კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 როგორ გახადა სტალინმა ბაქო ბოლშევიკების მთავარ სალაროდ

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  სტალინზე ათასობით წიგნია დაწერილი, რომლებიც მილიონობით ფურცელს მოიცავს. ერთი შეხედვით, დაინტერესებულ ადამიანს საბჭოთა ბელადის ცხოვრებაზე, თითქოსდა, ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეუძლია, თუმცა, ეს ასე არაა... ისტორიკოს-პუბლიცისტი არკადი ვინოგრადოვი წერს: „ის, რომ სტალინის მთელი ბიოგრაფია დაწვრილებითაა ცნობილი, მხოლოდ მცდარი აზრია და სიმართლეს არ შეეფერება. სტალინზე, მართალია, ბევრი რამ ვიცით, მაგრამ ბევრიც კვლავ ზესაიდუმლო არქივებში ინახება და განსაიდუმლოების რიგს ელოდება. განსაკუთრებით ბურუსითაა მოცული სტალინის რევოლუციური მოღვაწეობის პერიოდი და ჩვენ, ისტორიკოს-მკვლევრები, რომ იტყვიან, მარცვალ-მარცვალ ვაგროვებთ ფაქტებს.
  მეოცე საუკუნის დასაწყისში აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო, ფაქტობრივად, ოქროს საბადო იყო, რადგან იქ ნავთობი მოიპოვებოდა. მრეწველობა ძალიან სწრაფად ვითარდებოდა და იქ თავის ინვესტიციებს თვით ნობელი და როტშილდი აბანდებდა. იმ პერიოდში ბაქოში  ადგილობრივი ნავთობმაგნატი მუსა ნაგიევიც მოღვაწეობდა. მისი ქონება მაშინ 70 მილიონ ოქროს მანეთს უდრიდა, რაც დღეს 50 მილიარდი დოლარის ტოლფასია. ოლიგარქის შვილიშვილი დილარა ნაგიევა მოგვითხრობს: „ბაბუაჩემი, მუსა ნაგიევი, აზერბაიჯანში, კავკასიასა და მთელი რუსეთის იმპერიაში უმდიდრესი  ადამიანი იყო, ის მსოფლიოშიც ერთ-ერთ ყველაზე მდიდრად ითვლებოდა. 1908 წლის 26 დეკემბერს ბაბუას თავისი სასახლის სადარბაზოში უცნობებმა თავზე ტომარა ჩამოაცვეს. უთხრეს: ჩვენი სტუმარი იქნებიო და გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს. მთელი პოლიცია და ჯარი ფეხზე დადგა, მაგრამ მის კვალს ვერსად მიაგნეს. მოგვიანებით ბაბუა იხსენებდა, რომ ის სამი დღე ნესტიან სარდაფში ჰყავდათ გამომწყვდეული და არაფერს ეუბნებოდნენ. ვიღაცას ელოდნენ, რომელიც ბაქოში უნდა ჩამოსულიყო და მისი ბედი გადაეწყვიტა. მხოლოდ მესამე დღეს აიყვანეს ბაბუა სარდაფიდან ზევით. ოთახში შეიყვანეს თუ არა, გაოცებულმა მაშინვე იქ მყოფ ახალგაზრდა მამაკაცს მიმართა:
  – კობა, რატომ გამიტაცეთ? თუ ფული გჭირდებოდა, მოსულიყავი ჩემთან და რამდენსაც გინდა, მოგცემდიო.
