კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 ანალური ქავილის მიზეზები და გამოსავალი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ანალური ქავილი მხოლოდ უსიამოვნო შეგრძნებებს კი არა, ანალური მიდამოს კანის დაზიანებასაც იწვევს. კანი ან შრება, ან სკდება და შედეგად ქავილიც უფრო მეტად მძაფრდება. ანალური ქავილის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება და შეუძლებელიცაა – ის ხომ ყოველთვის უფრო სერიოზული დაავადებების თანამგზავრია.
ანალურ ქავილს რამდენიმე მიზეზი აქვს.
 1. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი სწორი ნაწლავის დაავადებაა. ჰემოროი, სწორი ნაწლავის გამოვარდნა ან ანალური ნაპრალი შესაძლოა, თავდაპირველად არც ჩანდეს, მაგრამ მათგან გამოწვეული პირველი სიმპტომი – ანალური ქავილი, საკმაოდ დიდ უსიამოვნებას მოგაყენებთ.
 2. ანალური ქავილის მეორე მიზეზია ჭიები. პატარა პარაზიტები მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ გვაძლევენ. ესენი უმეტესად მახვილა ჭიები არიან. საბედნიეროდ, მათგან თავის დაღწევა იოლია.
 3. ყურადღება უნდა მიექცეს სასქესო ორგანოების ჯანმრთელობასაც. ამ ორგანოთა დაავადებები არცთუ იშვიათად იქცევა ანალური ნაპრალის მიდამოს ქავილის მიზეზად. რა თქმა უნდა, ამ დაავადებების ნებაზე მიშვება არ შეიძლება, რადგან შედეგები ზოგჯერ ძალზე მძიმეა. სასქესო ორგანოების მიდამოში არსებული ბაქტერიები შესაძლოა, ანალური ნაპრალისკენ გავრცელდნენ, სადაც მეტად ხელსაყრელი პირობებია მათი გამრავლებისთვის. ქავილის მიზეზად შესაძლოა იქცეს სოკოც, კერძოდ, კანდიდა – რძიანას გამომწვევი. ამ დროს ხანგრძლივი მკურნალობაა საჭირო, სხვაგვარად სოკო მოგვიანებით ისევ შეგვახსენებს თავს.
 4. შეკრულობა მრავალ პრობლემას იწვევს. ერთი მათგანი ანალური ქავილია. თუ შეკრულობას უმკურნალებთ, ადვილად დაამარცხებთ ქავილს და სიმშვიდესაც დაიბრუნებთ.
 5. სოკოვანი დაზიანება და არასათანადო პირადი ჰიგიენა ანალური მიდამოს გაღიზიანებას იწვევს. სხვათა შორის, გადაჭარბებულმა ჰიგიენამაც შეიძლება გავნოთ, ამასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება.
ანალური ქავილის
შემსუბუქება
  თუ უსიამოვნო შეგრძნება მეტისმეტად გაწუხებთ, გაითვალისწინეთ რეკომენდაციები, რომლებიც ქავილს შეგიმსუბუქებთ. თუმცა, ეს განკურნების გზა არ არის, ექიმთან ვიზიტი მაინც დაგჭირდებათ. ერთ-ერთ შემამსუბუქებელ საშუალებად მიიჩნევა აბაზანები, რომლებიც ამშვიდებს და არბილებს კანს. თუ მშრალი კანი არ  გაქვთ, აბაზანებისთვის შეიძლება, გამოიყენოთ გვირილის ან სალბის ნაყენი. მშრალი კანის შემთხვევაში, თუ ანთებადია, მუხის ქერქის ნახარში მოგიხდებათ. ქავილს შეამცირებს ანტიჰისტამინური მალამოც, რა თქმა უნდა, უკუჩვენებათა გათვალისწინებით. არანაკლები მნიშვნელობა აქვს ჰიგიენას, მაგრამ გადამეტება არც აქ შეიძლება. ეცადეთ, ანალური მიდამო ყოველთვის მშრალი გქონდეთ. ამისთვის ატარეთ ნატურალური ქსოვილის საცვლები და გამოიყენეთ სპეციალური ჰიგროსკოპიული საფენი, რომელსაც დუნდულა კუნთებს შორის ათავსებენ. დაბოლოს, გახსოვდეთ, გახანგრძლივებული ანალური ქავილის დროს ექიმთან დროულად მისვლა და მისი რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება გამოჯანმრთელებისა და მრავალი სერიოზული დაავადების ადრეულ სტადიაზე შეჩერების საწინდარია.

скачать dle 11.3