კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 გიორგი ნაკაშიძე: მიყვარს ქალში, როცა ქალური სიძლიერე მაქსიმუმს აღწევს

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

სახელი: გიორგი.
გვარი: ნაკაშიძე.
პროფესია: მსახიობი.
– რა გახსენდებათ ბავშვობიდან?
– თუმანიშვილის თეატრში ვარ გაზრდილი. მაშინ თეატრი ასეთი დიდი არ იყო, სახელოსნოს ზომის იყო. ფართის არქონის გამო ეროსი მანჯგალაძე ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად იცვლიდა საგრიმიოროში. მამას ხშირად დავყავდი გასტროლებზე. ჩემი პირველი სექსუალური გამოცდილებაც სწორედ გასტროლებს უკავშირდება. როცა ყმაწვილურ ასაკში ვიყავი და რუსეთის რომელიღაც ქალაქში მოხდა. თეატრის მსახიობებმა ჩამიწყვეს ეს ამბავი, კარგი გაგებით, „გამიჩალიჩეს“, რაც „საკაიფოდ“ დამამახსოვრდა.
– რა გაღიზიანებთ?
– მაღიზიანებს თავხედობა და „ხამობა“. როცა ადამიანი ქალაქშია და ქალაქში ქცევის წესები არ იცის, სოფელშია და იქაური წესები არ იცის. ყველაფერს ვგულისხმობ ამაში, მათ შორის, სხვა ადამიანის პირად სივრცეში შეჭრას. მძულს ადამიანები, რომლებსაც გამოუთავისუფლებელი აგრესია აქვთ და ამას  სხვა ადამიანების ჩაგვრითა და ცემით იკმაყოფილებენ.
– როდის ყვირით?
– იმდენად ხმამაღლა გამომდის ლაპარაკი, რომ ყველას ჰგონია ვყვირი. როცა ვყვირი, მერე ხვდებიან, რა არის ყვირილი (იცინის). მაგალითად, ტელეფონით დედაჩემს რომ ველაპარაკები, სულ ჰგონია, რომ ვყვირი, რადგან  სხვანაირად ჟღერს ჩემი ხმა. ვყვირი, თუ ცუდ ხასიათზე გამეღვიძა. ამინდი ძალიან მოქმედებს ჩემზე  –  ცუდი ამინდი ცუდ განწყობაზე მაყენებს. მიყვარს მზე და სითბო, ამ ბოლო დროს გაზაფხული შემიყვარდა. სიცივის დროს გაღიზიანებული ვარ და 90-იანი წლებიდან მოყოლებული ზამთარი არ მიყვარს. ვყვირი, როცა უსამართლობას შევეჩეხები, ამის გამო შეიძლება, ჩხუბიც კი დავიწყო. ერთი წამით არ დავიხევ უკან.
– სიყვარული ეს არის...
– ბიოქიმიური მოვლენა, როდესაც დიდი რაოდენობით ქიმიური ნივთიერებები ადამიანს ბედნიერ მდგომარეობაში ამყოფებს. ამ ქიმიური ნივთიერებების ამოხეთქვა ხდება ვულკანივით ორ ადამიანში, რომელიც სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში ქრება. სიყვარულს, იმას, რასაც  ბედნიერ წამებსა და მომენტებს ეძახიან, დრო აქვს. მერე მოდის მეგობრობა, ოჯახის შექმნის შემთხვევაში – შვილები, ვალდებულებები, რთული ყოველდღიურობა და ასე შემდეგ. აი, ის ამოფრქვევაა გენიალური და ყველაზე მაგარი მდგომარეობა ადამიანისთვის. ეს შეიძლება, რამდენიმე წელი გაგრძელდეს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ 3-4 წელი გრძელდება, ჩემი გამოცდილებითაც, დაახლოებით, ეგრეა. მთელი ცხოვრება ამ გრძნობას და ამოფრქვევას რომ გაეკიდო, არ არის სწორი. რაღაც  ასაკში ეს გეპატიება. როცა ახალგაზრდა ხარ, ამისთვის შეიძლება, იცხოვრო კიდეც. მაგრამ მერე დგება ასაკი ოჯახის, შვილების საზრუნავად. ეს კაცობრიობის მოგონილი ინსტიტუტია.
