კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 რის გამო დასჭირდა მანიკა ასათიანს ფსიქოლოგთან ვიზიტები და ვისთვის ცდილობს ის სტრესული გარემოს განმუხტვას

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  ცოტა ხნის წინ „იმედზე“ ახალი პროექტი – „ყველაზე ძლიერი“ დაიწყო, რომელშიც ცნობილი სახეები მონაწილეობენ და საკუთარ ძალებს, თავს სხვადასხვა ამპლუაში ცდიან. გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი მანიკა ასათიანია, რომელიც მონაწილეებს ყველანაირად უდგას გვერდში. თუმცა ეს პროექტი მისთვისაც გარკვეულ სტრესთან, ადრენალინთან და იმავდროულად სიამოვნებასთანაც ასოცირდება.
  მანიკა ასათიანი: ამ პროექტის დაწყება მაშინ გავიგე, წამყვანობა რომ შემომთავაზეს. ძალიან მიყვარს ექსტრემი, ადრენალინი და ზოგადად, ასეთი სიტუაციების მოყვარული ვარ, თუნდაც ცხოვრების სტილიდან გამომდინარე. ამიტომ, როგორც კი პროექტის არსი გავიგე, გავაფრინე. ყველაფერი, ჩაცმის სტილიც კი თითქოს ჩემთვის იყო დაწერილი. თვალები გამინათდა და დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. ეს ჩემთვის ახალი გამოწვევა იყო. გარდა ამისა, ამ პროექტში მონაწილეობა ძალიან საპასუხისმგებლოა. წამყვანობის გარდა, ადამიანების გვერდში დგომა უნდა იცოდე და ვფიქრობ, ამ თვისებითაც შემარჩიეს. სამეგობროში, ვისთანაც მაქვს შეხება და თუ ვინმეს რამეში ვჭირდები, სიამოვნებით ვუდგები გვერდში და ვეხმარები. პროექტშიც მთელ გულს ვდებ, ოღონდ ისე განვიცდი და იმხელა სტრესია...
– შენც განიცდი და ისტრესები მონაწილეებთან ერთად?
– ვერ წარმოიდგენ, რა დონეზე განვიცდი. არაადამიანი უნდა იყო, რომ არ განიცადო. პირველ ეპიზოდს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ძალიან დიდი – ამიფეთქდა სოცქსელები. სულ მეკითხებიან: მართლა ასე ხდება, იმას კარავში ეძინა, ყველას ეგონა რომ დადგმული შოუა. არაფერია დადგმული. ქრონომეტრაჟი არ იძლევა იმის საშუალებას, აჩვენო 11 საათის განმავლობაში როგორ ეჯიბრებიან ერთმანეთს. რაც წარმოუდგენლად მიმაჩნდა, ახლა ასე აღარ ვფიქრობ. თეორიულად სულ ვიცოდი, რომ ადამიანების შესაძლებლობები უსაზღვროა, მაგრამ ახლა ეს პრაქტიკაში ვნახე. „არ შემიძლია“, არ არსებობს, გამორიცხულია.
– შენც მიიღებდი მონაწილეობას?
– კი. იქაც ხშირად ვამბობ: როგორ მშურს თქვენი-მეთქი. ისინი რომ რაღაცას აკეთებენ, მეც ბოლომდე ვარ ჩართული. ძალიან საინტერესოა, საკუთარი თავი გამოსცადო ასეთი სიტუაციებში. მგონია, რომ თითოეულმა მონაწილემ საკუთარ თავშიც აღმოაჩინა ახალ-ახალი თვისებები. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ მონაწილეობა მოგინდეს.
– რა არის შენთვის ყველაზე დიდი სტრესი?
– შეჯიბრების დროს ვისტრესები, რადგან მონაწილეებს წარმოუდგენელი ემოციები აქვთ-ხოლმე. აღარ შეუძლიათ, მაგრამ არ ნებდებიან. ერთი-ორი ეპიზოდი გამორჩეულად მძიმე იყო, იმდენი ვიტირე. იმედია, ჩემი ტირილიც დადგმული არ ეგონებათ. რომ ვუყურებ და აღარ შეუძლიათ, ამაზე ცუდად ვხდები. თან, დიდი ბრძოლის შემდეგ მაინც ვიღაც რომ მარცხდება, სატირალია აბა, რა არის. დარწმუნებული ვარ, მაყურებელიც ჩემთან ერთად იტირებს. იმდენად ემოციურად არის დატვირთული თითოეული დღე, რომ ყველა ამბობს ხოლმე: აღარ გვიწევს ზედმეტად რაღაცების დადგმაო. მაყურებლისთვის, დამატებით, საინტერესო ის არის, რომ თითოეულს, რადგან ყველა ცნობილი ადამიანია და მათზე გარკვეული წარმოდგენა აქვთ, სხვა კუთხით გაიცნობენ. მეც ბევრი აღმოჩენა გავაკეთე. რომ მეგონა, ვინმე შედარებით სუსტი იქნებოდა, ისეთი ძლიერი აღმოჩენილა დღემდე გაოცებული ვარ. ყველა ახლიდან
გავიცანი. თან, ასეთ სიტუაციაში ვერ ითამაშებ. მართლა რეალითია.