კობა თავად იოსებ სტალინი იყო, რომელსაც ბაბუა კარგად იცნობდა და ფარულადაც აფინანსებდა. ეს გატაცება კი კრასინის მიერ ფარულად იყო ორგანიზებული, მაშინ, როცა იოსებ ჯუღაშვილი თბილისში იმყოფებოდა. მოგვიანებით, კრასინმა მოუბოდიშა ბაბუას. სტალინმა კი ნაგიევს „მანბურგის“ უნიკალური პიანინო გაუგზავნა ბოდიშისა და მადლობის ნიშნად და ეს ინსტრუმენტი დღემდე სახლში გვიდგას...“
  სტალინის და ბაქოელი ოლიგარქის, მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის მეგობრობას თავისი პრეისტორია ჰქონდა. იმავე 1908 წლის დასაწყისში მუსა ნაგიევი, ეგრეთ წოდებული, „გოჩების“ ბრძანებით  „დაანალოგეს“ – მას ყოველთვიურად 10 ათასი ოქროს მანეთი უნდა გადაეხადა, რაც იმ დროისთვის უზარმაზარი თანხა იყო. „გოჩები“ ბაქოს კრიმინალურ ავტორიტეტებს ერქვათ. თითოეულ მათგანს კარგად ორგანიზებული და შეიარაღებული ბანდები ჰყავდა. მათ ქალაქი გაყოფილი ჰქონდათ და ნავთობმრეწველებს ფულს „სწოვდნენ“... ნაგიევის ბუღალტერი და ახლო ნათესავი იბრაგიმ ნაგიევი რევოლუციონერ-ბოლშევიკებს თანაუგრძნობდა, ახლოს იცნობდა კობასაც (სტალინს), რომელსაც ერთხელ თავის ბინაში პროკლამაციებიც კი შეუნახა. სწორედ იბრაგიმმა ურჩია ოლიგარქს, რომ დახმარებისთვის კობასთვის მიემართა. იბრაგიმმა იცოდა, რომ კობას კარგად შეიარაღებული, გაწვრთნილი და ორგანიზებული, ეგრეთ წოდებული, „თავდაცვის ჯგუფი“ ჰყავდა და თავისუფლად შეეძლო, შეშინებული ოლიგარქისთვის მფარველობა გაეწია. მუსას ეს რჩევა ჭკუაში დაუჯდა და კობა თავის სასახლეში მიიწვია. დიდებულად გაუმასპინძლდა და თავისი გასაჭირი შესჩივლა, თან უთხრა, რომ „გოჩებისთვის“ გადასახდელ ფულს მას გადაუხდიდა... სიმონ ტერ-პეტროსიანი, იგივე „კამო“, თავის გამოუქვეყნებელ მემუარებში წერდა: „კობამ ძალიან სახიფათო ნაბიჯი გადადგა და „გოჩებს“ შეხვედრა მათივე ტერიტორიაზე დაუნიშნა. არც მე გამიყოლა და არც სხვები. მათთან ისე მივიდა, იარაღიც კი არ წაუღია. როგორც შემდგომ თვითონ მოგვიყვა, „გოჩებთან“ ექვსსაათიანი შეხვედრა ჩაის სმასა და მწვავე ლაპარაკში გაატარა. არალეგალურ ბინაში რომ დაბრუნდა, მახსოვს, მითხრა: დღეიდან ბაქოს ბატონ-პატრონები მხოლოდ ჩვენ ვართ და „გოჩები“ საფუძვლიანად დავარწმუნე ამაშიო.
  სტალინს ადამიანების დარწმუნების უნიკალური უნარი ჰქონდა და „დარწმუნების“ უშრეტი არსენალიც – დაწყებული სიტყვით, დამთავრებული „თავდაცვის ჯგუფებით“, რომლებიც სულ მალე უმძლავრეს რევოლუციურ არმიად გადაიქცა. და, მართლაც, თავად „გოჩები“ ბაქოს ივნისში გაეცალნენ და სხვა ქალაქში შეუდგნენ საქმიანობას. მათი შეიარაღებული ხალხის უდიდესი ნაწილი კი სტალინის არმიაში ჩაირიცხა და რევოლუციის მებრძოლები გახდნენ. დღემდე იდუმალებითაა მოცული, რა უთხრა ისეთი სტალინმა ბაქოელ კრიმინალურ ავტორიტეტებს, რომ ისინი ქალაქიდან წავიდნენ. სავარაუდოდ, მათ სტალინის არმიასთან სისხლიანი შეტაკება არ უნდოდათ. ამის მერე, ნობელებისა და როტშილდების ჭაბურღილებიდან წილი ბოლშევიკურ სალაროში მიდიოდა. ფულს იძლეოდა მუსა ნაგიევიც და ბევრი სხვა წვრილი თუ მსხვილი მეწარმე. ლენინმა შემთხვევით არ უწოდა ბაქოს „ბოლშევიკების სალარო“.

скачать dle 11.3