კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 რისი გაკეთების სურვილი უქრება ქმარს, როცა ცოლი კარგად „თამაშობს“

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  ოჯახის სიყვარული ბევრ რამეს წყვეტს, მაგრამ ურთიერთობაში მთავარია, ცოლს ეყოს გონიერება, ისე მართოს ქმარი, რომ ქორწინება საფრთხეებისგან დაიცვას. დიპლომატია ქალებს ყველაზე მეტად სასიყვარულო ურთიერთობაში სჭირდებათ. როცა ქალმა იცის თავისი ქმრის სუსტი და ძლიერი მხარეები, როცა ახერხებს ბალანსის შენარჩუნებას, ოჯახშიც ჰარმონია სუფევს.
  ლიკა (31 წლის): იმის თქმა არ მინდა, რომ ვინმეზე ჭკვიანი ვარ, უბრალოდ, ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, რაღაც-რაღაცები ვისწავლე. პრობლემებიც მქონდა. იყო მომენტები, როცა ვფიქრობდი, ყველაფერი დასრულდა-მეთქი. ოჯახის დანგრევაზეც მიფიქრია.
– რამდენი წელია, გათხოვილი ხართ?
– ოთხი წელია. პირველი ერთი წელი ეიფორიაში ვიყავი. რეალობას ვერ აღვიქვამდი. საერთოდ არ ვფიქრობდი იმაზე, რომ ოჯახში „პოლიტიკა“ ძალიან მნიშვნელოვანია. გულწრფელობა ძალიან კარგია, მაგრამ მარტო გულწრფელობით ქმართან ფონს ვერ გახვალთ. ცუდია, მაგრამ მამაკაცები ამას არ აფასებენ. მათ გულწრფელი კი არა, „იგროკი“ ცოლი სჭირდებათ.
– „იგროკი“, ანუ, რას გულისხმობთ?
– არა, არა, აზარტული თამაშები არაფერ შუაშია. ეგ არ მიგულისხმია. ურთიერთობაში „თამაშზე“ ვამბობ. გინდათ სიმშვიდე ოჯახში? მაშინ ყველაფერი გააკეთეთ, რომ სწორად და კარგად „ითამაშოთ“. სიმართლის ლაპარაკი ძალიან კარგია, მაგრამ ქმრებს „სწყენთ“.
– იმის თქმა გინდათ, რომ ქმარი უნდა მოატყუოთ?
– ტყუილი და სიმართლის არ თქმა ერთი და იგივე არ არის. უნდა „გამიჯნო“ უსარგებლო სიმართლე და სასარგებლო ტყუილი. ისე არ იფიქროთ, რომ ოჯახურ ურთიერთობაში პარტნიორის მოტყუება აუცილებელია. უბრალოდ, უნდა შეგეძლოს „ითამაშო“.
– „იგროკი“ უნდა იყოო, მითხარით.
– დიახ, სწორედ ამას ვგულისხმობდი, როცა ვამბობდი, უნდა ითამაშო-მეთქი.
– ანუ... როდის უნდა ითამაშო. სულ? მუდმივად?
– ფაქტობრივად, სულ. მართალია, ეს დამღლელია და არც  ისე ადვილი, მაგრამ, თუ მოინდომებ, შეუძლებელი ნამდვილად არ არის. ქმარი აუცილებლად იქნება შენი მორჩილი, თუ კარგად „თამაშს“ მოახერხებ. გეტყვით, რას ვგულისხმობ: მეუღლეს უნდა შეუქმნა იმის განცდა, რომ ემორჩილები, უჯერებ მას. კაცები „გიჟდებიან“ დამჯერ ცოლებზე. იმიტომ, რომ საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა ემატებათ. სასაცილოა, მაგრამ რეალობას „თვალებში უნდა ჩავხედოთ“. ქალების პრობლემა, იცით, რაშია, ქმრებთან საერთოდ არაფრის მომცემ კამათ-დავაში რომ შედიან. რისთვის, თორემ კი? რა სარგებელი მოაქვს უაზრო ომს, რომელშიც გამარჯვებული არ არსებობს. მოჩვენებითი მორჩილება სულაც არ არის წამგებიანი ვარიანტი. როგორც კი ქმარი დარწმუნდება, რომ მისი მორჩილი ხართ, შეგიძლიათ, ის გააკეთოთ, რაც თავად მიგაჩნიათ საჭიროდ.
