კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 როდის ჰქონდათ კოკო და მარიამ როინიშვილებს ხოცვა-ჟლეტა და შერიგდნენ თუ არა გია როინიშვილი და თამრიკო ჭოხონელიძე

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  მსახიობ კოკო როინიშვილისადმი ინტერესი ყოველთვის დიდია, ისევე, როგორც მისი ოჯახის თითოეული წევრისადმი. კოკო მარჯანიშვილის მსახიობია და თეატრში აქტიური პერიოდი აქვს, პარალელურად, ცოტა ხნის წინ, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებშიც“ გამოჩნდა.
კოკო როინიშვილი: ჩემი პერსონაჟი მწერალი ბიჭია და მგონი, საინტერესო ტიპაჟია. არ ვიცი, რა იქნება მომავალში, მაგრამ ჯერ მომწონს და მიხარია, რომ ძალიან ძლიერ მსახიობებთან მიწევს მუშაობა. არ ვიცი, რამდენი ხნით, მაგრამ კარგია, რომ მეც ამ კოლექტივის ნაწილი გავხდი. სერიალი ზრდის მსახიობს. ჩარჩოებში მოქცევა თეატრშიც შეიძლება, კინოშიც და სერიალშიც. ეს თავად შემსრულებელსა და რეჟისორზეა დამოკიდებული. არასდროს შემშინებია, სერიალმა არ დამშტამპოს-მეთქი. თეატრსა და კინოს შორის განსხვავება დიდია, მაგრამ ორივეგან შეგიძლია, ისე გააკეთო შენი საქმე, რომ საკუთარ თავსაც მიაყენო სიამოვნება და მაყურებელსაც.
– კაკაჩიასთან ურთიერთობა როგორია?
– ძალიან საინტერესო. გამოჩნდა, რომ კაკაჩიას მოსწონს ეს ახალგაზრდა მწერალი და ურთიერთობა უკვე საინტერესო ფაზაში გადადის. ბევრი რამ სხვადასხვანაირად ესმით, მაგრამ ცხოვრებაც ხომ ასეთია – საერთო აზრამდე ორი სხვადასხვა აზრის ჭიდილის  შედეგად მივდივართ. რეალურად კაკაჩიასნაირი ტიპები ძალიან ბევრნი არიან. შეიძლება, კაკაჩიასთან მე უფრო მეტი კონფლიქტი მომსვლოდა, ჩემი პერსონაჟივით დამთმობი არ ვიქნებოდი. პარალელურად, მარჯანიშვილის თეატრში დატვირთული პერიოდი მაქვს – რეპეტიციები, სპექტაკლები, პრემიერა.
– როგორც ვიცი, შენი მეუღლე, ანიც, პრემიერისთვის ემზადება. არ გიჭირთ ამ ტემპით ცხოვრება?
– რთულია, მაგრამ საინტერესოც. მაროს მარტო ვერ დავტოვებთ. გვყავს შესანიშნავი ძიძა, რომელიც კვირაში სამი დღე ჩვენთანაა. დანარჩენ დღეებში ვცდილობთ, როგორღაც გადავინაწილოთ დრო, რომ მაროსთან ყოფნა მოვახერხოთ. ახლა ანის ძალიან აქტიური ფაზა აქვს. სულ ცოტა ხანში პრემიერა იქნება და მე უფრო მეტ დროს ვატარებ მაროსთან. ზოგადად, როლზე მუშაობა ძალიან მოქმედებს ნერვებზე. ამიტომაცაა მსახიობობა რთული, საკუთარ პერსონაჟზე ძალიან ბევრს ფიქრობ. თან, როცა პარალელურად, რამდენიმე განსხვავებულ როლს თამაშობ. ხან ტრაგედიაზე ფიქრით ხარ მოცული, ხან – კომედიაზე. თუმცა არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ორი ხელოვანის ერთად ცხოვრება რთულია. ორი ადამიანის ერთად ცხოვრება შეიძლება, რთულიც იყოს და ჰარმონიულიც. მე და ანი მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჰარმონიულად ვიცხოვროთ.
– კოკო როგორია ოჯახში?
– ბრწყინვალე (იცინის). გეტყვით, რა არ მოსწონს ანის – ჩემი ჩაცმის სტილი. იმიტომ, რომ არ გამაჩნია. რაც ხელში მომხვდება, იმას ვიცვამ. მთავარია, კომფორტულად ვიყო, დანარჩენი არ მაინტერესებს. ამიტომ ყველაზე ხშირად მისგან ეს შენიშვნა მესმის. დილით თუ ვიცვამ და კივილს იწყებს, ესე იგი, რაღაც საშინელება მომხვდა ხელში (იცინის). მარტო ანის არ აწუხებს ეს პრობლემა, დედაჩემიც ასე იყო, რადგან პატარაობიდანვე ასე ვიცვამ. მქონია მომენტი, მივმხვდარვარ – იმიტომ შემოუხედავს ვიღაცას, რომ საშინლად მაცვია. სხვა მხრივ, ვცდილობ, კარგი ქმარი, მამა, ძმა და შვილი ვიყო. არ ვიცი, რამდენად გამომდის. სიმართლე რომ ვთქვა, დიდად არ მიყვარს, რომ მაქებენ, ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს.
– მამის ამპლუაში როგორი ხარ?
