კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2019 (104)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)

№20 სასტიკი შურისძიება

ჰენრი სლეზარი
  ბევერლი ჰაზარდმა გადაწყვიტა, ქონების მმართველი აეყვანა და ხარჯი, შესავალი და გასავალი დაეთვალა. ამან მისი ქმარი  შოკში ჩააგდო – ის საკუთარი ცოლის ქონებას ქარს ატანდა და თან, სინდისიც არ  აწუხებდა.    
– ეს დიდი უაზრობაა, – განუცხადა სტენლიმ ცოლს, – უნდა ჩამაყენო ბავშვის მდგომარეობაში, რომელიც დედისგან ჯიბის ფულს ითხოვს. უკვე მეტისმეტია!
– ჩემმა მეგობრებმა მირჩიეს. აღფრთოვანებულები არიან, – წარმოთქვა ბევერლიმ, რომელიც სარკის წინ იპრანჭებოდა, – მისტერ დიუპრე   ჩვენს საქმეს წინ წასწევს.
მისტერ დიუპრემ სტენლი პირველივე შეხვედრაზე მტრად გადაიკიდა. მან კაცს მასიური სათვალეების ზემოდან თვალი შეავლო და უთხრა:
– ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ კვირაში 100 დოლარი ჯიბის ფულად ყველასთვის საკმარისი იყო.
– ეს ჯიბეზეა დამოკიდებული და კიდევ, მე მამაკაცი ვარ, – წარმოთქვა სტენლიმ, –  თანხის გაზრდას მოვითხოვ.
– ვერაფრით დაგეხმარებით, –  მტკიცედ უპასუხა ფინანსისტმა.
სტენლი წამოენთო:
– ვინ მოგცათ  ჩემთვის უარის თქმის უფლება?
– დამქირავებელმა, – მოუჭრა მმართველმა, – ახლა ძალიან ბევრი საქმე მაქვს. ჩემი მდივანი ერთი კვირის ჩეკს გამოგიწერთ.
ორი დღის შემდეგ სტენლიმ  მისტერ დიუპრეს  დაურეკა და უთხრა:
– 100 დოლარი კიდევ მჭირდება.
– რაში აპირებთ ამ ფულის დახარჯვას?
– თავს ზედმეტის უფლებას აძლევთ. ფული მჭირდება!
– მაპატიეთ, მისტერ ჰაზარდ, მაგრამ ვიდრე არ ამიხსნით, ფული რაში დაგჭირდათ, ვერაფრით დაგეხმარებით.
– ანგარიში ბარიდან გაწყობთ? – დაიღრინა გაღიზიანებულმა სტენლიმ
– მე ყველა თქვენს ხარჯს ავანაზღაურებ. უთხარით ბარში, რომ ჩეკები  გადმომიგზავნონ.  ან სახლში დალიეთ, – გულგრილად უპასუხა მისტერ დიუპრემ.
სტენლი  გამწარდა და როდესაც ერთ დღეს  ბევერლი სახლში დაბრუნდა, ქმარი უცნაური საქმით იყო დაკავებული: ფულის ძებნაში სახლში ყველაფერს თავდაყირა აყენებდა. მისთვის ხელის შეშლა შეუძლებელი იყო.
  სიტუაცია დაიძაბა – ცოლს ოჯახის ფინანსური მდგომარეობის გამოკეთება ახარებდა, ქმარი კი თავს ისე შეზღუდულად გრძნობდა, რომ თავში ყველაზე შავბნელი აზრები მოსდიოდა.
  საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ სტენლი საჯარო ბიბლიოთეკაში წავიდა და სამკითხველო დარბაზში „დანაშაულთა ზოგადი კლასიფიკაციის“ ოთხივე ტომი გადაიკითხა, მაგრამ კითხვაზე პასუხი მაინც ვერ იპოვა.
  ორ თვეში ხელსაყრელი  შემთხვევა გამოჩნდა. სათხილამურო ტურნედან ბევერლიმ ფილტვების ანთება ჩამოიტანა. ლოგინში ჩაწვა და სტენლი ფინანსისტს პირისპირ  შეატოვა.
