კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2019 (104)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)

№20 როგორ აღმოჩნდა დევი ხაჯიშვილი ბათუმიდან ამერიკის კონგრესში და როგორია დღეს მისი „ჰოლივუდური“ ცხოვრება

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  „ჰოლივუდში“ ცხოვრობს და მუშაობს, როგორც მსახიობი და ფიტნესმოდელი. სწავლობს დოქტურანტურაზე და შესაბამისად, ხელოვნებისა და სპორტის გარდა, დიდი გეგმები აქვს სამეცნიერო მიმართულებითაც. მისი ცხოვრება ახდენილი ნატვრაა, ნატვრა, რომელზე ოცნებასაც კი ვერ გაბედავდა.
  დევი ხაჯიშვილი: დავიბადე და გავიზარდე ბათუმში. ვცეკვავდი ქართულ ცეკვებს, დავდიოდი კარატეზე, რაც ერთგვარი ვალდებულება იყო, რადგან მამა სპორტსმენია და თვითონ მავარჯიშებდა. სხვათა შორის, ამერიკაში რომ ჩამოვედი, უნივერსიტეტში ქართული ცეკვით „ვეფხისტყაოსანი“ დავდგი. სპექტაკლს ათასობით მაყურებელი უყურებდა და სცენაზე რომ გადმოვხტი და ცეკვა დავიწყე, გადაირივნენ, ძალიან მოეწონათ. ბავშვობაში ძალიან ბევრ ფილმს ვუყურებდი. ბებია მეუბნებოდა: დევი, შენ მოცეკვავე და მსახიობი ხარ, ამიტომ მხრებში გასწორდი და გაიღიმეო. არადა, მაშინ მსახიობობა თავშიც არ გამივლია, ბებიამ შთამაგონა. ერთად ვუყურებდით ფილმებს, თინეიჯერობისას დღეში ექვს „ჰოლივუდურ“ ფილმს ვუყურებდი, ეს ჩემთვის ენისა და მათი კულტურის სწავლის საშუალება იყო, რაც ძალიან მაინტერესებდა და მართლა კარგად შევისწავლე. ვფიქრობდი, რომ თუ ოდესმე აქ აღმოვჩნდებოდი, ეს ყველაფერი ჩემთვის უცხო არ იქნებოდა, მაგრამ ფიქრსაც კი ვერ გავბედავდი იმაზე, რომ ერთ დღეს „ჰოლივუდში“ აღმოვჩნდებოდი. მერე და მერე ამერიკაში მოხვედრა ოცნებად იქცა, ოცნებად, რომლის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებდი, მთლიანად ვიყავი ამით მოცული.
– თუმცა, ამ ოცნებამდე იყო სერიოზული მიღწევები სპორტში.
– საქართველოს ეროვნულ გუნდთან ერთად მთელი მსოფლიო მოვიარე. ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ვარ, ორჯერ ავიღე ოქროს მედალი. ბევრჯერ გავხდი საქართველოს ჩეპიონი და კიდევ სხვა ჩემპიონატების გამარჯვებული. ყველანაირად ვცდილობდი, მაქსიმუმი გამეკეთებინა. ჩვიდმეტ წლამდე მსოფლიო შემოვიარე, ბევრს ვვარჯიშობდი და პარალელურად, კარგად ვსწავლობდი. კარატე სავსე იყო წარმატებებით, მაგრამ სწავლა ჩემთვის პრიორიტეტს წარმოადგენდა, რაც მშობლების დამსახურებაა.
– ამერიკული ოცნების განხორციელება როგორ დაიწყო?