– სიგიჟე, რომელიც ქალის გამო გაგიკეთებიათ?
– სიყვარულის გამო ბევრი რამ გამიკეთებია. უცებ ღამე ფული შემიგროვებია და შეყვარებულის გამო მარტო წავსულვარ ზღვაზე, სხვა ქალაქში. მომიძებნია მისი მისამართი და რაღაც ლოგიკით მიმიგნია სახლისთვის. შეყვარებულს რატომღაც მიყვარდა ტანსაცმლით წყალში გადახტომა, წვიმაში სიარული, წვიმაში „ჟოლოფის“ ქვეშ ბევრჯერ დავმდგარვარ. ეს შეიძლება, სტერეოტიპულია, მაგრამ რაღაც სასიამოვნოც არის. ამ დროს იმდენად დიდი ძალა გეძლევა, ანათებ და ცდილობ, ყველაფერი იმ კონკრეტული ადამიანისკენ მიმართო. არტისტული თვისებები კი ამაში ძალიან გეხმარება.
– რომ არა სიკეთე, ბოროტებას რითი დავამარცხებდით?
– ბოროტება და სიკეთე მედლის ორი მხარეა, ამიტომ ისინი ერთმანეთის გარეშე არ არსებობს. პრაქტიკულად, სადაც არის ბოროტება, იქ არის სიკეთეც. ყველა ადამიანშიც ასეა. საკუთარ თავში უნდა დავამარცხოთ ჩვენივე ცუდი და ჩავანაცვლოთ კარგი თვისებებით. რაც უფრო ვეცდებით ამას, ბევრად მეტ ადამიანს გავაბედნიერებთ.
– რთულია თქვენთან ურთიერთობა?
– ალბათ, რთულია, ამბობენ კიდეც. მაინც ეგოცენტრიკი ვარ, როგორც ყველა შემოქმედი. ხასიათზე დამოკიდებული  ადამიანი ვარ, ცვალებადი. დალაგებული ადამიანისთვის ეს რთული გასაგებია, რადგან ყველა ცდილობს ბალანსის დაცვას. ამიტომ უჭირთ ჩემთან ურთიერთობა, ოჯახის წევრებსაც კი. დედაჩემი  ამბობს ხოლმე, რომ იცოდნენ, სახლში როგორი ხარ, ყველა დაგკარგავდაო. სიყვარულით ამბობს, მაგრამ ამაში რაღაც სიმართლის მარცვალიც არის.
– ბოდიშის მოხდა გიჭირთ?
– თუ გავაცნობიერე, რომ მართალი არ ვიყავი, არ მიჭირს. როცა საჭიროა, ბოდიშსაც ვიხდი. ეს არ არის რთული, პირიქით, კარგია. არის სიტუაციები, როცა ორივე მხარეს აქვს ბოდიში მოსახდელი. ამის ანალიზს რომ იწყებ, ზოგჯერ ჯობია, იმ სიტუაციას გაეცალო. მქონია მსგავსი შემთხვევბი. მივმხვდარვარ, ბოდიშის მოხდით ის ურთიერთობა მაინც არ დაბრუნდებოდა, ამიტომ დამიკარგავს ის ადამიანი. ანუ, ზოგჯერ ბოდიში არ შველის საქმეს. თუმცა, ვისთანაც კონფლიქტი მომსვლია, მეტ-ნაკლებად შემინარჩუნებია. ამ შემთხვევაში ოჯახის წევრებსაც ვგულისხმობ. ორი მეუღლე მყავდა და ორივესთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ვაცნობიერებ, რომ არ ვარ ადვილი ხასიათის, შესაბამისად, არ მინდა დავკარგო ის ადამიანები, თავიანთი კარგი თვისებებით. ყველანაირად ვცდილობ, კონტაქტი მქონდეს მათთან და გამომდის კიდეც.
– რა არის ცოდვა?
