კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 ვინ სთავაზობდა მიხეილ მესხს სოლიდურ თანხას და რა მოითხოვა ამ თანხის სანაცვლოდ ფეხბურთელმა

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

  მისთვის რიცხვი 11 განსაკუთრებული გახლდათ. ქართველი ქომაგების მიერ მეოცე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად წოდებული 11 იანვარს დაიბადა, დილის 11 საათზე. მან 11 კლასი დაასრულა და „დინამოს“ აკადემიაში 11 ნომერი მიიღო. გარდა ამისა, მომავალ მეუღლეს 11 რიცხვში შეხვდა და სწორედ 11-ში სთხოვა ხელი. მისი შვილიც 11 რიცხვში დაიბადა, მას არასოდეს გაუფუჭებია თერთმეტმეტრიანი და მისი სახელი-გვარიც 11 ასოსგან შედგება... ალბათ უკვე მიხვდით ვისზეც არის საუბარი. ეს განუმეორებელი მიხეილ მესხია. დღეს ამ შესანიშნავი პიროვნების დღიურები შევარჩიეთ, მისი კარიერული ფრაგმენტები, ვფიქრობთ, ყველას დიდ სიამოვნებას მოგვრის, რადგან ნოსტალგია ძველი „დინამოელებისა“ და ზოგადად, მათი თამაშების, დღემდე ძალიან დიდია.
  „...ბავშვობაში, ჭიდაობაზე ოცნებობდა და შესაბამის წრეზეც დადიოდა (წყარო FCI.GE). როგორც ამბობენ, მწვრთნელებს ორი გამორჩეული ფალავანი ჰყავდათ: გივი კარტოზია და მიხეილ მესხი. ერთ-ერთი მათგანი მოგვიანებით მთელმა მსოფლიომ გაიცნო, როგორც უძლიერესი მოჭიდავე, 11 წლის მიშამ კი ვარჯიშზე ხელი მოიტეხა. ექიმებმა კატეგორიულად აუკრძალეს ჭიდაობა, რის გამოც გულგატეხილი ეზოში გავიდა და ბიჭებთან ერთად ბურთი გააგორა, აქედან დაიწყო მიშასა და ფეხბურთის ისტორია... „...პირადად მე, მწვრთნელების მხრივ, ძალიან გამიმართლა. პირველს 13 წლის ასაკში შევხვდი, მაგრამ ბურთს შვიდი-რვა წლიდან რეგულარულად ვაგორავებ. ვარჯიშების დროს ის თითოეულ ახალგაზრდულ ჯგუფს ძალიან დეტალურად აკვირდებოდა. ერთ ეპიზოდში უეცრად გავიგონე: „ეი შენ! რა იყო? არ იცი ბურთს როგორ უნდა დაარტყა?“ ამ დროს ვიფიქრე, რომ ძირითად ჯგუფში არ ამიყვანდნენ, მაგრამ შევცდი. ჩვენ ფეხბურთის ანბანს გვასწავლიდნენ: დარტყმა ქვემოდან ტერფით, წვეტით, ტერფის გარეთა ნაწილით, ქუსლით, გაჩერებით და ბურთის ფლობით. თუმცა ვერ ვიხსენებ ფაქტს, როდესაც მწვრთნელს ჩვენთვის საკუთარი საყვარელი მოძრაობის ან ფინტის გაკეთება დაევალებინა. როდესაც გავიზარდე, მივხვდი, რომ ეს მართალი იყო, რადგან ტექნიკა, პირველ რიგში, მოთამაშისაგან მოდის, ეს მისი ფანტაზიის ნაწილია. მწვრთნელი ფინტს ვერ გასწავლის“, – მესხის ეს სიტყვები ერთ-ერთი საბჭოური გამოცემის არქივში ინახება... მიხეილი საკმაოდ საინტერესოდ ყვება, თუ როგორ გაიარა გზა „ეზოდან-დინამომდე“: „ფეხბურთელი ბიძაჩემი გახლდათ. ვცდილობდი, არ გამომეტოვებინა არცერთი მატჩი მისი მონაწილეობით და მუდამ თან დავყვებოდი. სწორედ მან მაჩუქა პირველი ბურთი, რაც ჩემთვის საუკეთესო საჩუქარი იყო. როგორც მეუბნებიან, ბურთს
საწოლშიც კი არ ვეშვებოდი. სავარაუდოდ, სწორედ ბიძაჩემმა მიმიყვანა 35-ე საფეხბურთო სკოლაში. არჩილ კიკნაძესთან ვვარჯიშობდი. ერთხელაც, ვარჯიშზე ანდრო ჟორდანია მოვიდა, მაშინ ის თბილისის „დინამოს“ მწვრთნელი იყო. როგორც ჩანს, მას ძალიან მოვეწონე და თავის გუნდში მიმიწვია. ორი წელი ვთამაშობდი დუბლებში, შემდეგ კი ძირითადში დავიმკვიდრე ადგილი“... როგორც ამბობენ, ის არა მხოლოდ ვარჯიშებზე იკლავდა თავს და ანვითარებდა საკუთარ ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, არამედ მინდორს მიღმაც. მიხეილს ძალიან უყვარდა ხუთ-ექვს კაცთან ერთად პატარა მოედანზე ბურთის გორაობა, ამით ის დრიბლინგს ინვითარებდა... მიხეილი ზოგჯერ იმასაც ახერხებდა, რომ საკუთარი მეგობრები ვარჯიშებიდან გამოეტყუებინა და თავისი სავარჯიშო სესიები შეეთავაზებინა.  მიხეილმა კინოთეატრში იხილა გარინჩას თამაში. 