– ვითომ ასეთი მარტივია ამ ტიპის ურთიერთობა?
– მე არ მითქვამს, რომ მარტივია, მაგრამ დაუსრულებლად ჩხუბსა და ომს ნამდვილად ჯობია. თუ სიმშვიდის მოყვარული ხართ, თუ თქვენთვის მეუღლესთან ურთიერთობა ღირებულია, შეძლებთ. ნამდვილად მომგებიანი ვარიანტია. როცა ისე ახერხებ „თამაშს“, რომ ქმარს სჯერა, მისი აზრია უმთავრესი, წინააღმდეგობის გაწევის სურვილიც აღარ უჩნდება. არასოდეს მოუყვეთ ქმარს ისეთი სიტუაციების შესახებ, რაც თქვენთვის წამგებიანი ვარიანტი იქნება. სხვათა შორის, კაცები იმაზე მეტად დაკვირვებულები და ინტრიგნები არიან, ვიდრე თავს გვაჩვენებენ. ინტრიგნობაში იმას ვგულისხმობდი, რომ „კუდების გამობმა“ უყვართ. მაგალითად, თუ თქვენს დაქალს ქმართან პრობლემები აქვს, ნუ მოყვებით დეტალებს ქმართან. შეიძლება, რაღაც „ფრაგმენტები“ თქვენ წინააღმდეგ გამოიყენოს. ანუ, კამათისას გითხრათ, რომ ქალები ყველანი ერთნაირები ხართ, რომ რაც დაქალი გყავთ, ისეთი ხართ თქვენც. რომ დაქალების მავნე გავლენის ქვეშ ხართ... ხვდებით, ხომ, რასაც ვგულისხმობ? ჩემი რჩევაა, არ გაუმხილოთ ქმარს ქალური ინტრიგები და სურვილები. ესეც ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ. კაცები იმახსოვრებენ მათთვის სასარგებლო დეტალებს, „გადახარშავენ“ და მერე თავისებურად მოგახლიან პირში.
– ქმარი მტერივით ყოფილა... რომელსაც სულ უნდა ეომებოდე.
– არც ასეა საქმე. მაგრამ რომელ მტერს შეუძლია, გულის ტკენა ისე, როგორც ქმარს? აბა, დაფიქრდით, როგორ გვექცევიან ზოგჯერ საყვარელი მეუღლეები – პირველივე შემხვედრზე გვცვლიან და გვატყუებენ. გულნატკენები და იმედგაცრუებული რომ არ იყოთ, აჯობებს, თამაში ისწავლოთ, თანაც ისე, რომ გოლები საკუთარ კარში არ გაიტანოთ. ახლა ოჯახში სიმშვიდე და ჰარმონია მაქვს. ამას ზუსტად იმით მივაღწიე, რომ კარგი „იგროკი“ აღმოვჩნდი. ჩემი ქმარი დარწმუნებულია, რომ ოჯახში ყველა საკითხს ის წყვეტს. რისთვის ვეკამათო? დავუქნევ თავს და იმას ვაკეთებ, რაც მე მინდა. თქვენ გგონიათ, მერე ხვდება რამეს? – მისთვის მთავარია, რომ კონკრეტულ მომენტში „თავისი გაიტანა“, დანარჩენი  კი ნაკლებად აინტერესებს. შეეცადეთ, თქვენც ისწავლით რაღაცები და მოიპოვოთ სიმშვიდე. აღარც კონფლიქტი გექნებათ. ქმარიც დარწმუნდება, რომ იშვიათი ცოლი ჰყავს, გამორჩეული და საუკეთესო.


скачать dle 11.3