  სტენლის ცოლის მოხრჩობის სურვილი ყოველდღე უმძაფრდებოდა. თუმცა მკვლელობა, ისე, რომ კვალი არ დარჩენილიყო, შეუძლებელი იყო. საჭირო რამე საშუალება უნდა ეპოვა – უბრალო, უსაფრთხო და ბევერლის ავდმყოფობასთან შესაბამისი საშუალება. და მან ის იპოვა, როდესაც ბიბლიოთეკაში წიგნს ფურცლავდა. „მკვლელობა და მათ გამოძიებაში“ „ა“-ზე, სტატიაში „ასფიქსიაში“ ეწერა:
  „...გაზით მოწამვლისა და გაგუდვის დროს ასფიქსიის სომპტომები ერთმანეთს ძალიან ჰგავს: დაზარალებულის გარეგნობაში, როგორც წესი, ვერაფერს პოულობენ ისეთს, რაც ძალადობაზე მიანიშნებს...“
  პარასკევ საღამოს, როდესაც  ცოლს მეორე სართულზე, თავის ოთახში უკვე ეძინა, სტენლიმ  მოახლე გაუშვა და უფლება მისცა შაბათ-კვირა სახლში გაეტარებინა. დილით კი ცოლს  ლოგინში საუზმე თავად მიართვა. ბევერლიმ ქმარს გაკვირვებულმა შეხედა:
– რა მოხდა, ძვირფასო?
  კაცმა ნაძალადევად გაიღიმა:
– მინდა,  რომ მე გაჭამო, ჩემო პატარავ.
ბევერლიმ ბედნიერად გადაიკისკისა, როგორც ახლდაქორწინებულმა. სტენლიც კმაყოფილი იყო, რომ ცოლის  უკანასკნელი  დილა ასეთი მშვენიერი გამოვიდა.
  ის  ოთახიდან 10 საათზე გავიდა, მას შემდეგ, რაც ქალმა ყველა თავისი წამალი მიიღო და თავი ღრმა ძილს მისცა.
  კაცს მხოლოდ ნახევარი საათი დასჭირდა იმისთვის, რომ ორივე სართულის ყველა კარი და ფანჯარა მჭიდროდ დაეკეტა, მხოლოდ ამის  შემდეგ მივიდა გაზქურასთან და ყველა ონკანი ბოლომდე გახსნა. ცხვირში გაზის მწვავე სუნი  მალევე შეიგრძნო, თუმცა იცოდა, რომ გარკვეული დრო იყო საჭირო, ვიდრე მკვლელი გაზი ზედა სართულისკენ გზას გაიკვლევდა. მაგრამ სტენლის  არსად ეჩქარებოდა.  დრო ჰქონდა – მთელი შაბათი და კვირა.
  სტენლიმ სახლი დატოვა. ორი ავტომობილიდან ის აირჩია, რომელიც უფრო პატარა იყო და ქალაქგარეთ, სასტუმროში დაბინავდა. უკან  მხოლოდ კვირას, გვიან ღამით დაბრუნდა. კარი გააღო და სახლში შევიდა.
  გაზის სქელმა ღრუბელმა მთლიანად დაფარა. ცხვირზე ცხვირსახოცმიჭერილმა ბევერლის საძინებლამდე სირბილით  მიაღწია.
ქალი ზუსტად იმავე მდგომარეობაში იწვა, როგორშიც დატოვა. ოღონდ, ამჯერად მისი გაღვიძება აღარავის  შეეძლო.
  დასაფლავებდიან სამ კვირაში მმართველმა სტენლისგან  სამსახურიდან გაშვების  შესახებ მოკლე ცნობა მიიღო. მან კაცს დაურეკა და უთხრა:
– თუ ნებას დამრთავთ, შევნიშნავ, ბატონო ჰაზარდ, რომ ახლა თქვენ ჩემი სამსახური უფრო მეტად გჭირდებათ, ვიდრე ოდესმე. გირჩევთ  ყველაფერი კარგად აწონ-დაწონოთ.
– უკვე ავწონ-დავწონე, –  სტენლი საკუთარი ტრიუმფით  ტკბებოდა, – თავისუფალი ხართ.
– გასაგებია. დაახლოებით ერთი თვე მჭირდება, იმისთვის რომ ყველა საქმე მოვაწესრიგო.
– კარგი, ოღონდ გახსოვდეთ, რომ ახლა მე ვარ თქვენი უფროსი და  პირველი, რაც მინდა – ხუთი ათასი დოლარის ჩეკია.