– მინდა, კარგი ვიყო. რაც მაროს სჭირდება, მაქსიმალურად ვცდილობ, გავაკეთო. მე და ანი თანაბრად ვინაწილებთ მისი აღზრდის საკითხებს, თუმცა, ანი, ალბათ, უფრო მეტად. მარიამი არის ის, ვისთვისაც ღირს ცხოვრება. მოსწონს ჭადრაკი და თავის ასაკთან შედარებით ძალიან კარგად თამაშობს. დადის ტანვარჯიშზე და ვცდილობთ, რაც აინტერესებს, ყველაფერი გამოსცადოს.
– თუ აქვს ის მომენტი, რაც შენ უკვე გამოიარე, როცა აცნობიერებ, რომ ცნობილი ოჯახის შვილი ხარ?
– არ ვიცი, მაგრამ არც მე და არც ჩემს დას დიდად არ გვსიამოვნებდა ეგ ამბავი. რადგან თამრიკოსა და გიას შვილები ვიყავით, მეტი მოგვეთხოვებოდა, რაც არასწორი მიდგომა იყო და არ მინდა, მარიამმა ეს იგრძნოს. სულ მაქვს კომპლექსი – ამას იმიტომ ხომ არ მივაღწიე, რომ თამრიკოსა და გიას შვილი ვარ?! ინგლისში მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი გავხდი და პირველად დამეუფლა შეგრძნება, რომ აბსოლუტურად დამოუკიდებლად მივაღწიე ამას. იქ დავიწყე ფიქრი – მიდი, კოკო, შენ ეს შეგიძლია!
– გგავს მარო? შენ როგორი იყავი ბავშვობაში?
– მგავს იმით, რომ მარტო თამაში შეუძლია, თავისი სამყარო აქვს. მე მშვიდი, სიტყვაძუნწი ბავშვი ვიყავი. რომ ჩავაბარე, რატომღაც მერე გავხდი ხიფათიანი. სულ ძირს ვეგდე. სცენაზეც ბევრჯერ წავქცეულვარ, სპექტაკლის დროს მყესი გავიჭერი და ასე შემდეგ. მარიამი იყო სასწაულად მოუსვენარი, ყოველთვის მიწვევდა და ათ-თერთმეტ წლამდე ხელჩართული ჩხუბები გვქონდა. მაგარი ხოცვა-ჟლეტა მიდიოდა. კარი და ფანჯარა გვაქვს  შემტვრეული, ნაიარევი ორივეს შემოგვრჩა. დღე არ გავიდოდა, რომ მაგრად არ გვეჩხუბა, მაგრამ ჩვენ შორის ძალიან დიდი სიყვარული იყო, რომელიც დროსთან ერთად გვემატება. მერე, ცოტა რომ გავიზარდე, გავჯენტლმენდი და ხელს აღარ ვუბრუნებდი (იცინის). კონფლიქტური სხვებთან ურთიერთობაშიც არ ვყოფილვარ, მაგრამ როგორც ყველა ბიჭის ცხოვრებაში, იყო მომენტები, როცა დამიჩაგრავს სხვა ადამიანი, რასაც ძალიან ვნანობ.
– ვნახე, რომ იმ სახლს ყიდით, სადაც გაიზარდეთ, რატომ გადაწყვიტეთ?
– ძალიან გვინდა სახლის გაყიდვა. ისე მოიტანა ცხოვრებამ. წელიწადზე მეტია, ვყიდით და ამ დღეებშიც უნდა დავფაციფუცდეთ, რომ გაიყიდოს. ხუთი წლის ვიყავი, აქ რომ გადმოვედი და დღემდე აქ ვცხოვრობთ. მიზეზებზე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ საჭიროა, რომ გაიყიდოს.
– როგორი ხარ მაშინ, როცა რთული პერიოდი გიდგას?
– როგორც ყველას, რთული პერიოდი მეც მქონია. საქართველოში დალხენილი ცხოვრება არავის აქვს. მარტო ფინანსურად არა, ფსიქოლოგიურადაც. მე ვეცადე, ის პრობლემები დამეძლია და დღეს, ალბათ, უკეთესადაა საქმე. როცა სერიოზული პრობლემა მაქვს გადასაჭრელი, ჩემთვის ყველაზე მთავარია, გვერდში მდგომი ადამიანი მყავდეს და საბედნიეროდ, ასეთი ბევრია.
– ცოტა ხნის წინ ბევრი იწერებოდა თამრიკოსა და გიას ურთიერთობაზე, შერიგებაზე. სიმართლეა?
– არა. არ შერიგებულან. გიასა და თამრიკოს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ, მეგობრობენ, მაგრამ როგორც ცოლ-ქმარი, ისე არ ცხოვრობენ. ყოველდღე შეიძლება, ვერ ხვდებიან, მაგრამ ტელეფონით მაინც მოიკითხავენ ერთმანეთს. ცივილური ურთიერთობა აქვთ.
– მშობლები პროფესიულად როგორ გაფასებენ?
– გია უფრო მაძლევს შენიშვნებს. თამრიკო – ნაკლებად. შენიშვნების მიზეზი გასაგებია ხოლმე და ყოველთვის ვცდილობ, გამოვასწორო. მახსოვს, მარჯანიშვილის თეატრში ვითამაშეთ სპექტაკლი „საწვავი“ და გია ძალიან ამაყი იყო, ეს იყო პირველი აღიარება.

скачать dle 11.3