– ცოდვა არის, როცა ისეთ რამეს გააკეთებ, რომ  სხვა ადამიანს გაასაცოდავებ, ფსიოქოლოგიურად ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებ. ამის გაკეთება არ შეიძლება. ეს  ძალიან ჰგავს ძლიერის ქმედებას, რომელიც სუსტს ჩაგრავს. ყველაზე საშინელი მდგომარეობაა, როცა სხვა ადამიანს აუბედურებ. თუ შენ წესიერი ადამიანი ხარ, ეს შინაგანად გღრღნის და გჭამს. შესაბამისად, მონანიების მომენტიც უნდა გქონდეს, მე, პირადად, მაქვს. ვისაც არ აქვს, მას წარმოდგენაც არ აქვს ცხოვრებაზე.
– ბოლოს როდის იტირეთ?
– ყოველთვის ვტირი „ჯარისკაცის მამაზე“, „მაგდანას ლურჯაზე“. ვმკურნალობდი და ემოციურად გაუწონასწორებელი ვიყავი. რაღაც გადაცემას ვუყურებდი, იმდენად დაბალი ხარისხის ხელოვნებას აჩვენებდნენ, მაგრამ ვინც გადაცემაში იყო მიწვეული, ისე მაღლა ხედავადა ამ ყველაფერს, რომ ცრემლები წამომივიდა. ალბათ, მკურნალობის ბრალი იყო. ისეთი სიცილნარევი ტირილი იყო, რომ საცოდაობის განცდა გამიჩნდა. მათ წარმოდგენა არ აქვთ, რა არის ხელოვნება. ჩემთვის იმდენად მარცხნივ არიან, რომ ტირილი დავიწყე.
– რჩევა, რომელიც სულ გახსოვთ?
– იოგაში არის ასეთი რაღაც, არასოდეს უყურო გვერდზე მყოფს, რადგან არ დაბლოკო შენი თავი და არ იფიქრო, რომ მას შენზე უკეთ გამოსდის. შენ შენი უნდა აკეთო. ყოველთვის უნდა იცოდე, რაც უფრო წინ მიდიხარ, იმდენად შორდები მას, რისკენაც მიისწრაფვი. რადგან სრულყოფილება მიუღწეველია. უნდა ეცადო, რომ შენს თავს  და საკუთარ მიღწევას აჯობო და გადაახტე.  
– კაცის ბედნიერებისთვის ქალი აუცილებელია?
– ქალის გარეშეც ვყოფილვარ ბედნიერიც და უბედურიც. ასე არ ვუყურებ – ჩემი ბედნიერება რომ სრულყოფილი იყოს, აუცილებელია, გვერდზე ქალი მყავდეს-მეთქი. ბედნიერებას მილიარდი განშტოება აქვს. უცილობელი არ არის, აქ ქალი ფიგურირებდეს.
– როგორია თქვენთვის სექსუალური ქალი?
– ეს ძალიან პირადულია. სექსუალურობა – ეს არის ბიოქიმიური პროცესი ორ ადამიანს შორის, რომელიც ზოგჯერ ისეთი იქნება, ზოგჯერ ასეთი. ზოგჯერ გარეგნობა საერთოდ არ მუშაობს.
– კაცებს ძლიერი ქალების ეშინიათ?
– როცა გაჩნდა ქალი და კაცი, მათ შორის კონფლიქტიც დაიწყო. ასეა მოწყობილი. ქალი გაცილებით უფრო სუსტი არსებაა თავისი ფიზიკით, ვიდრე კაცი. ქალში ისეთი სიძლიერე მიყვარს, როცა ქალური სიძლიერის მაქსიმუმს აღწევს, ეს ძალიან მომწონს. როცა კაცი ან, თუნდაც, ქალი ცდილობს ამ სიძლიერეს აჯობოს, მაშინ კონფლიქტი იბადება. არ ვიცი, რა არის ძლიერი ქალის შიში, სიძლიერეც ხომ ძალიან სუბიექტური რამაა. მიხარია, თუ ჭკვიანი ქალი არსებობს, რაც უფრო მეტი ჭკვიანი ადამიანი იქნება, მით უფრო ბედნიერები ვიქნებით. თუ ჩემ გვერდით ჭკვიანი ქალია, მაგას რა სჯობია, მე, პირადად, ორჯერ უფრო წინ ვიქნები.

скачать dle 11.3