კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 რა მეთოდოლოგიებით ახერხებენ დაინტერესებული მხარეები ქართველი საზოგადოების მართვასა და მისი ისტერიულობის დონის გამწვავებას

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  რუსეთის ფედერაციის საბჭომ მხარი დაუჭირა კანონს ავტონომიური რუნეტის (ანუ რუსეთის ინტერნეტის) შესახებ (მხოლოდ 3 იყო წინააღმდეგი). კანონის მიზანი (მისი შემქმნელების მტკიცებით) არის ინტერნეტის რუსული სეგმენტის გამართული მუშაობა მისი გლობალური ქსელიდან ამორთვის შემთხვევაში. კანონს ხელი რფ-ის პრეზიდენტმაც მოაწერა და ის, წესითა და რიგით, პირველი ნოემბრიდან უნდა ამოქმედდეს.
  კანონის ავტორების თქმით, დოკუმენტი მომზადდა მას შემდეგ, რაც „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2018 წლის სექტემბერში აშშ-ის კიბერუსაფრთხოების ეროვნული აგრესიული სტრატეგია დაამტკიცა“. ამიტომ რუსული კანონი ადგენს ტრაფიკის მარშრუტებს და მინიმუმამდე დაჰყავს იმ მონაცემების უცხოეთში გადინება, რომლებსაც რუსი მომხმარებლები ერთმანეთს უცვლიან.
  რთული სათქმელია, კონკრეტულად რამ გადააწყვეტინა რუსეთის ხელისუფლებას ამგვარი ნაბიჯის გადადგმა, მით უფრო, რომ თავად მეტად აქტიურად იყენებს ინტერნეტრესურსს ჰიბრიდული ომისთვის და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ლამისაა ამერიკულ არჩევნებზე ზემოქმედების მოხდენაც კი მიაწერონ.
მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ ინტერნეტს რუსეთის წინააღმდეგაც იყენებენ და, სავსებით ცხადია, რომ სსრკ-ს მემკვიდრე რფ-ს აუცილებლად მოუნდებოდა თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაშიც კი „რკინის ფარდის ჩამოფარება“.
  შეძლებს თუ არა რუსეთის ხელისუფლება საკუთარი მოსახლეობის საინფორმაციო ვაკუუმში მოთავსებას და ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჩვენ ჩვენი სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობასთან ვირტუალური კონტაქტის საშუალებაც კი აღარ გვექნება? – ამ თემას მამუკა არეშიძესთან ერთად განვიხილავთ.
– არ არის სასიამოვნო ფაქტი, თუ რუსეთის მოქალაქეები მოხვდებიან საინფორმაციო იზოლაციაში, თუმცა ჩვენთვის საყურადღებოა ის, რომ ჩვენებური სეპარატისტებიც გაიმიჯნებიან ერთიანი ვირტუალური სივრციდან. ამ ნაბიჯის პოლიტიკური კონტექსტი როგორია და მართლაც მოახერხებს თუ არა რუსეთი თავისი მოსახლეობის იზოლაციას ამ გაქანებული ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში?
– თუ ჩინეთის მაგალითით ვიმსჯელებთ – ეს ტექნიკურად შესაძლებელია, თუ ვიმსჯელებთ ირანის მაგალითით, არ არის შესაძლებელი, იმიტომ რომ, მართალია, ირანში ოფიციალურად აკრძალულია ბევრი საერთაშორისო სოციალური სისტემა, მათ შორის, „ფეისბუქი“, მაგრამ ირანელი მომხმარებელი მაინც ახერხებს იქ შეღწევას და აქტიურობას. ირანში არის ასეთი გამონათქვამი: აიათოლასაც კი აქვს „თვითერიო“, ანუ იქ ამ თემას ხელისუფლება მაინცდამაინც განსაკუთრებით არ აკონტროლებს, თუმცა ჩინეთში გარკვეულწილად შეზღუდულია წვდომა და ეს ხერხდება. რაც შეეხება პოლიტიკურ შედეგს: უნდა გითხრათ, რომ, ჩემი აზრით, მიუხედავად რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან ასეთი ხმამაღალი განაცხადისა და აქტიურობისა, დაინტერესებული პირები მაინც მოახერხებენ წვდომას.
