კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 დაფნა – თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  დაფნა სამკურნალო მცენარეებს მიეკუთვნება. მისი ფოთლები უკვე დიდი ხანია, ცნობილია თავისი სამკურნალო თვისებებით. დაფნა მდიდარი ქიმიური შემადგენლობის გამო დადებით ეფექტს ახდენს ორგანიზმზე. ფოთოლი გამოიყენება როგორც პირდაპირი სახით, ასევე სხვა მცენარეებთან კომბინაციაში, რაც ძალიან კარგ შედეგებს იძლევა.
  სახსრებში ტკივილის მოსახსნელად – 10 გრამ დაფნის ფოთოლს დაასხით 150 მილილიტრი ადუღებული წყალი და 3 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე ადუღეთ. მოცემული ნაყენი დალიეთ, სანამ  გაცივდება. რაც შეეხება დროს, ნაყენის მიღება აუცილებელია პირველად ჭამამდე ნახევარი საათით ადრე და ჭამიდან ერთი საათის შემდეგ.
პროცედურა გაიმეორეთ 3 დღე ზედიზედ 2 კვირის განმავლობაში. 3 დღე სვით, ოთხი დღე დაისვენეთ. მომდევნო კვირას კვლავ გაიმეორეთ.
კურსის ხელახლა გავლა რეკომენდებულია მხოლოდ 6 თვის შემდეგ. ამასთან, დაიმახსოვრეთ, რომ ნაყენის მიღების სამდღიან პერიოდში უნდა იკვებოთ მხოლოდ ვეგეტარიანული საკვებით. აკრძალულია ალკოჰოლის მიღება!
  მადისა და წონის კლებისთვის – ჩააწყვეთ ჩაიდანში დაფნის რამდენიმე ფოთოლი. დაუმატეთ დარიჩინი და წამოადუღეთ. გააჩერეთ 5 წუთის განმავლობაში. რეკომენდებულია, ერთი ჭიქა ნაყენის მიღება დღეში ერთხელ. თუ თქვენ არ გაწუხებთ კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ნაყენი 20 დღის განმავლობაში მიიღეთ, მომდევნო 10 დღე კი, შეისვენეთ. შემდეგ კვლავ განაგრძეთ მიღება.
  დაფნის ფოთლები შეგიძლიათ გამოიყენოთ იმ ოთახის სადეზინფექციოდ, სადაც ავადმყოფი იმყოფება. ამისთვის რამდენიმე ფოთოლს დაასხით ადუღებული წყალი, დააყენეთ 15 წუთი, შემდეგ გადმოღვარეთ თეფშზე – მთელი ოთახი დაფნის ფოთლის არომატით აივსება და ავადმყოფობის გამომწვევი ბაქტერიებისაგან გაიწმინდება.
  ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ – ოსტეოქონდროზი ხშირად ხდება წელისა და ხერხემლის ტკივილის მიზეზი. ტკივილის დასაამებლად დაფნის ფოთლის სამკურნალო ზეთისა და ნაყენის რეცეპტს შემოგთავაზებთ.
დაფნის ფოთოლი დააქუცმაცეთ. 1-2 სადილის კოვზს დაასხით 1 ჭიქა ზეითუნის ზეთი. 15 დღე თბილ ადგილას გააჩერეთ. ეს ზეთი მტკივან ადგილას უნდა შეიზილოთ და შემდეგ თბილად შეიფუთოთ. მისი წასმა უმჯობესია ღამით.
ნაყენის მოსამზადებლად აიღეთ 1 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ფოთოლი და დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი. დააფარეთ, შეფუთეთ და დატოვეთ 4 საათი. შეგიძლიათ, თერმოსში მოამზადოთ. შემდეგ გაწურეთ. ეს 1 დოზაა, რომელიც 12 საათის განმავლობაში პატარა ყლუპებით უნდა მიიღოთ. მკურნალობის კურსი 4 დღეა.
  ფეხის ოფლიანობა და არასასიამოვნო სუნი – 40 მშრალ, დაქუცმაცებულ დაფნის ფოთოლს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი და ადუღეთ 5 წუთი დაბალ ცეცხლზე. მიღებულ ნაყენში გააჩერეთ ფეხები 15 წუთის განმავლობაში. მიიღეთ ასეთი აბაზანა დღეში ერთხელ. კურსის ხანგრძლივობა – 7 დღე. აუცილებლობის შემთხვევაში კურსი გაიმეორეთ 10 დღის მერე.
ყურის დაავადებები – 2 სადილის კოვზ მშრალ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი და დააყენეთ 2 საათის განმავლობაში. ნაყენი გამოიყენება ყურის გამოსარეცხად ან ყურში ჩასაწვეთებლად. უნდა ჩაიწვეთოთ დღეში მხოლოდ ერთხელ და შემდეგ ყურში უნდა ჩაიდოთ ბამბის ტამპონი.
  ყელის სიმსივნე – 2 ჩაის ჭიქა დაქუცმაცებულ დაფნის ფოთოლს დაასხით 1 ლიტრი 70-პროცენტიანი სპირტი. 14 დღის განმავლობაში დადგით ბნელ ადგილას და პერიოდულად შეანჯღრიეთ. 14 დღის შემდეგ ნაყენი გაწურეთ 3 ფენა დოლბანდში. მიიღეთ 1 სადილის კოვზი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
скачать dle 11.3