კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 შეუქმნის თუ არა საფრთხეს სამუშაო ადგილებს დავით ზედგინიძის იდეა და რით აჯობებს მისი რობოტი „სოფიას“

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

  „ეთიკური კიბერრობოტი“ ქართველი მოსწავლის ქმნილებაა, რომელმაც დიდი აღიარება მოიპოვა და რომლის მომავალი განუსაზღვრელად დიდია. დავით ზედგინიძე კი კომაროვის სკოლის მოსწავლეა. მას ბევრი „გიჟური იდეა“ და დიდი მიზნები აქვს.
  დავით ზედგინიძე: უკრაინაში, ქალაქ კიევში რიგით მეორე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – Prpblema of Cyber Security of Information and Telecommunication Systems ჩატარდა და მასში მონაწილეობის მისაღებად ვიყავი წასული, „საქართველოს სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის“ პრეზიდენტთან, პროფესორ მაქსიმ იავიჩთან ერთად.  პრეზენტაციის შემდეგ შემომთავაზეს, ჩემი პროექტი – „ეთიკური კიბერრობოტი“, რომელიც ამ კონფერენციაზე წარვადგინე, კიევის ახალგაზრდა მეცნიერების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ტრადიციულ კონკურსზე გამეტანა. კონკურსზე ახალგაზრდა მეცნიერები თავიანთ სამეცნიერო-ტექნიკურ ქმნილებებს წარადგენდნენ.  ჩემმა იდეამ მოწონება დაიმსახურა. ამ იდეაზე მე და ჩემი ჯგუფელი გიორგი მაისაშვილი ვმუშაობთ. კონფერენცია კომპიუტერულ მეცნიერებებს მოიცავდა, მაგრამ იდეა ხელოვნურ ინტელექტზე არავის ჰქონდა, ამიტომ განსაკუთრებულად შეგვხვდნენ.
– როგორც ვიცი, იმდენად მოიხიბლნენ შენი ნამუშევრით, მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალიზაცია არ ჰქონდა, იდეა საუკეთესო სამეულში შევიდა.
– დიახ. გვქონდა იდეა, რომ დაგვეწერა პროგრამა, რომელიც უნიკალურად შეასრულებდა მასწავლებლის ფუნქციას კიბერუსაფრთხოების განხრით, რასაც დღეს ჩვენ ხელოვნურ ინტელექტს ვუწოდებთ. დღესდღეობით საქართველოში არ არის ისეთი სპეციალისტი, ვინც შეძლებს, ჩვენთვის საინტერესო ყველა კითხვას სწორად უპასუხოს. თუმცა, მივხვდით, რომ პროექტი არ იყო ინოვაციური, თუ მხედველობაში მივიღებდით სრულყოფილ ხელოვნურ ინტელექტს, როგორიცაა Sophia და ასე შემდეგ. ჩვენი მიზანი იყო, რომ ის არა მარტო საქართველოში არსებულ პროექტებში, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც საუკეთესო ყოფილიყო. ამიტომ გადავწყვიტეთ, დაგვეწერა პროგრამა, რომელიც შეასრულებდა ფუნქციებს, რის შესრულებაც ყველაზე გამოცდილი პროგრამიტისთვისაც შეუძლებელი იქნებოდა. ფუნქცია მდგომარეობს შემდეგში: როდესაც ჩვენს კომპიუტერში რაიმე სახის შეტევა ან ვირუსის გავრცელება ხორციელდება, პროგრამა ან სპეციალისტს ატყობინებს, როგორ მოიქცეს მოცემულ სიტუაციაში ან თვითონ შეძლებს შეტევის გამკლავებას. გარდა ამისა, რობოტს აქვს საწყისი ცოდნის ბაზა, რომელშიც შეტანილია პასუხები