21 წლის თავდამსხმელმა ბრაზილიელი კოლეგის ეფექტური მოძრაობა დაიჭირა და მთელი წლის განმავლობაში ამუშავებდა ფინტს. თუმცა, არ გამოსდიოდა. ამის მიზეზი იყო გარინჩას საოცარი სასტარტო სისწრაფე, რაც მესხს შესაფერისი დონის არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე დღის შემდეგ „დინამოს“ მცველმა, ვლადიმერ ელოშვილმა, მიხეილს აჩვენა ფინტი, რომელიც მის წინააღმდეგ საერთაშორისო დონეზე გამოიყენეს. მეგობრებმა ამის გამეორება სცადეს, როდესაც მესხის ჯერი მოვიდა, მან მოულოდნელად ცოტათი განსხვავებული, მაგრამ გასაოცარი მოძრაობა გააკეთა. მიხეილმა ეს უმალვე ჩაიბეჭდა გონებაში და გარკვეული დროის შემდეგ, უკვე თამაშშიც გამოიყენა… ხალხი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ორმაგი მოტივაციით მიდიოდა, რადგან იქ მესხი დახვდებოდათ… მიხეილის ყველაზე ნაყოფიერი პარტნიორი მინდორზე, ზაურ კალოევი იყო. თბილისის „დინამოს“ ტანმაღალ თავდამსხმელს ხშირად გაჰქონდა გოლები, სწორედ მიხას დიდებული გადაცემებით. საკმაოდ ხშირად, მესხი ხუმრობდა ხოლმე, როდესაც გატანილი გოლის დროს კალოევის გვარს სკანდირებდნენ, მე საკუთარ თავს მივიჩნევდი გოლის ავტორადო. მოთამაშეებს
ჩინებული ურთერთობა ჰქონდათ, მაგრამ იყო შემთხვევა, როდესაც საბჭოთა კავშირის ეროვნული გუნდი ჰოლანდიაში გაემგზავრა შეკრებისათვის, ზაური წაიყვანეს, მიხეილი კი – არა. გამბრაზებულმა მესხმა მკაცრად ისაუბრა და აღნიშნა, რომ კალოევს მისი წყალობით გაჰქონდა გოლები.
  1965 წლის ზაფხულიც არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოდგა. საბჭოთა ეროვნული გუნდი, „მარაკანაზე“ ჩავიდა და მსოფლიოს ჩემპიონ, უძლიერეს ბრაზილიის ნაკრებს გაეჯიბრა. შეხვედრის მეორე ტაიმში მოხდა საოცარი ეპიზოდი. მიხეილ მესხის წინ, უეცრად „ფეხბურთის მეფე“ – პელე აღმოჩნდა, მიხამ ისეთი მოძრაობა გააკეთა თითქოს ჩერდებაო, მაგრამ მოულოდნელად პირდაპირ ფეხებს შორის გაუტარა ბურთი ბუმბერაზ პელეს და ეს უკანასკნელი გაოგნებული დატოვა. „ფეხბურთის მეფე“ შეცბა, დაიბნა, ალბათ, შერცხვა კიდეც და ემოციურ ფონზე საინტერესო რეაქცია გამოავლინა – პელე მესხს გაეკიდა და ზურგზე შეახტა, რის შემდეგაც შუბლზე კოცნა დაუწყო. ამ თამაშს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯონ კენედის ძმა, რობერტ კენედი ესწრებოდა. რობერტს ძალიან უყვარდა ფეხბურთი და როგორც ვეტერანი ქართველები იხსენებენ, ის პირადად მიხეილს ეწვია გასახდელში. კენედი ქართველს მედიასთან ერთად ეახლა და მასთან ერთად სურათებიც გადაიღო… 1969 წლის 26 ივლისს კი, თბილისში მიხეილ მესხის გამოსამშვიდობებელი მატჩი ჩატარდა. „დინამოს“ მეტოქე, ურუგვაული „ნასიონალი“ იყო. სცენარის მიხედვით, 34 წლის მიხას მხოლოდ ერთი ტაიმი უნდა ეთამაშა და ეს ბრწყინვალედ გააკეთა. როდესაც შესვენებაზე, პარტნიორებმა, მიხეილი ხელში აიტაცეს და მთელი სტადიონის გარშემო ატარეს, „ნასიონალის“ მთავარ მწვრთნელს ეგონა, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელს წინასწარ აჯილდოვებდნენ, მაგრამ როდესაც სიმართლე გაიგო, გაოცებულმა იკითხა: „ეს მიდის და დანარჩენები რჩებიან?“... მიხეილმა საბჭოთა კავშირის ეროვნულ ჩემპიონატში 285 მატჩი ჩაატარა და 53 გოლი შეაგდო. 1970 წელს მიხეილ მესხმა ბუცები ლურსმანზე ჩამოჰკიდა და საფეხბურთო კარიერა დაასრულა. მიხეილს არაერთი საბჭოური კლუბი სთავაზობდა საპატიო ადგილს, სოლიდურ თანხას, მაგრამ მან მხოლოდ ერთი რამ ითხოვა – მიწა, მიწა, რომელზეც 1970 წლიდან მოყოლებული დღემდე არსებობს საფეხბურთო სკოლა „ავაზა“ და ატარებს მიხეილ მესხის სახელს. საამაყო ქართველმა, საკუთარი ხელით ააშენა ეს სკოლა და წლების მანძილზე ემსახურებოდა ქართულ ფეხბურთს“.

скачать dle 11.3