– შენი წამყვანობა მონაწილეებისთვის სიურპრიზი იყო?
– კი, სიურპრიზი იყო და ყველამ სიხარულით მიმიღო. მართლა სჭირდებათ ჩემი გვერდში დგომა. მათი დამშვიდებაც მიწევს ხოლმე. ადამიანებს აკლიათ მოსაუბრე, ვინც მოუსმენს, დაელაპარაკება და რჩევას მისცემს. მე არ მაქვს ის პოზიცია, რომ ჩემი აზრი მოვახვიო თავზე, უბრალოდ, ვესაუბრები და მათი ემოციების გამზიარებელი ვარ. ინტერვიუებიც არ მაქვს სტანდარტული. ვცდილობ, ისე წარვმართო, რომ მათთვის ფსიქოლოგიურად დამამშვიდებელი იყოს. ისედაც საოცარ ბუნებაში ვართ, მაგრამ მაინც ვარჩევ ხოლმე უფრო მშვიდ გარემოს, რომ ერთი ერთზე მშვიდად ვისაუბროთ. რეალურად აზრების გაზიარება ხდება, ამისთვის წინასწარ მოვემზადე. ფსიქოლოგთანაც ვიყავი. 5 ვიზიტი მქონდა, კონკრეტულად ამ თემაზე მომცა ძალიან კარგი რჩევები.
– გარკვეულწილად ფსიქოლოგის ფუნქცია შეითავსე.
– ორ დღეში ფსიქოლოგი ვერ გახდები, მაგრამ უნარი თუ გაქვს, შეგიძლია, საჭირო ჩვევები განავითარო. თუნდაც, როგორ გავანეიტრალო კამათი. თავიდანვე მოვემზადე, რომ სტრესული სიტუაციები განმემუხტა. მგონი, გამომდის. მათთვის იქ ყოფნა სტრესია, თუნდაც გუნდის წევრი რომ ვარდება – რომ შრომობ, ყველაფერს აკეთებ და მარცხდები. იმდენად გუნდურად და ღირსეულად თამაშობენ, რომ კადრს მიღმაც არ ხდება „ცუდი ინტრიგები“.
– შენთვის ლიდერი უკვე გამოიკვეთა?
– არავისთვის არ გამოკვეთილა, ამაში მაყურებელიც დარწმუნდება. ეპიზოდიდან ეპიზოდამდე ყველაფერი იცვლება. კონკრეტულ თამაშს თავისი ლიდერი ჰყავს და წინასწარ განსაზღვრო, რა მოხდება, პრაქტიკიდან გამომდინარე ვერ მიხვდები. იყო მომენტები, როცა გოგონები და ბიჭები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ბოდიში მოვიხადე: გოგონებისკენ ვარ-მეთქი. ისე ყველასკენ ვარ, ვერავის გამოვარჩევ.
– რას იტყვი თანაწამყვანზე?
– თორნიკე ძალიან ნიჭიერია. გარდა იმისა, რომ თავის საქმის მაღალი დონის პროფესიონალია – მასტერ-სერჟანტი, მარტივია მასთან ურთიერთობა, ისევე როგორც ჩემთან და შეწყობა არ გაგვჭირვებია. თავისი როლიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მკაცრია, მაგრამ ცხოვრებაში ძალიან კეთილი ადამიანია. მისგანაც ვიცავ მონაწილეებს, ლამის ჩხუბში გადავდივართ ხოლმე. ისეთ ემოციებში ვარ, რომ ვეუბნები: თორნიკე, გაჩერდი! ჩვეულებრივ სამხედრო ბაზაზე ვართ, სადაც წვრთნას სამხედროები გადიან. მონაწილეები კი ვარსკვლავები არიან, ხელის გულზე ტარებას მიჩვეულები. შეიძლება, ვიღაცას ეგონა, რომ ესეც შოუ იყო. მაგრამ პირველივე დღესვე გააცნობიერეს, სად იყვნენ, გვერდზე გადადეს საკუთარი ცხოვრება და მიიღეს პროექტი.  