სხვადასხვა შეკითხვაზე. თუმცა, კითხვებზე პასუხების არქონისას ის ჩვენთვის სასურველ ინფორმაციას საუკეთესო საიტებზე ეძებს და გვპასუხობს. ჩვენც შეგვიძლია, ჩვენთვის სასურველი საიტები მივუთითოთ. რაც შეეხება პასუხების დაბრუნებას, პროგრამა გვაწვდის ინფორმაციას ყველაზე ხშირად ნანახი პოსტიდან, რომელიც შესაძლებელია, იყოს ტექსტი ან, თუნდაც, ვიდეო. ჩვენ გვაქვს რობოტის ორი სახის სტრუქტურა: ადამიანის ფორმა და პროგრამა, რომელიც შეგვიძლია გადმოვიწეროთ და „დავუყენოთ“. მათ, ვისაც სურს ადამიანის ფორმის რობოტი იყიდოს, გარდა ვირუსებთან გამკლავებისა, რობოტს შეუძლია, ინფორმაციის მოწოდება ზემოთ ნახსენები გზით: ვეკონტაქტოთ, როგორც ადამიანს და ის ჩვენს სასურველ კითხვას უპასუხებს.  ბევრის აზრით, ეს ყველაფერი მაინც იმოქმედებს სამუშაო ადგილების შემცირებაზე, თუმცა, სინამდვილეში, ის კონკურენციას უწევს ჩვენთვის ცნობილ ვებსაიტებს, სადაც დიდ დროს ვხარჯავთ ვიდეოების და ტუტორიალების ძებნაში. თავდაპირველად ისეთი იდეა გვქონდა, რომელიც მართლა შეუქმნიდა საფრთხეს სამუშაო ადგილებს, მაგრამ შემდეგ ისეთი იდეა მოგვივიდა, რომელიც პირიქით, დადებითად აისახება ამ პროცესზე. საბოლოოდ, რობოტის მიზანია, დაეხმაროს სპეციალისტს ან ნებისმიერ მომხმარებელს და შეამციროს ჰაკერებისგან სხვადასხვა მოწყობილობაში შეღწევის რისკი. გარდა ამისა, მისი საშუალებით, შეგვიძლია სწრაფად მივიღოთ ინფორმაცია კიბერუსაფრთხოებაზე ან თუნდაც ნებისმიერ თემაზე ყველაზე სანდო ვებსაიტებიდან.
– ნებისმიერი სფეროდან? ჩარჩოები არ გააჩნია?
– კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია. აბსოლუტურად ყველა სფერო რომ მოვიცვათ, ამას ძალიან დიდი მეხსიერება სჭირდება და ეს, პირველ ეტაპზე, დიდ ხარვეზებთან იქნება დაკავშირებული. ამიტომ ჯერჯერობით კიბერუსაფრთხოებით შემოვიფარგლებით.
– ძალიან დიდ პრობლემებს უკავშირდება ინტერნეტთამაშები, რომელსაც სამწუხაროდ, მოზარდების სიცოცხლე შეეწირა. ეს დაკავშირებულია კიბერუსაფრთხოებასთან და ამ მიმართულებითაც თუ შეიძლება, რამე ტიპის სარგებელზე ვისაუბროთ?
– ჩვენი გამოგონების გამოყენება ამ მიმართულებითაც შეიძლება და ბულინგის შემთხვევაშიც წარმოადგენს თავდაცვის საშუალებას. თუ ვინმე ცდილობს ჩვენს კომპიუტერში არასასურველი მიზნებით შემოღწევას, ამის შესახებ პროგრამა გვატყობინებს და გზებსაც გვთავაზობს, როგორ შეიძლება ამის თავიდან არიდება. მაგრამ თუ ჩვენ გამოუცდელები ვართ პროგრამირებაში, თავდაცვას თვითონ ახორციელებს. როცა სკოლის მოსწავლე ასეთ იდეებზე მუშაობს, ცოტა სკეპტიკურად უყურებენ, ნაკლებსარწმუნოდ მიაჩნიათ, ამიტომ დიდ კრიტიკას ველოდი, თუმცა სრულიად საპირისპირო რეაქცია მივიღე. ყველას მოეწონა და ჯერ ნეგატიური შეფასება არ შემხვედრია.
– შენი რობოტი მსოფლიოში ცნობილი „სოფიას“ მსგავსი იქნება, ისიც ქალია?
