კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 რა სასწაულები ხდება მელანო ფუტკარაძის ოჯახში მისი გარდაცვალების შემდეგ

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  ბათუმში გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ამბავმა სრულიად საქართველო შეძრა. ოჯახის წევრები მელანოს გარდაცვალებას მედიკოსებს აბრალებენ. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. აღდგომას ფუტკარაძეების ოჯახში  სასწაული მოხდა. უფრო დაწვრილებით ამ თემაზე მელანო ფუტკარაძის დედა, ქალბატონი ნარგიზა ქათამაძე გვესაუბრა: აღდგომის ღამეს ჩემი შვილი დამესიზმრა. ფანჯრიდან გადმოვიდა და კარადისკენ წავიდა, ტანსაცმელს ეძებდა. გადმოიღო კაბა, რომელიც მის საყვარელ ფერებშია – ცისფერსა და თეთრში. ეს კაბა გასულ წელს მეგობრის ქორწილისთვის შეიკერა. ვუთხარი, ჭრილობა ეჩვენებინა ჩემთვის – მაინტერესებდა, როგორ ჰქონდა და მიპასუხა, რომ უნდა წასულიყო. ვთხოვე, დარჩენილიყო, რადგან მენატრებოდა. მერე მითხრა, თუ გენატრები, ამ დილით ჩემთან მოდი საფლავზე, ოღონდ ვიდრე მოხვალ, ხმა არავის გასცე და მე იქ დაგხვდებიო. დილის ექვს საათზე ჩუმად გავედი სახლიდან, იმ იმედით, რომ შვილს ვნახავდი. მეგონა, საფლავი გათხრილი იქნებოდა და მის მოფერებას კვლავ შევძლებდი. ტაქსით წავედი სასაფლაოზე. ჩემმა მეუღლემ დამინახა და დამიძახა, მაგრამ ხმა არ გამიცია, როგორც მელანომ მითხრა, ისე მოვიქეცი. ჩემი მაზლი სასაფლაოსთან ახლოს ცხოვრობს და მისთვის დაურეკავს, ნარგიზი წამოვიდა და დახვდიო. მაზლისთვის ხმა არ გამიცია, დავჯექი სასაფლაოზე და ტირილი დავიწყე. ამ დროს ჩემი ქმარი და ჩემი ძმისშვილიც მოვიდნენ. ბავშვმა საფლავის უკანა მხრიდან თუთიყუში დაინახა და თქვა: ნახე, ბიძია, რა ლამაზი ჩიტიაო. ჩემმა მეუღლემ უთხრა, ეს ჩიტი კი არა მელანოს სულიაო. მერე გამახსენდა სიზმარი და ის კაბა, რომელიც სიზმარში წინ დამიდო. ზუსტად მისი ფერები ჰქონდა თუთიყუშს. გამოფრინდა  ჩიტი და ჩემს მაზლს ხელებში ჩააფრინდა, ფართხალებდა, ჭიკჭიკებდა. მერე ჩემმა მაზლმა მე მომაწოდა. თავზე დამაჯდა და ცრემლების მოწმენდა დამიწყო, რამდენი ცრემლიც ჩამომვარდებოდა იმდენს ყლაპავდა, სამი საათის განმავლობაში ასე გაგრძელდა. მერე ჩემს მაზლთან გადავედით, სახლში და ჩემი შვილის საქმრო, ბექაც იქ იყო. თუთიყუშს მოუტანეს გალია და საჭმელი. ბექამ ხელში ჩაიყარა საჭმელი. თუთიყუში ერთ მარცვალს თავად რომ აიღებდა, მეორეს ბექას აძლევდა
– ახლა სახლში გყავთ თუთიყუში?
– დიახ. არსად მიდის, ჩვენთან ცხოვრობს და არ გვშორდება. ჩემმა მეუღლემ მითხრა: გავუშვათ, ვნახოთ რას იზამსო. გადაუფრინა ჩიტმა სასაფლაოს ბარდებს, პალმის ხეზე დაჯდა და მერე ჩემი მეუღლის მხარზე ჩამოფრინდა. აღდგომა თენდებოდა და სასაფლაოზე უამრავი ადამიანი მოდიოდა, ყველა შეესწრო ამ ფაქტს და გაოცებას ვერ მალავდნენ. თუთიყუში ჩვენთან ცხოვრობს, გალიაში არ შედის, ჩემს ქმარს არ სცილდება. ალბათ, იმიტომ, რომ მელანოს სულ ენატრებოდა მამამისი. ყოველდღე საუბრობდნენ, მაგრამ მის მიმართ სულ მონატრება ჰქონდა. ღამე ჩვენთან ერთად სძინავს. დაფრინავს და ჭიკჭიკებს, მილას რომ ვეძახით, რეაგირებს. სხვა სახელზე რეაქცია არ აქვს. ჭამს იმ საჭმელს, რაც ჩემს შვილს უყვარდა: ბანანს, პომიდორს, კიტრს...
– მელანო რეანიმაციაში მონათლეთ, ხომ?
– დიახ, ჩვენ მუსლიმანები ვართ, მაგრამ მელანოს საქმრო ქრისტიანია და მელანოც მზად იყო მოსანათლად, ყველაფერი გამზადებული ჰქონდა და ქორწილის შემდეგ უნდა მონათლულიყო. რეანიმაციაში მოვნათლეთ, როცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, ეს მისი გადარჩენის ერთადერთი გზა იყო... ნიშნობა სექტემბერში გვქონდა, მამამისიც ჩამოვიდა მოსკოვიდან. ქორწილი ახლა უნდა ჰქონოდა, მაგრამ არ დასცალდა... მელანო  ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ გვეყოლა. ეს ერთი შვილი მყავდა და ესეც მომიკლეს.
– მელანოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქამდეც ჰქონდა? რა მოხდა რეალურად?
– არა, არანაირი პრობლემა არ ჰქონია. ერთადერთი, ცხვირის ოპერაცია გაიკეთა, რაც სჭირდებოდა და მერე პლასტიკაც მიაყოლა. ჰემოგლობინი ჰქონდა ხოლმე დაბალი და მეტი არაფერი. ჯანმრთელი შვილი გამომაცალეს ხელიდან. დილით 6 საათზე გამაღვიძა, მუცელი სტკიოდა.  მაშინვე „სასწრაფოს“ გამოვუძახე. ექიმმა გვითხრა, აპენდიციტის ნიშნებიაო და მაშინვე ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადავიყვანეთ. სამი საათის განმავლობაში არავინ შემოსულა, მარტო გადასხმა დაუდგეს და ტკივილგამაყუჩებელი გაუკეთეს. ათი საათისთვის მოვიდა ექოსკოპისტი ეკა ფუტკარაძე, რომელიც ჩვენი ოჯახის ახლობელია. ექოსკოპია გადაუღო, მაგრამ რეალური პრობლემა ვერ დაინახა. საბოლოო დიაგნოზში ეწერა: „მცირე გამონადენი მუცლის ღრუში“, რა გამონადენი იყო ამით არ დაინტერესებულან. სხვა არანაირი გამოკვლევა არ ჩაუტარეს გარდა იმისა, რომ ორსულობის ტესტები გააკეთებინეს.  სულ თავიდან უთხრეს, რომ ვაგინალური გამოკვლევა უნდა ჩაეტარებინათ. მელანომ უთხრა, რომ არ იყო გათხოვილი და მისთვის მსგავსი გამოკვლევის ჩატარება არ შეიძლებოდა. არ დაუჯერეს, უთხრეს: შენნაირი აქ ბევრი მოდის და ჩვენ მაინც უნდა გადავამოწმოთო. ამიტომ ორსულობის ტესტი გააკეთებინეს. პირველი ტესტი რომ გაუკეთეს და უარყოფითი პასუხი აჩვენა, გაფუჭებულია ეს ტესტი, მეორე გაუკეთეთო – ექიმმა. ექთანი შეაყოლეს და მეორეზეც იგივე პასუხი რომ მიიღეს, მერე თქვეს: უი, არ ყოფილა ფეხმძიმედო. ამის შემდეგ გამოვიდა ეკა ფუტკარაძე და ბოდიში მოუხადა, თუმცა, ვის უნდოდა ბოდიში, ბავშვი ტკივილებისგან წელში იყო მოხრილი და დახმარებას ითხოვდა. ტკივილი რომ გაეყუჩებინათ, მორფი გაუკეთეს. ნახა ქირურგმა და არაფერი არ არისო. მკურნალმა ექიმმა დასვა დიაგნოზი: მუცლის შებერილობა და გაუვალობა. ამის კვალობაზე გამოგვწერეს სახლში და წამლები დაგვინიშნეს. მეორე დღეს მუცლის ძლიერი ტკივილები დაეწყო. ისევ გამოვიძახეთ „სასწრაფო“ და დამძიმებულ მდგომარეობაში გადავიყვანეთ საავადმყოფოში, სადაც თქვეს, რომ აპენდიქსი იყო გამსკდარი და სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა. გვეუბნებოდნენ, რომ ძალიან სწრაფად ვრცელდებოდა ჩირქი ორგანიზმში. გაუკეთეს ოპერაცია და გადმოიყვანეს პალატაში. კარგად იყო. დრენაჟი ჰქონდა ჩადგმული, მაგრამ ერთი წვეთი ჩირქი ან სისხლი არ წამოსულა. როგორი გაკეთებული იყო ოპერაცია, არ ვიცი. ან რა საჭირო იყო მაშინ დრენაჟის ჩადგმა... ექთანს ვუთხარი ეს და ყურადღება არ მიაქცია. ღამის თორმეტ საათზე დაეწყო ჰაერის უკმარისობა, საერთოდ არ ჰყოფნიდა ჰაერი. გადაიყვანეს რეანიმაციაში, სისხლის გადასხმაც დაგვიანებით დაუწყეს. ვიდრე რეანიმაციაში შეიყვანდნენ, გონზე იყო, მესაუბრებოდა და მეუბნებოდა, დედა, სახლში წამიყვანეო. მერე გაითიშა, რეანიმაციაში რომ შევედი, თვალები დახუჭული ჰქონდა. როცა გავახელინე, ცრემლი წამოუვიდა, ესმოდა ბავშვს, რასაც ველაპარაკებოდი. ღამის სამ საათზე გარდაიცვალა...
– რა ეტაპზეა გამოძიება?
– გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ჯერ ცნობილი არაფერია. მოწმეები დაკითხულია. ჩატარდა ექსპერტიზა. ჩემი შვილის გარდაცვალებაში დამნაშავე ყველა ექიმი უნდა დაისაჯოს! არც ერთ ექიმს ლიცენზია არ აქვს შეჩერებული და ჩვეულებრივად განაგრძობენ მუშაობას. ეკა ფუტკარაძემ საკუთარი ინიციატივით დაწერა განცხადება, ორი კვირით თურქეთში წავიდა, დაისვენა და ისევ სამსახურში დაბრუნდა.

скачать dle 11.3