კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 ბერიას მიერ ჩატარებული გრანდიოზული ოპერაცია

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  ლავრენტი ბერიას მიერ განხორციელებულ პროექტებს შორის ყველაზე მნიშვნელოვნად საბჭოთა ატომური ბომბის შექმნაა მიჩნეული. თუმცა, ზოგიერთი მკვლევარი სხვაგვარად ფიქრობს... ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი რომან შიბაევი წერს: „საბჭოთა ატომური ბომბის შექმნა ცალსახად ბერიას მიღწევა იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირი მსოფლიოში მეორე თერმობირთვულ სახელმწიფოდ გადააქცია. ეს პროექტი ლავრენტი ბერიას ნომერ პირველ მიღწევად ითვლება. თუმცა, მთლად ასე არაა და არსებობს კიდევ ერთი, რომელიც ატომურ პროექტზე წინ თუ არა, მის გვერდით უნდა იდგეს, რადგან რომ არა ის, არ იქნებოდა არც ჰიტლერის დამარცხება და ბუნებრივია, არც ატომური ბომბი საბჭოეთისთვის, რადგან თავად საბჭოეთი აღარ იარსებებდა. პროექტი, რომელზეც ვლაპარაკობ, უმოკლეს ვადებში განხორციელდა და თავისი გრანდიოზულობითა და ეფექტურობით დღემდე იწვევს გაოცებას. ეს პროექტია საბჭოთა ინდუსტრიის ევაკუაცია ევროპული ნაწილიდან ურალის მთებს იქით. ეს იყო თავისი მასშტაბებით გრანდიოზული და საიუველირო სიზუსტით შესასრულებული ოპერაცია, რომელიც უმოკლეს ვადებში განხორციელდა. სატანკო მრეწველობის სახალხო კომისარი (მინისტრი) ვიაჩესლავ მალიშევი იხსენებდა: „ჰიტლერთან რომ დიდი ომი იყო მოსალოდნელი, ყველამ ვიცოდით და სათანადოდაც ვემზადებოდით. არსებობდა, აგრეთვე, სამხედრო მრეწველობის ევაკუაციის გეგმაც, რომელზე პასუხისმგებელიც სარკინიგზო ტრანსპორტის კომისარი ლაზარ კაგანოვიჩი იყო. მოხდა ისე, რომ ფაშისტებმა ძალიან სწრაფად წაიწიეს წინ და კაგანოვიჩმა ევაკუაციის გეგმის განხორციელებას თავი ვერ მოაბა. 1941 წლის 25 აგვისტოს კრემლში, სტალინთან გაფართოებული თათბირი გაიმართა და მასზე სტალინმა მიწასთან გაასწორა კაგანოვიჩი (მიკვირს, რომ არ დახვრიტა), შემდეგ კი იქვე ბერიას დაავალა, ეს საქმე მას აეღო ხელში და ორი თვის ვადაში გეგმა განეხორციელებინა. გუშინდელივით მახსოვს სტალინის მიერ მრისხანე სახით წარმოთქმული სიტყვები:
– სამ თვეში ყველა ქარხანა უკვე ურალის მთებს იქით უნდა იყოს ევაკუირებული და ხარისხიან პროდუქციას უშვებდესო. კაგანოვიჩს სახეზე ფერი არ ედო. ცარცივით იყო გაფითრებული და ალბათ, სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს ითვლიდა. ეს, ასეც მოხდებოდა, ბერიას რომ არ გადაერჩინა. მან (ბერიამ) სტალინს უთხრა:
– ამხანაგო სტალინ, დასახული ამოცანის შესასრულებლად ამხანაგი კაგანოვიჩი ჩემს მოადგილედ  უნდა დაინიშნოს და ამის დადასტურებას გთხოვთ.
ეს, ფაქტობრივად, კაგანოვიჩის სახრჩობელიდან მოხსნის ტოლფასი სვლა იყო. ბერიას სიტყვებზე სტალინი შეცბა და კოპებშეკრულმა უთხრა:
– რაში უნდა გამოიყენო კაცი, რომელმაც დავალება ვერ შეასრულა?
