კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 აირჩიეთ საჩუქარი – გაიგეთ მომავალი

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

  საჩუქარი ყველას მოსწონს. ალბათ, შეფუთვასაც აქცევთ  ყურადღებას,  ვიდრე  საჩუქარს მიიღებთ, ფიქრობთ და წარმოიდგენთ, როგორი იქნება ის ვიზუალურად. „აირჩიეთ“  თქვენი საჩუქარი   და გაიგეთ, რითი გაგანებივრებთ იღბალი  ახლო  მომავალში.
საჩუქრის „წინასწარმეტყველება“ მალე  აგიხდებათ!
1.  წითელი, კვადრატული კოლოფი ოქროსფერი ბაფთით.
იღბალი თქვენ არ მიგატოვებთ. ის ბედნიერებას მოგიტანთ და უამრავ დაუვიწყარ მოგონებას გაჩუქებთ. მალე თქვენთვის საოცარი დრო დაიწყება, რომელიც ცხოვრებას მთლიანად შეგიცვლით. სასიამოვნო და სასიხარულო სიახლეებისთვის მოემზადეთ.
2. ხავერდის კოლოფი წვრილი, ვერცხლისფერი ბაფთით.
ფიქრობთ, რომ პატარა კოლოფშიც შეიძლება იდოს დიდი საჩუქარი. და ეს სიმართლეა. თქვენი სანუკვარი ოცნების ასრულების დრო დადგა. ძალიან მალე იქნებით ბედნიერი და გახარებული.  წინსვლა გელოდებათ.
3. გულის ფორმის წითელი ყუთი ბაფთით და ყვავილით.
კოლოფის ფორმა, თავისთავად, მეტყველებს იმაზე, რომ სიყვარული თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უკვე დადგა დრო, როცა თქვენს ცხოვრებაში შემოდის ადამიანი, რომელიც ბედნიერებით აგავსებთ. ყველაფერი შეიცვლება. ყოველი დღე სიხარულით აგავსებთ.
4. დიდი  ოქროსფერი  კოლოფი ოქროსფერი ბაფთით
საჩუქრის ოქროსფერი ბაფთა ბევრზე მეტყველებს – ძალიან შემოსავლიანი პერიოდი  გექნებათ.  ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული.  იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლის ახალ წყაროებს მონახავთ, აუცილებლად გაგიმართლებთ. სულ  ცოტა მონდომება და პრობლემები  თითქოს თავისთავად მოგვარდება.

скачать dle 11.3