კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 3-დღიანი ცხიმის სწრაფად დამწველი დიეტა

ნინო კანდელაკი ანი რევია

  კვების ასეთი რაციონით 3 დღის განმავლობაში, დაახლოებით, 3 კილოგრამს დაიკლებთ. პროდუქტები, რომელიც ამ დიეტაში შედის, ამცირებს მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს ცხიმის სწრაფად წვას. სასურველია, დღის განმავლობაში, მიიღოთ 2 ლიტრამდე წყალი. იმ შემთხვევაში, თუკი იგრძნობთ, რომ სამჯერადი კვება თქვენთვის არადამაკმაყოფილებელია, საუზმესა და ვახშამს შორის შეგიძლიათ, მიირთვათ მაწონი ან დაბალპროცენტიანი კეფირი.
გაითვალისწინეთ, თუ დიეტის დასრულების შემდეგ ძველებური რეჟიმით გააგრძელებთ კვებას, დაკლებული კილოგრამები უკან დაგიბრუნდებათ. ეცადეთ, დაბალანსებული დიეტა დაიცვათ, რომელშიც მრავალფეროვანი პროდუქტები შედის. აკონტროლეთ დღის განმავლობაში მიღებული კალორიების რაოდენობა.
პირველი დღე
საუზმე: გრეიპფრუტის ახალგამოწურული წვენი და 1 ნაჭერი დატოსტერებული პური, ცოტა არაქისის კარაქით.
სადილი: კიტრისა და პომიდვრის სალათა, ზეითუნის ზეთითა და სალათის ფურცლებით.
ვახშამი: 100 გრამი ქათმის თეთრი ხორცი, 100 გრამ გახეხილ სტაფილოსა და 1 ცალ გახეხილ ვაშლის სალათთან ერთად.
მეორე დღე
საუზმე: 1 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 ნაჭერი ტოსტერში გახუხული პური, 1 ჭიქა უშაქრო მწვანე ჩაი.
სადილი: ისპანახის ფხალი, 100 გრამი დაბალკალორიული ხაჭო, 1 ჭიქა გრეიპფრუტის წვენი.
ვახშამი: 50 გრამი ბროკოლის, 50 გრამი გახეხილი სტაფილოსა და 1 ცალი მწვანე ვაშლის სალათა.
მესამე დღე
საუზმე: 1 ნაჭერი ყველი, 1 ნაჭერი ტოსტერში გახუხული პური, უშაქრო ყავა ან ჩაი.
სადილი:  წვრილად დაჭრილი კომბოსტოსა და გახეხილი სტაფილოს სალათა ლიმონის წვენითა და ზეითუნის ზეთით.
ვახშამი: 1 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 ნაჭერი ტოსტერში გახუხული პური, 1 ჭიქა მწვანე უშაქრო ჩაი.


скачать dle 11.3