კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 კანის სამკურნალო და მოვლის საშუალებები ვარდის ფურცლებისგან

ნინო კანდელაკი ანი რევია

  ვარდის ფურცელი ორგანიზმისთვის საჭირო ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ისეთ ვიტამინებს, როგორიცაა C, B, K, ასევე თუთიას, ფოსფორს, მანგანუმს, ქრომსა და მოლიბდენს. მდიდარია კალციუმით, რკინით, სპილენძითა და კალიუმით. ვარდის სამკურნალო ელექსირის მოსამზადებლად, უნდა გამოიყენოთ გაშლილი ვარდის ფურცლები, რომლებიც ჯერ არ არის დამჭკნარი, მაგრამ შეხებისას ადვილად ცვივა. ფურცლები ფენებად მოათავსეთ შუშის ქილაში. ფენებს შორის დააყარეთ შაქარი, კარგად ჩაპრესეთ, დაახურეთ თავსახური და შედგით მაცივარში. დროთა განმავლობაში გამოიყოფა წვენი, რომელიც ადნობს შაქარს და ქმნის გემრიელ და სამკურნალო ქარვისფერ სიროფს, სურნელოვანი არომატით. ვარდის სამკურნალო ბალზამი შეგიძლიათ მიირთვად დესერტის სახით ცალკე ან ჩაისთან.
  კოსმეტიკაში ვარდის ფურცლებს იყენებენ მგრძნობიარე და თხელი კანის დროს. ისინი აფერხებენ კანის დაბერების პროცესს და ხელს უწყობენ მისი დამცავი ფუნქციების აღდგენას. კანის დაავადებების სამკურნალოდ უკეთესია, გამოიყენოთ ვარდის ახალი ფურცლები, რადგან სწორედ მათ აქვთ ანტიბაქტერიული თვისებები. ფერიმჭამელების, ფსორიაზის, ეგზემისა და კანის სხვა პრობლემის მოშორება გასრესილი ვარდის ფურცლების დაზიანებულ ადგილას დადებით შეიძლება.
  კანის მკვებავი ვარდის ზეთის მომზადება: 1 ჭიქა გამხმარი ვარდის ფურცლები მოათავსეთ მომინანქრებულ ქვაბში და დაასხით 1 ჭიქა ზეითუნის ზეთი. ჩადგით ქვაბი ცხელ წყალში, მიიყვანეთ წყალი დუღილამდე და დატოვეთ ნელ ცეცხლზე, დაახლოებით, 2 საათით. შემდეგ, გადმოდგით და როცა გაცივდება, გაწურეთ. გამოიყენეთ როგორც მშრალი, ისე ნორმალური კანის მკვებავ საშუალებად.
ვარდის ზეთი სახიდან ლაქების მოსაშორებლად: აფთიაქში შეიძინეთ ვარდის ზეთი. წაისვით სახეზე და ნახევარი საათით გაიჩერეთ, შემდეგ ჩამოიბანეთ. ეს ზეთი ასტიმულირებს კანის რეგენერაციას უჯრედულ დონეზე, აქვს მზის სხივებისგან გამოწვეული და ასაკობრივი პიგმენტური ლაქების გაუფერულების თვისება. ვარდის ზეთი ინტენსიურად ატენიანებს მშრალ და გაუხეშებულ კანს, უზრუნველყოფს მის ჯანსაღ ფერს, კვებავს მას. გარდა ამისა, ის აძლიერებს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციონირებას.
  ვარდის ეთერზეთის ნიღაბი სახის კანის გასაახალგაზრდავებლად: 4 წვეთ ვარდის ზეთს დაამატეთ 2 წვეთი ზეითუნის ზეთი და წაისვით დაბანილ და სუფთა სახეზე. დროდადრო თითებით სახის მსუბუქი მასაჟიც გაიკეთეთ. 15 წუთის შემდეგ კი სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურა ჩაიტარეთ ძილის წინ.
  თვალის გარშემო კანის კვება: 2 წვეთი ვარდის ზეთი დააწვეთეთ ბამბის დისკზე, მსუბუქი დაჭერით წაისვით თვალის გარშემო. გაიჩერეთ 10 წუთი და შემდეგ ქაღალდის ხელსახოცით ფრთხილად მოიცილეთ. ჩაიტარეთ ეს პროცედურა ყოველ საღამოს, ძილის წინ. დილით კი თავად შეამჩნევთ შედეგს.ვარდის ზეთის თვალის გარშემო წასმა ხსნის ქუთუთოების შეშუპებას, აქრობს მუქ წრეებს.
  თუ ბაღში თავად ახარებთ ვარდებს და მავნებლებისგან დასაცავად შხამ-ქიმიკატებს არ ასხურებთ, შეაგროვეთ ფურცლები, 1 მუჭას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ ნაყენი, ჩაასხით ფორმებში და გაყინეთ. ყოველ დილა-საღამოს ასეთი ყინულით დაიზილეთ სახე. მას შესანიშნავი მატონიზებელი ეფექტი აქვს, ავიწროებს ფორებს, ამკვრივებს და აჯანსაღებს კანს. ასევე, შუშის ჭურჭელში მჭიდროდ ჩატკეპნეთ ვარდის ფურცლები, დაასხით სპირტი და მჭიდროთ დაახურეთ თავი. დადგით 2 კვირით გრილ და ბნელ ადგილას. შემდეგ ნაყენი გადმოასხით და დარჩენილი ფურცლები გამოწურეთ. მიიღებთ ვარდის წყალს, რომლის გამოყენება შეიძლება თბილ წყალში 1:2 თანაფარდობით მისი გაზავების შემდეგ.
  ვარდის აბაზანა რუჯის მიღების პროცესში: აურიეთ ერთმანეთში 10 წვეთი ვარდის ზეთი და 3 სუფრის კოვზი ცხიმიანი ნაღები. ჩაასხით თბილი წყლით სავსე აბაზანაში და ჩაწექით. ნაღები კვებავს კანს, ვარდის ზეთი კი ატენიანებს. ასეთი პროცედურა ძალიან სასარგებლოა მზის აბაზანებისა და სოლარიუმში გარუჯვის შემდეგ. ის აახალგაზრდავებს კანს, უბრუნებს მას სიმკვრივესა და ელასტიკურობას, აწესრიგებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას, აუმჯობესებს ფერს.
  კანის გამამკვრივებელი ვარდის ფურცლების ლოსიონი: 50 გრამ ვარდის ფურცელს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში. როცა გაცივდება, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი სოდა და კარგად აურიეთ. ვარდის წყალი მზადაა. 5 სუფრის კოვზ ვარდის წყალს, დაამატეთ 2 სუფრის კოვზი გლიცერინი და 3 სუფრის კოვზი ნებისმიერი ციტრუსის, მაგალითად, ლიმონის, ფორთოხლის, ლაიმის ან გრეიპფრუტის ახალდაწურული წვენი. ასეთი ლოსიონის გამოყენების შემდეგ კანი საოცრად ნაზი და ხავერდოვანი ხდება.

скачать dle 11.3