კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№20 რომელ ასაკშია ოჯახის შექმნა გამართლებული ზოდიაქოს კონკრეტული ნიშნისთვის

  იპოვო მეორე ნახევარი და ცხოვრების ბოლომდე მის გვერდით მშვიდად იცხოვრო, რთულია. ბევრს უმართლებს და ცხოვრების თანამგზავრს ადრეულ ასაკში პოულობს, ზოგიც საკმაოდ გვიან ოჯახდება. თუმცა, თქვენთვის რომელ ასაკშია დაქორწინება იღბლიანი და გამართლებული, ამას ასტროლოგია გკარნახობთ:
  ვერძი – მოუთმენელია და საყვარელი ადამიანისგან მცირე რამეც კი სწყინს. არ უყვარს ლოდინი და ამიტომაც იღებს ნაუცბათევ და საბედისწერო გადაწყვეტილებებს. მზადაა, რამდენიმეთვიანი ნაცნობობის შემდეგ რჩეულს დაქორწინება შესთავაზოს და ცოლქმრობის მძიმე უღელში შეებას. არ აჩქარდეთ და კარგად დარწმუნდით იმაში, რომ თქვენი გრძნობები ნამდვილია და არა ვნებებს აყოლილი. ქორწინებისთვის საუკეთესო ასაკი 32-34 წელია.
  კურო – ძალიან ნელა და ფუნდამენტურად ფიქრობენ, სანამ საყვარელ ადამიანზე დაქორწინებას გადაწყვეტენ. სჯერათ მარადიული სიყვარულის და საკმაოდ დიდხანს ელოდებიან იდეალურ პარტნიორს, რომლის გვერდითაც წარმოუდგენიათ თავისი სიბერის წლების გატარება. ქორწინების საუკეთესო ასაკია 30-31 წელი.
  ტყუპები – ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს უყვართ თავიანთი პარტნიორები, მაგრამ საკუთარ თავს გაცილებით მაღლა აყენებენ. ვერ იტანენ მოწყენილობას და თუ მათი შეყვარებული ახალ-ახალი თავგადასავლებისა და გართობისთვის მუდმივად მზად არ არის, შეიძლება, მათი გზები ძალიან მალე გაიყაროს. თუ გინდათ, ქორწინება სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნოთ, სჯობს ქორწინება 34-35 წლის ასაკში გადაწყვიტოთ.
  კირჩხიბი – ოჯახი კირჩხიბებისთვის ყველაზე მთავარია, ამიტომ ოჯახის შექმნაზე ადრეული ასაკიდან იწყებენ ფიქრს. უჭირთ მშობლიური სახლის დატოვება, რაც საგრძნობლად ურთულებთ პირად ცხოვრებას. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელთათვის ქორწინების ოპტიმალური ასაკი 23-25 წელია.
  ლომი –  თუ ლომს ისე ექცევით, როგორც მეფეს ან დედოფალს, მაშინ ის ძალიან ადრე იწყებს ფიქრს ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმებაზე. თუმცა, სრულყოფილი პარტნიორის მოძებნას დიდი დრო სჭირდება. სწორედ ამიტომ, ლომებისთვის ქორწინების საუკეთესო ასაკი 22-25 ან 38-41 წელია.
  ქალწული – ქალწულებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კარიერაა. თუმცა, შესაფერის პარტნიორს ძალიან ადრე პოულობენ და მთელ დარჩენილ ცხოვრებას მის გვერდით ატარებენ. ქორწინებისთვის ოპტიმალური ასაკი 21-24 ან 27-29 წელია.
  სასწორი – ამ ნიშნით დაბადებულები ძალიან ხშირად თხოვდებიან ადრეულ ასაკში და  მალევე ანგრევენ ოჯახს. თუმცა, ეს მათ ბარიერს არ უქმნით, კვლავ დაოჯახდნენ და თანაცხოვრების პერიოდში, მეორე ნახევრის გვერდით მშვიდი, იდილიური გარემო შექმნან. ქორწინებისთვის კარგი ასაკია 27-31 წელი.
  მორიელი – ამ ნიშნის წარმომადგენლები ზედმეტად ემოციურები არიან და როგორც ადვილად უყვარდებათ, ისე ადვილად შორდებიან. სწორედ ამიტომაც, მათთვის ჩვეულებრივი ამბავია უიღბლო ქორწინება. თუმცა, თუ მოინდომეს, ნებისმიერი ქორწინება, შეუძლიათ ხანგრძლივად და მუდმივად აქციონ. საუკეთესო ასაკი დაოჯახებისთვის 28-33 წელია.
  მშვილდოსანი – თავისუფლებას აფასებენ, ამიტომაც ხშირად  საკმაოდ ასაკიანები ქორწინდებიან. თუმცა, მიიღებენ რა ამ გადაწყვეტილებას, ყველაფერს გააკეთებენ, რომ მათი ქორწინება მაქსიმალურად წარმატებული და მშვიდი იყოს. ქორწინებისთვის საუკეთესო 35-37 წელია.
  თხის რქა – ძალიან ადრე აკანონებენ ურთიერთობას ოფიციალურად და ასევე, ძალიან ადრე ხდებიან მშობლები. მათთვის მნიშვნელოვანია გარშემო მყოფთა აზრი მათი ოჯახის შესახებ. ყველაზე კარგად თავს ნათესავებისა და ახლობლების გარემოცვაში გრძნობენ. შეუძლიათ, რჩეულის გამო ყველაფერზე უარი თქვან, თუნდაც წარმატებულ კარიერაზე. საუკეთესო ასაკი დაოჯახებისთვის 22-24 წელია.
  მერწყული – ძალიან ფრთხილები არიან, როცა საქმე სიყვარულსა და ოჯახის შექმნას ეხება. დიდხანს ფიქრობენ და აკვირდებიან მას, ვის გვერდითაც სურთ დარჩენილი წლების გატარება. თუ არჩევანს გააკეთებენ, მათი გადაწყვეტილება მყარი იქნება. ამისთვის კი საუკეთესო ასაკი 31-35 წელია.
  თევზები – ყველას როდი შეუძლია მათ სამყაროში შეღწევა და მათი გულის მოგება. შესაფერისი კანდიდატის პოვნის შემთხვევაში, არ ღირს დიდხანს ფიქრი. რადგან, რაც მეტად დააკვირდებიან პარტნიორს, მით მეტ ნაკლს აღმოუჩენენ და მის გვერდით ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას გადაიფიქრებენ. ენდობიან ინტუიციას, თუმცა, ხშირად ვნებას გონებაზე წინ აყენებენ, რის გამოც შეცდომას უშვებენ. უმჯობესია, თევზებმა ოჯახი 25 წლის შესრულებამდე შექმნან.
скачать dle 11.3