– ამხანაგო სტალინ, ამხანაგ კაგანოვიჩს რკინიგზაზე დიდი ავტორიტეტი და გამოცდილება აქვს და მის გარეშე ევაკუაცია არ გამოვა, – მტკიცედ თქვა ბერიამ.
– თუ ასეა, წაიყვანე, მაგრამ იცოდე, ლავრენტი, რომ მთელი პასუხისმგებლობა ახლა შენზეა და ფეხი რომ დაგიცდეს, უკვე ვეღარაფერი გიშველის, – მიუგო სტალინმა.
  აშკარაზე აშკარა იყო, რომ ბერიამ კაგანოვიჩი უეჭველი სიკვდილისგან იხსნა, რადგან სტალინი მას ევაკუაციის გეგმის ჩაგდებას არ აპატიებდა. იქვე ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მეც შევდიოდი და როგორც კი სტალინის კაბინეტიდან გამოვედით, სპეციალურად გამოყოფილ ოთახში გადავინაცვლეთ. იქ ბერიამ პირველი თათბირი ჩაატარა. იქვე შევადგინეთ მოქმედების გეგმა და მეორე დღეს „საევაკუაციო მანქანა სრული სვლით დაიქოქა“. ბერიამ ჩვეული პროფესიონალიზმით მოჰკიდა ხელი  საქმეს და დღე-ღამეს ვასწორებდით...“
  ძალზედ საგულისხმო ფაქტია ის, რომ ლაზარ კაგანოვიჩი ერთ-ერთი პირველი მიემხრო ანტიბერიულ შეთქმულებას. არადა, რომ არა ბერია, სტალინი მას (კაგანოვიჩს) 1941 წლის აგვისტოში სიკვდილით დასჯიდა. ვიაჩესლავ მალიშევი წერდა: „ბერიამ ფანტასტიკური რამ შეძლო. სტალინის მიერ მიცემული სამი თვის ვადა სამ  კვირამდე შეამცირა და 21 დღის შემდეგ საბჭოთა კავშირის მრეწველობის 95 პროცენტი უკვე ურალის მთებს იქით იყო ევაკუირებული და პროდუქციას უშვებდა. შთამბეჭდავია რიცხვები, რომლებითაც ეს გრანდიოზული ღონისძიება გამოისახება. 21 დღის განმავლობაში ბერიამ მოახერხა 2 მილიონი ვაგონის ურალს იქით გადასროლა. ევაკუირებული იყო 12 ათასი მსხვილი საწარმო და 4 მილიონი ადამიანი (მუშა-მოსამსახურეები, ინჟინრები და ადმინისტრაცია). ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ ქარხნების ევაკუაციისას (დაშლა-აწყობის დროს) ერთი ჭანჭიკიც კი არ დაკარგულა და რადგან ურალს იქით უკვე 15 სექტემბერს ყინვები დაიჭირა, ადამიანებს უმძიმეს პირობებში უხდებოდათ მუშაობა. რომ არა ეს გრანდიოზული ოპერაცია, ჩვენ ამ ომში ვერასგზით გავიმარჯვებდით და ამაში ლომის წილი ლავრენტი ბერიას ეკუთვნის“.
  ამ გრანდიოზულ ოპერაციას თავისი ტრაგიკული გმირებიც ჰყავდა. ერთ-ერთი ასეთი გმირი იყო ჩელიაბინსკის სატრანსპორტო ქარხნის დირექტორი ივანე პოგორელოვი. 29 აგვისტოს ბერიამ პოგორელოვს დაურეკა და უთხრა, რომ სამი კვირის ვადაში ქარხანას ტრაქტორების მაგივრად უკვე ტანკები უნდა გამოეშვა. დირექტორმა ყურმილი დადო და პისტოლეტით თავი მოიკლა, რადგან ეს ამოცანა გადაუჭრელად მიაჩნდა. მის მაგივრად დანიშნულმა სომოვმა კი უკვე 17 დღის მერე შეძლო ტანკების გამოშვება. ბერიამ სომოვს გმირობა მიანიჭა. თუმცა არც პოგორელოვი დავიწყებია და მის ოჯახს დახმარება დაუნიშნა. ასე შეძლო ბერიამ საბჭოთა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის 7 ათას კილომეტრზე გადასროლა, რამაც საბჭოთა კავშირს ომი მოაგებინა“.

скачать dle 11.3