ფულით სტენლიმ – უნუგეშო ქვრივმა საკუთარ თავს ბერმუდის კუნძულებზე მცირეხნიანი, მაგრამ შთამბეჭდავი  მოგზაურობა მოუწყო.
სახლში ორი კვირის შემდეგ დაბრუნდა და  ჩამოსვლისთანვე,  იძულებული გახდა, ორი სტუმარი მიეღო. ორივე საოლქო პროკურატურიდან იყო.
– არაფერი მესმის, – გაიოცა სტენლიმ, – თქვენ გინდათ, რომ გამოგყვეთ? მაგრამ რატომ? რა ხდება?
– თქვენს ცოლს ეხება, – უპასუხა ერთ-ერთმა სტუმარმა, რომელიც კეთილგანწყობილს არ ჰგავდა, – მისტერ ჰაზარდ, გვინდა, მის სიკვდილთან დაკავშირებით რამდნიმე კითხვა დაგისვათ.
სტენლი აკანკალდა. ხვდებოდა, რომ არ უნდა შეემჩნია,  მაგრამ მაინც კანკალებდა. ბოლოს, ვერ გაუძლო და აყვირდა:
– მე მის სიკვდილთან საერთო არაფერი მაქვს!
– არავის უთქვამს, რომ გაქვთ. მაგრამ თქვენ ხომ  ბერმუდებზე იყავით.
– დასვენება მჭირდებოდა. გულის გადაყოლებას ვცდილობდი. მე ცოლი მომიკვდა... მე ის მიყვარდა და საერთოდ, რა თქვენი საქმეა.
– რა თქმა უნდა, მართალი ხართ, მისტერ ჰაზარდ. ეს ჩვენი საქმე არ არის  თუ, რა თქმა უნდა, მის უკან რაღაც სერიოზული არ დგას. მაგალითად, მკვლელობა.
– ბევერლის პნევმონია ჰქონდა! – იყვირა სტენლიმ, – ფილტვების ანთებით დაიღუპა. მე რა შუაში ვარ?
– იყო სხვა საშუალებაც, – დააზუსტა ოლქის პროკურორმა. ის  მაგიდაზე გადაიხარა და ჩურჩულით დაუმატა, – მისტერ ჰაზარდ, ჩვენ ვიცით, რომ  ცოლი გაზით გაგუდეთ. გაზქურის ყველა ონკანი გახსენით და საიქიოს გზას გაუყენეთ. განა ასე არ იყო?
კაცმა უცებ იგრძნო, რომ ტუჩები გაუშრა, კრუნჩხვამ წამოუარა და გონება დაკარგა. როდესაც გონზე მოიყვანეს, წაიჩურჩულა:
– ღვთის გულისათვის, როგორ მიხვდით?  საიდან?
– ვინმე დიუპრემ  მოგვწერა, რომელიც ბრალს მეუღლის მკვლელობაში გდებთ. იცნობთ მას?
სტენლიმ იგრძნო, რომ სუნთქვა ისევ გაუჭირდა.
– გაგახსენდათ თქვენი მმართველი? მან ყველაფერი გვითხრა, რაც თქვენი და თქვენი ცოლის ურთიერთობაზე იცოდა. თუმცა, მთავარი სამხილი ეს არ არის. როდესაც სამსახურიდან წასვლის წინ ქაღალდებს აწესრიგებდა, შემთხვევით ძალიან საინტერსო დოკუმენტს წააწყდა.
– რას? – იყვირა სტენლიმ, რომელსაც ზუსტად ახსოვდა, რომ სახლიდან გასვლამდე ყველა ონკანი დაკეტა.
– გაზის ქვითარს,  მისტერ სტენლი.  წარმოუდგენლად დიდი გადასახადი.  ყველაზე მეტი, რაც ოდესმე გადაგიხდიათ. რა პასუხი გაქვთ ჩვენს შეკითხვაზე? რა გახდა იმის მიზეზი, რომ გაზის დანახარჯი ასე ასტრონომიულად გაიზრდა?! სახეზე გეტყობათ, რომ დანაშაული, ფაქტობრივად, აღიარეთ.
    თარგმნა
ნინო წულუკიძემ
скачать dle 11.3