– გარედან წვდომას რუსეთის შიდა ინტერნეტსისტემაზე?
– გარედანაც და შიგნიდანაც. რაც შეეხება ჩვენი სეპარატისტული რეგიონების მცხოვრებლებს: ეს უკვე იქ მცხოვრებ ადამიანებზე იქნება დამოკიდებული და ასეთი სურვილი ექნებათ თუ არა მათ, რთული სათქმელია. მიუხედავად იმისა, რომ სერვერი დაცული იქნება, შეღწევა არ უნდა გაჭირდეს, ეს „ჩალიჩის“ თემაა – საწყის ეტაპზე ძალიან რთული, მაგრამ შემდეგ შესაძლებელი. ეს გამოიწვევს უკმაყოფილებას რუსეთში, მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე, თუ განსაკუთრებული მიზეზი არ არის, ხმას არავინ იღებს. აფხაზეთში, რასაკვირველია, მნიშვნელოვან გულისწყრომას გამოიწვევს, მაგრამ მოახერხებენ თუ არა ვითარების შეცვლას, ვერ გეტყვით.
– რა აჩვენა ამით რუსეთმა, რომ თავს იცავს დასავლური პროპაგანდისგან? ამ დროს ვიცით, რომ თავად აქტიურად ეწევა პროპაგანდას და დასავლეთში მთელი სისტემებია შექმნილი რუსული პროპაგანდისგან თავის დასაცავად? თუ თვითონ იტოვებს ამ უფლებას და თავის ტერიტორიას იზოლაციაში აქცევს?
–  ოფიციალური მიზეზია, რომ რუსეთი თავს იცავს დასავლეთისგან და არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ჩვენ ვართ მიჩვეულები და საქმეში ჩაუხედავი ჩვენი საზოგადოებაც სულ იმას ლაპარაკობს, რომ რუსეთი რბილი ძალით გვებრძვის, მაგრამ არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ: ამ რბილი ძალის ტექნოლოგიის გამოყენებას, მგონი, ჩვენს მეტი ყველა ცდილობს. ასე რომ, ამაში გასაკვირი არაფერია. რუსეთის მიმართაც გამოიყენება რბილი ძალის ეს პრინციპი და კრემლი სიტუაციის შეცვლას ცდილობს.
– ინტერნეტი არის უდიდესი იარაღი, თუმცა დღეს ყველა მხოლოდ მასობრივი განადგურების იარაღის საფრთხეზე ლაპარაკობს. არადა, არეულობის გამოწვევა ინტერნეტითაა შესაძლებელი: მისი გათიშვიდან დაწყებული და მისი საშუალებით ადამიანთა განწყობებისა და ქცევების მანიპულაციით დამთავრებული. ორივე შემთხვევის პოლიტიკური შედეგი განვიხილოთ, იმიტომ რომ ციფრულ ტექნოლოგიებს აქვს ორმაგი იარაღის დატვირთვა: მაშინაც, როდესაც არის და მაშინაც, როდესაც არ არის, ანუ, თუ გათიშავენ.
– რასაკვირველია, ორმაგი ეფექტი აქვს. ინტერნეტს არ გათიშავენ, რუსეთში, უბრალოდ, სისტემას ცვლიან. თუ გახსოვთ, მათ აქვთ შექმნილი ძალიან პოპულარული სოციალური სისტემა „ოდნოკლასნიკები“, „ვ კონტაქტე“ და, ამდენად, ისინი შეეცდებიან, რომ დომინანტი რუსული პროდუქტი იყოს.
– ესე იგი, თუ ვინმეს მოუნდება, გაიგოს, რა ხდება რუს საზოგადოებაში მოუწევს გაიაროს რეგისტრაცია რუსულ სოციალურ ქსელებში.
– ფაქტობრივად, ასე გამოვა. უცხოელ მომხმარებელს წვდომა შეზღუდული ექნება. მაგრამ ისეც ვერ გამოვა, რომ ვინმემ საერთოდ ვერ მოახერხოს შეღწევა რუსულ ინტერნეტსივრცეში.
