კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2019 (157)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)

№22 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1999 წლის 10 ივნისს, საღამოს შვიდ საათზე. რომელი პროფესიებია მისთვის წარმატებების მომტანი და რომელ უცხო ქვეყანაში გაუმართლებს?
პასუხი:
მისთვის წარმატების მომტანი პროფესიებია: ლიტერატურა, პოეზია, ხელოვნების ფართო სპექტრი, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, პედაგოგიკა, მედიცინის სხვადასხვა დარგი, ლინგვისტიკა, მთარგმნელობითი საქმიანობა, გასართობი ინდუსტრია, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა. უცხოეთიდან კი მისთვის სიკეთის მომტანი ქვეყნებია: იაპონია, გერმანია, ხორვატია, ინდოეთის დასავლეთი მხარე, ლიტვა, საბერძნეთი, ესპანეთის ანდალუზიის მხარე, შვეიცარია, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – ვირჯინია, თურქეთის დასავლეთი მხარე, ბრაზილია, პორტუგალია, ჩინეთის ცენტრალური ნაწილი, ვიეტნამი, ფილიპინები, ტაილანდი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ისრაელი, კორეა და კუნძული მალტა.
კითხვა: დავიბადე 1981 წლის 5 ნოემბერს, დილის საათებში. უცხოეთში წასვლა გადავწყვიტე. გთხოვთ, მირჩიოთ, რომელი უცხო ქვეყანაა ამ მხრივ ჩემთვის მეტად მისაღები და წარმატების მომტანი?
პასუხი:
უცხოეთი თქვენი კარმული მისიაა და იქ დროებით წასვლა, მუშაობა და ძალების მოსინჯვა ნამდვილად ღირს. ქვეყნებიდან კი თქვენთვის კარგია: უკრაინა, რუსეთი, პოლონეთი, შვედეთი, სამხრეთ აფრიკა, ჩილე, სლოვაკეთი, კოლუმბია, კანადა, ახალი ზელანდია, ფინეთი, ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, ესპანეთი, პორტუგალია.
კითხვა: დავიბადე 1992 წლის 27 აპრილს. რა არის ჩემი კარმული მისია და რომელი პროფესია მომიტანს მეტ წარმატებას?
პასუხი:
თქვენი კარმული მისიაა, რომ იყოთ მეტად ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, შრომისუნარიანი, მომთმენი, ნებისყოფიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანად მხარჯველ-გადამანაწილებელი, დამოუკიდებელი მებრძოლი, მოწესრიგებული, პასუხისმგებლიანი. თუ ამ თვისებებს წინ წამოწევთ, წარმატებებსაც მიაღწევთ და კარმულ მისიასაც შეასრულებთ. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის კარგია და წარმატებების მომტანი: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო, კომერციული საქმიანობა, მედიცინა, პედაგოგიური საქმე, ლინგვისტიკა, სოციოლოგია, სამეცნიერო კვლევა, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმიანობა, ტექნიკა-მექანიკა, პოლიტიკის ფართო სპექტრი, სამართალდამცავი ორგანოები, უშიშროების სფერო, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმიანობა.
скачать dle 11.3