– ჩვიდმეტი წლის ვიყავი, როცა ამერიკაში წამოვედი, სოროსის ფონდში ვიყავი გაწევრიანებული, ამერიკელი სტუმრები იყვნენ ჩამოსულები და ინგლისურად საუბარი იყო საჭირო – ეს იყო ჩემი პირველი კონტაქტი ამ ქვეყნის წარმომადგენლებთან. ეს ადამიანები გახდნენ ჩემი გიდები. ეს ოჯახი კარგად გავიცანი, დავმეგობრდით და მითხრეს, რომ თუ ამერიკაში წამოვიდოდი, ძალიან დიდ წარმატებას მივაღწევდი და ამაში ისინიც დამეხმარებოდნენ – საუბარი იყო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებაზე. ფილმების დამსახურებით ისე კარგად ვიცნობდი მათ კულტურას, მიხვდნენ, რამდენად მაინტერესებდა, როგორი ცხოვრება იყო ამ ქვეყანაში და მათი უზომოდ მადლიერი ვარ. 2009 წელი
იყო, იმ წელს სკოლას ვამთავრებდი. ზაფხულში ქობულეთში სასტუმროში ვმუშაობდი, ესეც იმიტომ, რომ ინგლისურის პრაქტიკა მიმეღო. ძალიან მოტივირებული ვიყავი და ბევრ რამეს ვაკეთებდი, თან, უნივერსიტეტში რომ ჩავაბარებდი, აუცილებლად სტიპენდია უნდა ამეღო, რადგან უზარმაზარი გადასახადებია და მათი გადახდა ადვილი არ იქნებოდა. ასეც გამოვიდა, პოლიტიკურ მეცნიერებებზე ჩავაბარე და რაც კი უნივერსიტეტს ჰქონდა, თითქმის ყველა სტიპენდიის აღება შევძელი.
– როგორ ემოციებს უკავშირდება მომენტი, როცა ხვდები, ის ნატვრა გისრულდება, ოცნებასაც რომ ვერ ბედავდი?
– სამზადისი რთული იყო, მაგრამ მიზნის გათვალისწინებით, ეს სირთულეები ჩემთვის არაფერს ნიშნავდა. ძალიან უმნიშვნელო მიზეზების გამო ამერიკის საელჩოსგან რამდენჯერმე მივიღე უარი. წლებს ვკარგავდი, მაგრამ საბოლოოდ, ღმერთის წყალობით, ყველაფერი კარგად გამოვიდა. მშობლებსაც ძალიან გაუჭირდათ გამოთხოვება, ვერ აღვწერ მათ ემოციებს, მაგრამ აი, მე ერთი სული მქონდა, როდის დასრულდებოდა ფრენა. მთელი გზა ვფიქრობდი, რომ ჩემი ოცნების ქვეყანაში მივდიოდი და ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. ამერიკა ჩემთვის ბრძოლის ველს ჰგავდა, აქ არ ცხოვრობ, გადარჩენისთვის იბრძვი. კარგად ვხვდებოდი, რომ ყველაფერში მაქსიმუმი უნდა გამეკეთებინა, სხვანაირად ვერც სწავლის გადასახადს დავფარავდი, ვერც სხვა ხარჯებს, მაგრამ, რადგან ეს ჩემი ოცნება იყო, ამ ყველაფერს სიამოვნებით ვაკეთებდი. გამიმართლა, რომ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი ვიყავი, მეგობრის სახლში ვცხოვობდი. პოლიტიკურ მეცნიერებებს ვსწავლობდი და ბევრი აქტივობა მქონდა. ფესტივალებს ვაწყობდი, ერთხელ იყო კულინარიული ფესტივალიც, რომლის ფარგლებშიც ამერიკელებს აჭარული ხაჭაპური დავაგემოვნებინე. კარგი გამომივიდა და ბედნიერი ვიყავი, რომ ძალიან მოეწონათ
(იცინის).
– კონგრესში როგორ მოხვდი?
– ამის შესაძლებლობა უნივერსიტეტმა მოგვცა, მაგრამ ამისთვის რთული ეტაპები უნდა გადაგელახა. ყველაფერს ვაკეთებდი, წარმატებით მივდიოდი ბოლო ეტაპამდე, ანუ გასაუბრებამდე, მაგრამ რატომღაც – უარი. ასე მოხდა ორჯერ. დანებებას არ ვაპირებდი, თან, უარის მიზეზიც ძალიან მაინტერესებდა, რადგან ჩემი შედეგებიდან გამომდინარე არალოგიკურად მეჩვენებოდა. მესამედაც ვცადე და ანალოგიური წარმატებით მივედი ფინალამდე. ბოლოს პროფესორს მიზეზი არაფორმალურად ვკითხე – უკვე გაშინაურებული ვიყავი (იცინის). კითხვითვე მიპასუხა – დევი, როგორი ურთიერთობა აქვს ამერიკას და საქართველოსო?  – ძალიან კარგი. ბუშიც იყო ჩამოსული, მისი სახელობის ქუჩაც გვაქვს თბილისში-მეთქი... მართლაო?! მოკლედ, თანხმობა მივიღე. განმიმარტეს, გვეგონა, ჩვენს ქვეყნებს შორის ცუდი ურთიერთობა იყო და ასეთ სტუდენტს ვერ მივიღებდითო. ცუდად გავხდი, რომ მივხვდი, რის გამო დავკარგე იმდენი დრო და ენერგია (იცინის). მაგრამ კონგრესში გადასარევი გამოცდილება მივიღე, ბევრი რამე ვნახე და ბევრი ვისწავლე. ქართველ პოლიტიკოსებსაც შევხვდი: არჩილ გეგეშიძეს, ირაკლი ღარიბაშვილს, შალვა ნათელაშვილს... გაოცებას ვერ მალავდნენ, იქ რომ ქართველს ხედავდნენ (იცინის). ზოგადად, ბევრ გავლენიან ადამიანთან მიწევდა ურთიერთობა, რომლებიც ამერიკული პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი იყვნენ.
– საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკა – ეს ის თემებია, წესით, რომ უნდა დაინტერესებულიყავი, მაგრამ ხელოვნება და სპორტი არჩიე – დღეს „ჰოლივუდში“ ცხოვრობ.

– ერთხელ ინსტრუქტორმა მითხრა, დევი, მოდელი რატომ არ ხარ, ამისთვის ყველაფერი გაქვსო. ამაზე არასდროს მიფიქრია და უცებ თავში გამიელვა, რატომაც არა?! სწავლა, კონგრესი, სტიპენდიის მოპოვება, ეს იყო ჩემი მთავარი საფიქრალი და ამ დროს გეუბნება, ფოტოგრაფს დაგაკავშირებ და ფოტოები გადაიღეო. დავთანხმდი. ძალიან კარგი ფოტოები გამოვიდა, მერე სხვა ფოტოგრაფი მირჩიეს ლოს-ანჯელესში და მას გავუგზავნე ფოტოები. მითხრა, რომ ჩემი გადაღება უნდოდა. ტეხასიდან მასთან რომ ჩავსულიყავი, ჩემი მგზავრობის ფული მან გადაიხადა. ჩემი ფოტოები საკუთარ გვერდზე ატვირთა და ამით ჩემთვის ბევრი გზა გაიხსნა. მერე კონგრესში ქასთინგი გამოაცხადეს ტელესერიალზე – „რა ხდება კონგრესში“. ეს უნდა ყოფილიყო რეალითი შოუს სტილში გაკეთებული პროექტი, ანუ კონგრესის რეალური სიტუაციები უნდა გამოჩენილიყო – როგორ აღწევენ მწვერვალებს კონგრესში. საიდუმლო მეილით გამოაგზავნეს ინფორმაცია ქასთინგის შესახებ, რადგან ცოტა სკანდალურ ოფისებში თავის შეყოფა და იქაური სიტუაციის გაგება უნდოდათ. ამ ოფისის უფროსი ჩემი მეგობარი იყო, იცოდა ჩემი მოდელობის შესახებ და საიდუმლოდ მითხრა. გავგზავნე ფოტოები და რამდენიმე კვირაში გასაუბრებაზე დამიბარეს – კონგრესის რეალური წარმომადგენლები უნდოდათ და არა მსახიობები, თან  გარეგნულადაც გამორჩეულები. ძალიან სერიოზული პროდუქცია იქმნებოდა, მაგრამ საპრეზიდენტო ცვლილებები დაემთხვა და მაშინ დაიბლოკა. თუმცა ცოტა ხნის წინ პროდიუსერმა დამირეკა, ვიღებთო. მაგრამ ახლა მე უკვე სხვა საქმეებით ვარ დაკავებული.
– ახლა რით ხარ დაკავებული?
– სააგენტომ ამიყვანა: რეკლამები, სამოდელო საქმიანობა, სხვადასხვა პროექტი. თუმცა, სწავლაზე უარს ვერ ვიტყოდი, ამიტომ მაგისტრატურაც დავამთავრე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. განსაკუთრებით მსახიობობა მიზიდავს და გამომდის კიდეც, რამდენიმე „ჰოლივუდურ“ ფილმში გადამიღეს. ახლა, ფაქტობრივად, ორგან მიწევს ცხოვრება, ლოს-ანჯელესსა და ტეხასში. ამ მომენტში დოქტურანტურას ვამთავრებ და დისერტაციას საქართველოზე ვაკეთებ, მინდა, ჩემი წვლილი შევიტანო ჩვენი ქვეყნის მეცნიერულ განვითარებაში, ისტორიულ ჭრილში.

скачать dle 11.3