– გამოდის, რომ იქით იზიდავს მომხმარებლებს?
– არ ვამბობ, რომ თვითონ იზიდავს, მაგრამ ასეთ შედეგს მიიღებს. იმიტომ რომ დაინტერესებულები მაინც მოახერხებენ შეღწევას ამ სივრცეში, იგივე რბილი ძალის გამტარებლები აუცილებლად მოახერხებენ რუსულ ინტერნეტსივრცეში შეღწევას, რომ მოვლენების სადავეები ხელიდან არ გაუშვან. ანუ რუს საზოგადოებაზე ზემოქმედების საშუალება ჰქონდეთ.
– დაინტერესებული პირების გარდა სხვა პირებიც ხომ არიან დედამიწაზე, ანუ სხვა, არა რუსეთის მოქალაქეებთან ურთიერთობის აკრძალვასაც უპირებენ რუსეთის მოსახლეობას?
– კრემლში სწორედ ასე უნდათ, მაგრამ მე მგონია, რომ ტექნიკურად ვერ მოახერხებენ, იმიტომ რომ ამის გაკეთება რთული იქნება. ჩვეულებრივ ობივატელს, რომლისთვისაც რუსეთში პოლიტიკურ წყობას მნიშვნელობა არ აქვს და მისთვის არსებობს მხოლოდ „მამა ღმერთი“ პრეზიდენტ პუტინის სახით, არ გაუჩნდება სურვილი, როგორმე გააღწიონ სხვა სოციალურ ქსელებში. ის, ვინც დაინტერესებულია, ხმა მიაწვდინოს დანარჩენ სამყაროს, აუცილებლად შეეცდება, რომ სხვა სისტემა შექმნას. ჯერჯერობით რუსეთის სისხლის სამართლის კანონმდებლობაში არავინ იდევნება იმის გამო, რომ იმ სოციალურ ქსელებშიც იყო ჩართული, რომლებიც რუსული არ არის. იქ დღეს მოქმედებს შეზღუდვები, რომლებიც სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას უწესებს ადამიანებს, მათ, ვინც გარკვეული ტიპის პოსტებს აქვეყნებენ მთავრობის წინააღმდეგ, მეორე მსოფლიოს ომის შესახებ და სხვა. ამის გამო ბევრი სისხლის სამართლის საქმეცაა აღძრული. მაგრამ სხვა სოციალურ ქსელში შესვლა, რომ იქ წაიკითხო, თუ რა ხდება დანარჩენ მსოფლიოში, ჯერჯერობით არ არის აკრძალული.
  რაც შეეხება უცხოეთიდან შეღწევას რუსულ ინტერნეტსივრცეში: არც იქ მოიკლავენ მაინცდამაინც თავს, რატომ არ ვართ რუსეთის სოციალურ ქსელშიო, მაგრამ, ვინც აპირებს, ამუშაოს რბილი ძალის პრინციპი რუსეთის წინააღმდეგ, ის აუცილებლად მოახერხებს ტექნიკური ხვრელის მონახვას.
– ინტერნეტი, როგორც მასობრივი განადგურების იარაღის ტოლფასი, ვახსენე, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, როგორ იყენებენ ამ საშუალებას დაინტერესებული მხარეები იმისთვის, რომ თავიანთთვის სასურველი მოვლენა – არეულობა შექმნან.
