კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2019 (105)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)

№22 მარწყვის ნიღბები და სკრაბები სახისა და დეკოლტეს კანისთვის

ნინო კანდელაკი ანი რევია

  მარწყვი სახისა და დეკოლტეს ზონის კანისთვის საუკეთესოა. ის შეიცავს აუცილებელ ვიტამინებს, კალცს, კალიუმს, ფოლიუმის მჟავას, ბიოტინს. იცავს კანს ულტარიისფერი სხივების ნეგატიური ზემოქმედებისგან, ატენიანებს, ამაღლებს მის რეგენერაციის უნარს, ავიწროვებს ფორებს და ებრძვის თავისუფალ რადიკალებს.
  კანის დამატენიანებელი და მატონიზირებელი საშუალება: მარწყვის წვენი გაყინეთ კუბიკებად და დღეში 2-ჯერ, წაისვით სახეზე და დეკოლტეზე, ეს კარგად ატენიანებს და ატონიზირებს კანს.
  გამონაყრის საწინააღმდეგოდ: გამონაყრისთვის კარგია, თუ მარწყვის წვენს შეურევთ ალოეს წვენს (2:1) და სახეზე დღეში რამდენჯერმე წაისვამთ.
  პიგმენტური ლაქების და ჭორფლის გაუფერულება: ამისთვის ეფექტურია მარწყვისა და ლიმონის წვენის (2:1) ნარევის გამოყენება. აღნიშნულ პროცედურას, მათეთრებელი ეფექტიც აქვს.
მარწყვის სკრაბი ცხიმიანი კანისთვის: შეურიეთ მარწყვის წვენს ცოტა კეფირი და ზღვის მარილი და დაიტანეთ სახეზე. შემდეგ ნელთბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი.
მარწყვის სკრაბი მშრალი კანისთვის: შეურიეთ მარწყვის წვენს ზეითუნის ზეთი და ცოტა ზღვის მარილი.  მსუბუქი მასაჟით დაიტანეთ სახის კანზე, შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი.
  დამატენიანებელი და სახის ტონუსში მოსაყვანი მარწყვის ნიღაბი მშრალი კანისთვის: 2 ცალ მარწყვის წვენს დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ხაჭო, 3 ცალი გაჭყლეტილი მარწყვი, 1 კვერცხის გული, 2 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და წაისვით სახის კანზე. გაიჩერეთ, დაახლოებით 15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ.
  ნიღაბი მშრალი და მობერებული სახის კანისთვის: 4 ცალ მარწყვს დაამატეთ ნახევარი სუფრის კოვზი არაჟანი, 1 სუფრის კოვზი დაფქული „ჰერკულესი“, 1 ჩაის კოვზი თაფლი და კარგად ათქვიფეთ. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ, დაახლოებით 20 წუთი. შემდეგ, ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი კრემი.
  ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის: 5 ცალ მარწყვს აურიეთ 1 ცალი ათქვეფილი კვერცხის ცილა და წაისვით სახეზე 10 წუთით; ან 5 ცალ მარწყვს, დაამატეთ 1 სუფრის კოვზი კეფირი და ნახევარი სუფრის კოვზი სახამებელი. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 10-15 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
  მარწყვის ნიღაბი სახის კანსა და დეკოლტეზე გაჩენილი ნაოჭების წინააღმდეგ:  6 ცალი მარწყვი გასრისეთ და ეს ფაფა წაისვით გასუფთავებულ სახის კანსა და დეკოლტეს ზონაზე. 5-10 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით დამატენიანებელი კრემი.
  მოდუნებული კანის აღდგენა: 2 ცალი მარწყვი გასრისეთ, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და წაისვით სუფთა კანზე. 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ოდნავ თბილი წყლით.
  ფორების გასაწმენდი ნიღაბი: მარლით გამოწურეთ 4 ცალი მარწყვის წვენი, დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი კოსმეტიკური თიხა, წაისვით სუფთა კანზე და 10 წუთის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ. შემდეგ წაისვით დამატენიანებელი კრემი.
ეს პროცედურები ყოველდღიურად ჩაიტარეთ ერთი კვირის განმავლობაში.


скачать dle 11.3