კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 რაგბის კავშირმა დავით გვაზავას სახელობის „გულშემატკივრის“ გარდამავალი თასი დააწესა

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  ნებისმიერ სპორტში გულშემატკივრის ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჯერ კიდევ მაშინ,  სანამ ქართული რაგბი სახელს მოიხვეჭდა და ნაკრების თამაშებს მხოლოდ 40-50 კაცი  ესწრებოდა, რაგბის საზოგადოება ყოველთვის გამოარჩევდა ერთ ადამიანს, რომელიც განსაკუთრებით ქომაგობდა მოთამაშეებს, ეს დავით გვაზავა გახლდათ. ბატონ დავითს რაგბი არასოდეს უთამაშია, თუმცა მთელი სიცოცხლე სწორედ ამ სპორტს მიუძღვნა. ის არა მხოლოდ, „ბორჯღალოსნებს“, არამედ საქართველოს ჩემპიონატის ყველა ლიგის თამაშს რეგულარულად ესწრებოდა, ქართულ რაგბიში მიმდინარე პროცესებსაც ზედმიწევნით კარგად იცნობდა და ყველასგან მალულად, დახმარების ხელსაც ხშირად უწვდიდა მოთამაშეებს. დავით გვაზავა ყოველთვის მე-16 მოთამაშე იყო მოედანზე და სჯეროდა ქართული რაგბის დიდი მომავლის.  სამწუხაროდ, ის 2017 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა.
  რაგბის კავშირის, ოჯახის წევრებისა და მისი მეგობრების ინიციატივით, წელს პირველად დაწესდა „გულშემატკივრის“ გარდამავალი თასი, რომელიც დავით გვაზავას სახელობისაა. ის ყოველწლიურად საქართველოს „ბ ლიგის“ ჩემპიონატის გამარჯვებულს გადაეცემა. 2019 წლის საქართველოს ჩემპიონი ჭაბუკებში „ლელო სარასენსი“ გახდა, რომელმაც 16:10 დაამარცხა „ხვამლი“ და „გულშემატკივრის“ პრიზი მოიპოვა. დავით გვაზავას სახელობის პრიზთან დაკავშირებით მის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს გავესაუბრეთ.
გეგი გვაზავა (შვილი): პრიზის იდეა ოჯახის წევრებსა და მამას მეგობრებს გაგვიჩნდა. ვიფიქრეთ, რაღაცით პატივი მიგვეგო მისი სახელისთვის. მამა რაგბიზე გიჟდებოდა, მით უმეტეს, ბავშვთა რაგბიზე. ამიტომ, ფედერაციასთან ერთად, გადავწყვიტეთ, მსგავსი რამ გაგვეკეთებინა და საბოლოო ჯამში, ყველაფერი ძალიან კარგად გამოვიდა. სხვათა შორის, ფედერაციისა და ჩვენი მიზნები ერთმანეთს დაემთხვა. ბატონ გოჩასთან გვქონდა საუბარი და მთელი სარაგბო გულშემატკივარი გავაერთიანეთ.
– რატომ აირჩიეთ „ბ ლიგა“ ?
– „ბ ლიგა“ ბავშებთანაა დაკავშირებული და ეს ის პერიოდია, როცა ისინი მორაგბეებად ყალიბდებიან და უფრო დიდი ეტაპისთვის ემზადებიან.  ზოგადად, მამას ძალიან უყვარდა მორაგებთა ახალგაზრდა თაობა და სულ დადიოდა მათ თამაშებზე. 12-წლამდელთა თამაშებზე მთელი ნათესაობა მიჰყავდა. პატარების საქართველოს ჩემპიონატზე 50 ბილეთს ყიდულობდა და მერე ყველას ურიგებდა, რომ წასულიყვნენ – ასეთი ტრადიცია ჰქონდა. როცა მან  რაგბის გულშემატკივრობა დაიწყო ნაკრების თამაშებზეც კი ძალიან ცოტა ხალხი დადიოდა, ოჯახური სიტუაცია იყო. სულ ამბობდა: ნეტა, ისეთი დრო მოვიდეს, მე რომ ბილეთს ვიყიდი, ჩემთვის აღარ დამრჩესო.  მგონი, მივედით კიდეც ამ ეტაპამდე. ახლა იმდენი ხალხი დადის, ისეთივე პოპულარულია, როგორც ფეხბურთი და ეს ძალიან მიხარია. მისი დიდი სურვილით, მეც ვვარჯიშობდი რაგბიში, თუმცა 14-15 წლამდე. მერე გადავწყვიტე, კალათბურთზე გადავსულიყავი და ძალიან ეწყინა, თუმცა გაგებით მოეკიდა.  
