კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (17)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

№22 როგორ იბრუნებდა ლავრენტი ბერია ტაო-კლარჯეთს

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

მიუხედავად იმისა, რომ სტალინის სიკვდილის შემდეგ ლავრენტი ბერიას თანამდებობრივად პირველი კაცის პოზიცია არ ეკავა, რეალურად ის ყველა კოლეგაზე მეტ ძალაუფლებას ფლობდა და იმავდროულად, პოლიტიკურადაც ყველაზე აქტიური იყო... პროფესორი მურად პროზოროვსკი წერს: „იმ ასი დღის განმავლობაში, რა დროსაც ბერია რეალურ ძალაუფლებას ფლობდა, მან ძალიან ბევრი რამ მოასწრო და უფრო მეტსაც აპირებდა, თუმცა არ დასცალდა. მთელ სტალინურ პოლიტბიუროში ბერია ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც მიხვდა, რომ შიდა პოლიტიკურ-ეკონომიკურ ასპარეზზე აუცილებელი იყო უსწრაფესი რეფორმები. საგარეო პოლიტიკაში კი აგრესიული კურსი ზომიერით უნდა შეეცვალათ და ამით უფრო მეტს მოიგებდნენ, ვიდრე უაზრო დაპირისპირებით. ეს იყო მანამდე არნახული, პროგრესული საგარეო პოლიტიკა და დასავლეთის ლიდერები, ვისაც ბერია ეკონტაქტებოდა (ძირითადად, ფარულად) გაოცებულები და დაბნეულებიც კი იყვნენ. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ბოლო სამასი წლის განმავლობაში რუსეთის საგარეო პოლიტიკა დამპყრობლური ხასიათის იყო. სადაც რუსული ჩექმა შევიდოდა, იქიდან წამოსვლა არ უნდოდა, თუნდაც იმ მიწაზე დარჩენა მათთვის დიდად წამგებიანი ყოფილიყო. ბერიამ კი დასავლეთს რადიკალურად განსხვავებული ფორმატი შესთავაზა და პირველ ნაბიჯებსაც თავად  დგამდა. ამიტომ, სულაც არ იყო გასაკვირი, რომ ვერაგულად მოკლულ ბერიას ფალსიფიცირებული სასამართლო მოუწყვეს. შოვინისტმა ხრუშჩოვმა კი მას  სამშობლოს ღალატში დასდო ბრალი, რაც სრული აბსურდი იყო. ბერიას დაცვის უფროსი, 78 წლის სარდიონ ნადარაია 1981 წელს ვიწრო წრეში ყვებოდა: „ბერია არასდროს ყოფილა საბჭოთა ქვეყნის მოღალატე. მით უმეტეს, თავისი სამშობლოსი, რადგან ერთადერთ სამშობლოდ მას საქართველო მიაჩნდა“. სავარაუდოდ, ხრუშჩოვმა და შეთქმულთა კამპანიამ კარგად უწყოდა, რომელი ქვეყანა მიაჩნდა ბერიას თავის სამშობლოდ და სცადეს, მისთვის ულტრანაციონალისტის იარლიყი მიეკერებინათ. ამ „ცოდვაშიც“ დასდეს ბრალი, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, რადგან ვერაფერი დაუმტკიცეს. ბერია კი, რომ იტყვიან, თავის მშობლიურ ინტერესს საერთაშორისო ინტერესს ამთხვევდა და მისი ვერაგული მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც სწორედ ეს იყო. ამ ინტერესების თანხვედრაში კი  ის შეთანხმება იგულისხმება, რასაც ბერიამ ფარულად მიაღწია ანგლო-ამერიკელებთან და ყველაფერი მზად იყო მის განსახორციელებლად. თუმცა, ლავრენტი პავლოვიჩი მოკლეს და ყველაფერი ჩაიშალა. ლაპარაკია თურქეთის მფლობელობაში მყოფი საქართველოს ძირძველი, ისტორიული მხარის – ტაო-კლარჯეთის საქართველოსთვის დაბრუნებაზე. სამაგიეროდ, საბჭოეთი იაპონიას კურილიის (ახლა – კურილის) კუნძულებს დაუბრუნებდა და ამგვარად აღსდგებოდა ისტორიული და პოლიტიკური სამართლიანობა. ბერია კი მეტ პოპულარობასა და წონას შეიძენდა მსოფლიოში, რაც მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსა და საბჭოთა კავშირს წაადგებოდა. ცნობილი საერთაშორისო მიმომხილველი მელორ სტურუა წერდა: „მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ლავრენტი ბერია გენიალური პოლიტიკური აზროვნებით გამოირჩეოდა და ვერაგულად რომ არ მოეკლათ, საბჭოთა კავშირი შეერთებულ შტატებზე მეტად განვითარებული და აყვავებული ქვეყანა იქნებოდა. გენიალურად ეშმაკმა ბერიამ ზუსტად შეარჩია მომენტი, ანუ, სტალინთან უმძიმეს დაპირისპირებაში ჩართულ დასავლეთს ბერიამ რეალური ურთიერთთანაცხოვრების  პოლიტიკა უჩვენა. სანაცვლოდ უდიდეს დახმარებას მიიღებდა დასავლეთისგან, რასაც არნახული ეკონომიკური აღორძინება მოჰყვებოდა და ეს იყო ის მარტივი და გენიალური სქემა, რითაც ბერია დასავლეთის გამოყენებას ცდილობდა. კურილიის კუნძულების საკითხი, ტაო-კლარჯეთთან ერთად, ბერიას მხრიდან, მართლაც რომ, გენიალური სვლა იყო. გენიალური კი იმიტომ, რომ ერთი მხრივ, ბერია თავის მშობლიურ მიწას დაიბრუნებდა, მეორე მხრივ კი, იაპონიასაც რომ თავის ტერიტორიას დაუბრუნებდა, ამით სამართლიანობას აღადგენდა და ტერიტორიების მიტაცების პრეცედენტებიც აღმოიფხვრებოდა. მთავარი კი ის იყო, რომ ბერია და საბჭოეთი მსოფლიოს თვალში ახალი, დემოკრატიული ფორმაციის მტკიცედ მიმდევართა იმიჯს შეიძენდა და ქვეყანა აღორძინდებოდა. ყველაფერი მართლაც იქითკენ მიდიოდა. თუმცა ხრუშჩოვმა და შეთქმულებმა ეს დიდი პერსპექტივა ერთი ხელის მოსმით მოსპეს...“
  მელორ სტურუა აბსოლუტურად მართალია თავის დასკვნებში და შეეშინდათ რა თავიანთი ბიუროკრატიული ძალაუფლების დაკარგვისა, შოვინისტებმა დიადი აღორძინების იდეა და მისი შემოქმედი გაანადგურეს. მატყუარა ხრუშჩოვი თავის მემუარებში წერდა, რომ თითქოს, ბერია სტალინს თურქეთთან და „ნატოსთან“ ფართომასშტაბიანი ომისკენ უბიძგებდა. თითქოსდა სტალინი დაითანხმა კიდეც ამაზე და ამ „მსოფლიო კატასტროფას“ ჯერ სტალინის სიკვდილმა შეუშალა ხელი, შემდგომ კი თავად ბერიას გადაყენებამო. ბერიას სტალინის ნებართვა მართლაც ჰქონდა, მომზადებულიყო ოპერაცია „ტაო“, რაც მხოლოდ და მხოლოდ კუთვნილი მიწების დაბრუნებას ისახავდა მიზნად, რაც ვერასგზით ვერ გამოიწვევდა გლობალურ კონფლიქტს „ნატოსთან“. სტალინის სიკვდილის მერე კი „ტაოს“ ამოქმედებას საერთოდ არანაირი მსხვერპლი არ მოჰყვებოდა, რადგან ბერიას ანგლო-ამერიკელებისგან მიღებული ჰქონდა თანხმობა, რომ ქართულ მიწებს დაიბრუნებდა, იაპონურს კი დაუბრუნებდა და ეს იქნებოდა პოლიტიკურად სამართლიანი გაცვლა და არანაირად არ გადაიზრდებოდა კონფლიქტში. თუმცა, ხრუშჩოვის ვერაგობამ ყველაფერს ხაზი გადაუსვა და პოსტბერიული საბჭოთა საგარეო და საშინაო პოლიტიკა უფრო მეტად დამყაყებული გახდა, ვიდრე ეს ტრადიციულ რუსულ პოლიტიკას შეეფერებოდა და შედეგმაც არ დააყოვნა – საბჭოეთი დაიშალა. რუსეთი დასუსტდა მართალია, რუსეთი დღესდღეობით ჭაობიდან ამოსვლას ლამობს, მაგრამ ეს უფრო ფაფხურს ჰგავს, რადგან მათ შანსი პროგრესული აზროვნების მქონე ერთადერთი ხელმძღვანელის, ბერიას მკვლელობამ მოუსპო.“

скачать dle 11.3