 თავიდანვე იმდენად მობილიზებული ვიყავი, ბოლომდე ჩართული, რომ არაფერზე მიწუწუნია. თუნდაც იმაზე, რომ საჭირო ოთახი კოტეჯებისგან საკმაოდ მოშორებით არის. ხუთვარსკვლავიან სასტუმროში რომ არ მივდიოდი, ვიცოდი. ყველანი ერთნაირ პირობებში ვართ, იქ გამორჩეული არავინაა. პროექტზე პროფესიონალი გუნდი მუშაობს. რეიტინგისთვის არ კეთდება. მთელ სულს, გულს დებენ და ამიტომაც კარგად გამოდის. ცდილობენ, კარგად წარმოაჩინონ, მაგალითად, თავდაცვის სამინისტროს 12 ღირებულება. ბევრი რამ ვისწავლე, ბევრ ისტორიას ვისმენ. როდესაც კონკრეტულ ისტორიებს ყვებიან და გვერდით გისხედან ისეთი ადამიანები, სამშობლოსთვის ბეწვის ხიდზე რომ გადიან, როგორ შეიძლება, არ მოგეწონოს და არ აღფრთოვანდე. სამხედროების ღვაწლი და ეს ღირებულებები ასმაგად გადავაფასე და ბევრი მეუბნება კიდეც, შეიცვალეო.
– ჯარში წასვლა ხომ არ მოგინდა?
– ისე, მონაწილეები კითხულობენ: როგორ უნდა გავიაროთ სამხედრო სამსახურიო, მოუნდათ. არ არსებობს, რომ იმ მომენტში არ მოგინდეს.
– გარკვეულ სირთულეებში შენც იღებ მონაწილეობას?
– იყო რამდენჯერმე, როცა მათთან ერთად კილომეტრები ვიარე, თავი არ დავზოგე. კადრს მიღმა რაღაცები მაინტერესებს: მოდი, დამაყენეთ-მეთქი და საკმაოდ კარგად გამომივიდა. თუმცა, იმდენად მომწონს, ამ ემოციების გაზიარება, გვერდში დგომა იმხელა სიამოვნებას მანიჭებს, მიუხედავად იმისა, რომ ვტირი, ვისტრესები, წამყვანობას მაინც ვერ დავთმობ.

– როგორ შეხვდნენ შენი ოჯახის წევრები ახალ პროექტს?
– ბექას თავიდანვე მოეწონა იდეა. ოჯახის წევრემა მითხრეს: შენია, საშენო პროექტიაო. ეთერშიც რომ ნახეს, სხვა ემოცია ჰქონდათ, ძალიან მოეწონათ. დიდხანს კი მიწევდა ხოლმე წასვლა, გიო განიცდიდა. მაგრამ ამ პროექტისთვის ღირდა. გავიჭირვეთ. გიოს მანიკა არ აკლია, ბექა იყო ბოლომდე მის მოვლაში ჩართული.
– რა იყო ყველაზე შოკის მომგვრელი შენთვის?
– ერთი კონკრეტული სცენა, რომელსაც მაყურებელი იხილავს, ორ გოგოსა და ერთ ბიჭს შორის შეჯიბრება. რომ მეგონა 10 წუთი გაგრძელდებოდა, დაახლოებით 4 საათი გაგრძელდა. წარმოდგენაშიც ვერ დაუშვებ, რომ შეიძლება, ამდენი ხანი ეს აკეთო, ჯერ ვერ ვიტყვი, რას აკეთებდნენ. შოკირებული ვიყავი, გაოგნებული, ახლაც რომ ვიხსენებ, იმდენად ემოციურია, რომ შეიძლება, ვიტირო. სხვებსაც რომ ვეკითხები, ყველა ამ მომენტს იხსენებს; საოცრება გააკეთეს. ერთ დღეში ხდება ყველაფერი. ბოლოს თან ემოციებით სავსე ხარ, თან დაცლილი და ცეცხლთან რომ განვიხილავთ ხოლმე, იქ არის ნამდვილი ემოციები. იქ მიხვდებით, რომ არაფერია დადგმული. სოციალურ ქსელში მწერდნენ: ტელეფონები რომ ჩამოართვით, როგორ დებდნენ სთორებსო. ოჯახები ჰყავს ყველას, შვილები, საღამოს ჰქონდათ ტელეფონის გამოყენების უფლება, დაახლოებით, 15 წუთი.
– კიდევ რა ეკრძალებათ?
– ბაზის ტერიტორიაზე სიგარეტის მოწვეა, გუნდურად უნდა იარონ. ყველა წესს იცავენ, რაც სამხედრო ბაზაზე უნდა დაიცვან. გადაწყვეტილებებს თავად ვერ იღებენ.

скачать dle 11.3