორი კარგიც არ უნდა იყოს და დღეს ჩემზე ძალიან ბევრი აღიარებს, რომ ვარ კარგი ტენორი, თუ კარგი აგენტი არ გყავს, გამორიცხულია რამის გაკეთება და საბედნიეროდ, ვიპოვე ასეთი ადამიანი, რაც საკმაოდ რთულია. თუმცა, საბედნიეროდ, დამოუკიდებლად შევძელი ის, რომ სოლო კარიერაზე მეზრუნა და ამ კონდიციამდე მომეღწია.
– ოჯახზეც ვისაუბროთ. როგორც ვიცი, თქვენს შვილს პატრიარქმა დაარქვა სახელი.
– მაშინ უწმიდესი მიუნხენში ბრძანდებოდა. მე ოდესაში მქონდა სპექტაკლი. მეუღლე აეროპორტში მელოდა და როგორც დამინახა, ვაიმე, მტკივაო და იქიდანვე სამშობიაროში წავედით. პატარა რომ დაიბადა, უწმიდესს დავურეკე, მაგრამ ვერ დავუკავშირდი. შემდეგ მამა დავითმა დამირეკა მიუნხენიდან, უწმიდესს სურს შენთან საუბარიო. ყველაფერი გამომკითხა, მეუღლეზე, შვილზე. მანამდე სახელს არ ვარქმევდი ბავშვს, რადგან პატრიარქს ველოდი. იმხელა ამაგი აქვს ჩემზე, თავს ვალდებულად ვთვლიდი, კურთხევა მისგან ამეღო. ორი სახელი გვქონდა შერჩეული – ნოე და ილია და პატრიარქმა თქვა: ღმერთმა დალოცოს პატარა ილიაო. მეორე შვილი კი – მარიამი აქ დაიბადა, ის ოჯახის დირიჟორია. ილიას მუსიკალური სმენა აქვს, მაგრამ ბევრი მუშაობა სჭირდება. აი, მარიამმი, საკმარისია რაღაც მელოდია ვიმღერო და მაშინვე იმეორებს, საოცარი ნიჭი აქვს. როცა მეკითხებიან ხოლმე, ვინ არის თქვენი მეუღლე პროფესიითო? მე ვპასუხობ: ნორმალურია-მეთქი. მისი წყალობით, ოჯახში ბალანსს ვინარჩუნებთ, თორემ მე არანორმალური პროფესია მაქვს (იცინის). როცა უზარმაზარ, ხალხით გადაჭედილ დარბაზში გამოდიხარ და შენი შესრულების შემდეგ მათ საოცარ ემოციებს ხედავ, ეს არის ბედნიერება. თუმცა, სანამ ამ შედეგამდე მიხვალ, ეს არის ურთულესი პროფესია, უამრავი შეზღუდვით.

скачать dle 11.3