კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 შეკითხვა ასტროლოგს

  კითხვა: დავიბადე 1970 წლის 11 ივნისს. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია და რა გავაკეთო წარმატებების მისაღწევად?
  პასუხი: თქვენი კარმული მისია უკავშირდება იმას, რომ მეტად გამოავლინოთ თქვენი ხასიათის დადებითი შტრიხები; იყავით ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მომთმენი, შრომისმოყვარე, ნებისყოფიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანად მხარჯველი და მარტოხელა მებრძოლი; საქმეს მეტი სერიოზულობით მიუდექით. გამოავლინეთ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სადაც საჭიროა, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეთ კიდეც. გამოავლინეთ ლიდერულ-ორგანიზატორული მონაცემები. იყავით მაქსიმალისტი, იბრძოლეთ კარიერული წინსვლისთვის, დაასტაბილურეთ საოჯახო ურთიერთობები. ეს ყოველივე განაპირობებს თქვენს წარმატებებს ცხოვრებაში.
  კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2002 წლის 17 აგვისტოს, 15 საათზე. რომელ პროფესიაში მიაღწევს მეტ წარმატებას და რა არის მისი კარმული მისია?
  პასუხი: მისი კარმული მისიაა, იყოს მეტად აქტიური, ენერგიული, შეძლოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, წარმოაჩინოს ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებები, სადაც საჭიროა, გამოავლინოს უშიშარი, მებრძოლი სულისკვეთება. ამავდროულად, იყოს ოპტიმისტი, კეთილშობილი, კომუნიკაბელური. ასევე დაეყრდნოს ცოდნის ბაზას, პრაქტიკულად გადაანაწილოს და ხარჯოს თანხები. დაიცვას სისუფთავე და წესრიგი, უნდა იყოს პასუხისმგებლიანი, იმუშაოს ზედაპირულობისა და მიფუჩეჩების გარეშე. ასევე, უნდა იყოს მიზანსწრაფული და მარტოხელა მებრძოლი. ამით ის დადგება სწორ კოსმიურ ევოლუციურ გზაზე და წარმატებებსაც ადვილად მიაღწევს. მისი კოსმიური მისია უკავშირდება უცხოეთს. ამიტომ, აუცილებელია, დიდი დრო გაატაროს იქ და შეიძინოს ცოდნა და გამოცდილება. პროფესიებიდან კი კარგია: მედიცინის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფერო, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია, პედაგოგიური მოღვაწეობა ან ბიზნესი, ლინგვისტიკა, სოციოლოგია, ავტომატიკის, ტელემექანიკის, კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის ბიზნესი ან შემოქმედება, პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე. იურისპრუდენცია, ტურიზმი, ტერიტორიული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, ფოტოგრაფის ხელოვნება ან ბიზნესი, სპორტის ფართო სპექტრი, ფილოსოფია და ფსიქოლოგია.
скачать dle 11.3