– გამოყენების უამრავი საშუალებაა, ძირითადად, „ფეიქ“ გვერდების, „ფეიქ“ პროფილების მეშვეობით. ძალიან საინტერესო ტაქტიკა აქვთ ისლამისტებს. ნახულობ, რომ ქართულ ენაზეა რელიგიური პროპაგანდის გვერდი, მაგრამ ეს არ არის ქართული წყარო და მისი მიზანია, ინფორმაციის სანდოობაში დაარწმუნოს ქართველი მომხმარებელი. უამრავი მეთოდოლოგიაა შემუშავებული, როგორ მოახდინონ მასობრივად ადამიანებზე ზემოქმედება და ამას ახერხებენ. ეტყობა კიდეც ეს ჩვენი საზოგადოების პოლიტიზების, ისტერიულობის დონესაც და ამას აკეთებს არა ერთი ქვეყანა და მხარე, არამედ რამდენიმე ქვეყანა და სხვადასხვა ტიპის ორგანიზაცია ქართულ სინამდვილეში. ზუსტად იგივე ხდება აშშ-შიც და რუსეთშიც. ხომ ვიცით, რომ ტრამპმა არჩევნები სოციალური ქსელების მეშვეობით მოიგო?! დიდწილად ეს სოციალური ქსელების სწორად გამოყენებამ განაპირობა. ინტერნეტი და სოციალური ქსელები არის უფრო მძლავრი, თუ არა იმავე დონის იარაღი, როგორც მასობრივი განადგურების,  სისხლისღვრის გარეშე.
– ილონ მასკის პროექტი ჩაშლის რუსეთის, ჩინეთისა თუ ირანის გადაწყვეტილებებს, იზოლაციაში მოაქციონ თავიანთი მოსახლეობა?
– ამერიკელები, თუ მოისურვებენ, ძალიან მარტივად მოახერხებენ ამის გაკეთებას ყოველგვარი ილონ მასკის რთული პროექტის გამოყენების გარეშე. არ არის ამის გაკეთება ძალიან რთული და წარმოუდგენელი. რასაკვირველია, ტექნოლოგიები იხვეწება. დღეს ერთ სვლას მოიგონებს დასავლეთი თუ ის ორგანიზაციები, რომლებიც რუსულ ინტერნეტსივრცეში შეღწევას ლამობენ, ხვალ რუსები მოიფიქრებენ თავდაცვის შესაბამის სისტემას, შემდეგ ამ თავდაცვის სისტემასაც გაანეიტრალებენ და ასე შემდეგ.
– დღეს ძალაუფლება აქვს იმას, ვინც ფლობს და მართავს ინტერნეტს, სოციალურ ქსელებს?
– ვინც ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებს აკონტროლებს, მას ძალიან დიდი ძალაუფლება აქვს. ხომ ვიცით, რომ „ფეისბუქი“ არაერთხელ გახვეულა სკანდალში პირადი მონაცემების ხელშეუხებლობის გამო?! ამდენად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იარაღია, მაგრამ, ასევე, არსებობს სხვა ეფექტიანი იარაღებიც. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ კიბერომზე, რომლის წარმოებაც დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის, ელექტროენერგიაზე.
– პროფესიონალმა ჟურნალისტმა ყოველთვის იცის, რომელ წყაროს უნდა ენდოს და რა ტიპის ინფორმაციას, თუმცა ჩვენი მედია ძალიან ხშირად, ნებსით თუ უნებლიეთ, ხელს უწყობს ხოლმე დეზინფორმაციასა და საზოგადოების დაზომბებას და, ფაქტობრივად, ხელს უწყობს ჩვენ წინააღმდეგ კიბერომს. რით ხსნით ამას? მხოლოდ უცოდინრობა თუ მართლაც ამდენი გავლენის აგენტია?
– არაპროფესიონალიზმიც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, მედიის მუშაკთა ძალიან დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ის ხელშეუხებელია და მათთვის ყველაფერი შეიძლება, რაც მცდარია, რადგან მედიის წარმომადგენლებს აქვთ უზარმაზარი პასუხისმგებლობა. ამ პასუხისმგებლობის აღქმის დონე ქართულ ჟურნალისტიკაში ძალიან დაბალია. ქვეყნის სასიკეთოდ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება უზარმაზარი ხელოვნებაა, რომელსაც ბევრს, უბრალოდ, ნიჭის არარსებობის გამო არ მოჰყვება. სახელმწიფოსა და სამშობლოს ცნებები ქართველი ჟურნალისტების ერთი ნაწილის მიერ სრულად იგნორირებულია. მათ შეუძლიათ, შექმნან ისეთი ფონი, რაც ქვეყნის განვითარებას აზიანებს.

скачать dle 11.3