- დიახ, ქალია, თუმცა ჯერ „ეთიკური კიბერრობოტი“ ჰქვია. იმედია, კონკრეტულ სახელს მალე დავარქმევთ. სოფიას მსგავსია, თუმცა სულ სხვა მისია აქვს. „სოფია“ ხელოვნური ინტელექტის ვიზუალიზაციაა, თუმცა არასრულყოფილია. მისი მისიაა, ყველა სფეროზე ინფორმაციის შეგროვება და შენახვა, ჩვენ აქცენტს მხოლოდ კიბერუსაფრთხოებაზე იმიტომ ვაკეთებთ, რომ უფრო დახვეწილი იყოს. „სოფიას“ შემთხვევაში დიდი ხარვეზებია.
Cyber etical robot-ის მომავალი განუსაზღვრელად დიდია. ვაპირებთ, ის, მსგავსი ფუნქციებით, კიბერუსაფრთხოების გარდა, სხვა სამეცნიერო დარგებშიც გამოვიყენოთ. ამჟამად ვმუშაობთ მანქანური სწავლების პროგრამაში იმპლემენტირებაზე. ახლა რობოტს შეუძლია უპასუხოს ჩვენს შეკითხვებს ზემოთ ნახსენები გზით.
– როდის დაინტერესდი პროგრამირებით?
– ორი წლის წინ „უიჯი-ლიმესში“ დავიწყე სწავლა. პროგრამირების საწყისები შევისწავლე და დიდი მოტივაცია მომეცა. მანამდე ამ სფეროსადმი არანაირი ინტერესი არ მქონდა. მას შემდეგ ოცდაოთხსაათიან რეჟიმში ვიღებდი ინფორმაციას. რაც შევძელი, იმდენი ვისწავლე. შეიძლება ითქვას, ეს ჩემი პირველი ინოვაციური იდეაა.
– ორი წლით ადრე რა ხდებოდა?
– მეშვიდე კლასამდე სწავლის არანაირი მოტივაცია არ მქონდა. სულ „ორები“ მყავდა (იცინის). სპორტს მივყვებოდი, მაგრამ იქაც – ძალით. მერე მამაჩემმა მკითხა, რით განვსხვავდებოდი სხვა მოსწავლეებისგან. არავისგან არაფერი განმასხვავებდა, გარდა იმისა, რომ სხვები ბევრად ნიჭიერები და მონდომებულები იყვნენ. მას შემდეგ დავიწყე სწავლა, საერთოდ არ ვისვენებდი, რადიკალურად შევცვალე ჩემი ცხოვრება. ბევრმა ფაქტორმა იქონია გავლენა. სკოლის გარეთ იყო ბულინგი, რისგანაც თავის დაცვა მიწევდა, ამან მომცა მოტივაცია, ვარჯიში დამეწყო, შემდეგ – სწავლა და სწავლამ პროგრამირებამდე მიმიყვანა. ფიზიკის მასწავლებელმა გვითხრა, ცხოვრებაში თუ რამის მიღწევა გინდათ, ყოველწამს ახალი უნდა ისწავლოთ, სამარშრუტო ტაქსიშიც კიო და მართლა ასე ვიქცევი. კომაროვში წელს ჩავაბარე, არაერთხელ ჩავიჭერი, მაგრამ არ დავნებებულვარ. მიზნების დასახვა ვისწავლე. იმდენად დიდი მიზნების, რომ სხვებს გიჟი ვეგონე და დღესაც ბევრს ვგონივარ. ვცდილობ, წამიც არ დავკარგო და ხალხის კეთილდღეობისთვის გამოვიყენო. მინდა, მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში ჩავაბარო, ეს ყველაზე ძვირად ღირებული უნივერსიტეტია. მინდა, ილონ მასკის დონეზე ავიდე. ჩემს თავს ყოველდღე ახალ გამოწვევას ვუსახავ და გასართობად დროს არ ვკარგავ – ან ვვარჯიშობ ან ვსწავლობ. სპორტით კიდევ უფრო დავინტერესდი და ბოლო ორი წელია, საქართველოს ბრაზილიური ჯიუ ჯიცუს ჩემპიონი ვარ.

скачать dle 11.3