კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 ექიმის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს, რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული თავის მხოლოდ მარცხენა მხრის ჭარბი ოფლიანობა და ამავდროულად, მარცხენა ხელის დაბუჟება?
პასუხი: თავის მხოლოდ მარცხენა ნაწილის ოფლიანობა რომელიმე კონკრეტული პათოლოგიისთვის არ არის დამახასიათებელი (შეიძლება, ძირითადად, მარცხენა მხარეს გძინავთ). რაც შეეხება მარცხენა ხელის დაბუჟებას, ამის მიზეზი შეიძლება, ხერხემლის კისრის ნაწილის მალების ოსტეოქონდროზი იყოს, ან ამ ხელში სისხლძარღვების ან ნერვის პათოლოგია. აუცილებლად მიმართეთ ნევროლოგს.
კითხვა: ვარ 15 წლის გოგო. მინდა სიმაღლეში მომატება, მირჩიეს სტატურანი. მაინტერესებს ეს პრეპარატი საშიში ხომ არაა ჯანმრთელობისთვის?
პასუხი: სტატურანი ინიშნება 15 წლამდე გოგონებში და 18 წლამდე ბიჭებში (თუ რენტგენოლოგიურად დადასტურდა, რომ ზრდის უნარი ორგანიზმს ჯერ კიდევ გააჩნია, პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს გოგონებში 18 წლამდე და ბიჭებში 20 წლამდე). ეს არის პოლივიტამინური კომპლექსი. შესაძლოა, პრეპარატი თქვენთვის ეფექტური იყოს, მაგრამ უნდა დადგინდეს ზრდის შეჩერების მიზეზი, თუ მას ჰორმონული საფუძველი აქვს, სტატურანი არ იქნება საკმარისი, რჩევისათვის უნდა მიმართოთ ექიმ-ენდოკრინოლოგს. სტატურანი უკუნაჩვენებია იოდის აუტანლობის დროს.
კითხვა: ვარ 16 წლის. დაახლოებით ერთი წელია, წვერის გაპარსვა დავიწყე. გავრცელებული აზრია, როდესაც ბიჭი წვერის პარსვას იწყებს, ის სიმაღლეში ზრდას წყვეტსო. არსებობს რამე კონკრეტული კავშირი ამ ორ ფაქტს შორის?
პასუხი: ეს არ არის მართალი, უბრალოდ, მეორადი სასქესო ნიშნების განვითარებისა და წვერ-ულვაშის ამოსვლის შემდეგ ზრდა სწრაფი აღარ არის.
კითხვა: მაინტერესებს, მაქსიმუმ, რა ასაკში შეიძლება, დაუბოხდეს ხმა მოზარდ ბიჭს?
პასუხი: ხმის დაბოხება უკავშირდება სისხლში მამაკაცური ჰორმონი ტესტოსტერონის დონის მატებას და ამასთანავე, სახმო იოგების გასქელებას. გარდატეხის ასაკის ხანგრძლივობა მეტად ინდივიდუალურია და, ხშირ შემთხვევაში, 17-18 წლამდეც გრძელდება.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3