– რატომ იყო რაგბიზე ასეთი შეყვარებული?
– უცნაური ისაა, რომ თავად რაგბი ცხოვრებაში ერთხელ ითამაშა. ძირითადი მიზეზი, თუ რატომაც შეუყვარდა რაგბი, მისი ბიძაშვილი, ვასკა გვაზავა გახლდათ, რომელიც სარაგბო კლუბ „აკადემიაში“ თამაშობდა. მამამ მისი გარდაცვალების შემდეგ გადაწყვიტა, რაგბიში ჩართულიყო.
– თავადაც ქომაგობდი მორაგბეებს?
– ყოველთვის დავყავდი თამაშებზე. ჩემს სარაგბო ცხოვრებაშიც ძალიან იყო ჩართული. ზოგადად, ემოციური ადამიანი გახლდათ და შეჯიბრებების დრო
ს ძალიან ნერვიულობდა. ცდილობდა, მოეთოკა ემოციები, მაგრამ არ გამოსდიოდა. სტადიონზე მისი გვერდზე მჯდომი ყოველთვის შოკში იყო. სხვათა შორის, ამ თავის ნერვიულობით და განცდებით ყველა იცნობდა.
  მამუკა ჭოჭუა (მეგობარი): ჩვენ სკოლიდან ვმეგობრობდით და რაც მახსოვს, ყოველთვის რაგბის გულშემატკივარი იყო. ვიდრე მისი შვილი წამოიზრდებოდა, ჩემს ბიჭებს ქომაგობდა. მხოლოდ თამაშებზე კი არა, ვარჯიშებზეც კი დაჰყვებოდა და თუ არ ვეტყოდი, ბავშვებს ვარჯიშზე რომ მივყვებოდი, გული სწყდებოდა. ფანატიკურად უყვარდა ეს სპორტი. ამ სიყვარულის გარდა, ძალიან ცდილობდა, დამწყებ მორაგბეებს მიხმარებოდა. იმ პერიოდში, მაქსიმუმ, 100 კაცი დადიოდა თამაშებზე და ერთმანეთს სახეზე ვცნობდით. თან, ქვეყანაშიც გაჭივრება იყო, 2000-იანი წლების დასაწყისს ვგულისხმობ. დათომ აირჩია პატარძეულის ბავშვთა ერთ-ერთი გუნდი, რომელსაც ჩუმად ეხმარებოდა – ფორმებით და შეძლებისდაგვარად, ყველა საჭირო აღჭურვილობით უზრუნველყოფდა. ამის აფიშირებას არ აკეთებდა, მეც კი საკმაოდ გვიან გავიგე.
მსოფლიო თასზე რომ გავედით, პირველად რუსეთს მოვუგეთ. სახლში დაბრუნებისას მორაგბე გია ლაბაძე დავინახეთ, რომელიც თავისთვის, მარტო მოდიოდა. იომა კაცმა, მსოფლიოზე გავიდა და სახეზე ვერავინ ცნობდა. დათო ძალიან გულდაწყვეტილი იყო ამაზე – ამხელა სპორტსმენია, ასეთი სიხარული მოგვანიჭა და ამდენ ხალხში ისე გამოიარა, ზურგზე ხელი არავინ მოუთათუნაო. იაპონიაშიც აპირებდა მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლას, მაგრამ სამწუხაროდ, გარდაიცვალა და დღემდე ეს ყველასთვის დიდი ტრავმააა.
  თეონა გომართელი (მეუღლე):   სწორი გადაწყვეტილება იყო დათო გვაზავას სახელობის თასის დაარსება იმ მხრივ, რომ ხელი შეეწყობა მოზარდი თაობის ჯანსაღი ცხოვრების წესში ჩართულობას.  მისი მიზანიც სწორედ ეს გახლდათ. დათო უზომოდ იყო შეყვარებული რაგბიზე და სულ ამბობდა, ჯერ არის ჩემი ოჯახი და მერე რაგბიო. ვეხუმრებოდი ხოლმე, უარყოფითი ენერგიის გადატანას ახდენ რაგბიში-მეთქი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დათოს მეგობრებს, ვინც გვერდში გვედგა, ორგანიზატორებს, ვინც ეს მოიფიქრა და რა თქმა უნდა, რაგბის კავშირს. სათითაოდ ვერავის გამოვყოფ, სპონტანურად წამოვიდა რამდენიმე ადამიანისგან იდეა და მადლობა მათ.

скачать dle 11.3