კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 რა იწვევს ენის ბორძიკს და როგორია მასთან დაკავშირებული მითები და რეალობა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  რატომ გვებმის ენა? ზოგჯერ შეუძლებელია ზუსტი პასუხის გაცემა კითხვაზე, რა იწვევს ლოგონევროზს, რადგან პრობლემის ბუნება ბოლომდე შესწავლილი არ არის. შემთხვევათა 30 პროცენტში ლოგონევროზის გამომწვევი მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება. უპრიანია ვთქვათ, რომ ის რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობით გამოწვეული პათოლოგიაა, რომელთა შორისაც მნიშვნელოვანია: მემკვიდრეობა, სოციალური გარემო, სტრესი, შიში, ფსიქიკური ტრავმა, ნერვული სისტემის დაავადებები. ხშირია გადაჩვეულ ცაციათა ენაბორძიკი. ფსიქოლოგიური ფაქტორებით განპირობებული ენაბორძიკობა შედარებით ადვილად იკურნება. სომატური მიზეზებით გამოწვეული ლოგონევროზის მკურნალობა გაცილებით რთული, ხანგრძლივი და სპეციალიზებული პროცესია.
  ყველაზე ხშირია, ეგრეთ წოდებული, სტარტის პრობლემები, როდესაც ადამიანი ვერ ახერხებს საუბრის თავისუფალ დაწყებას, ამაში ხელს უშლის საარტიკულაციო აპარატის სხვადასხვა ნაწილის კუნთების ხანგრძლივი სპაზმები და ხანმოკლე კრუნჩხვები.
  ხანგრძლივი სპაზმებისას ვითარდება, ეგრეთ წოდებული, დუმილის ბლოკები, როდესაც ადამიანი ვერ წარმოთქვამს ბგერებს, მსგავსი სპაზმები შესაძლოა, აღმოცენდეს სიტყვის დასაწყისშიც და შუაშიც. ზოგჯერ სპაზმებს თან სდევს სახის, კისრის, ზურგის, მკერდის კუნთების დამატებითი მოძრაობები – ჰიპერკინეზიები, არტიკულაციისა და მიმიკის შეცვლა. ყველაზე მეტად თვალსაჩინოა საკუთრივ ენის სპაზმები, როდესაც ბორძიკისას ენა დამატებით გამოდის პირის ღრუდან და განსხვავებულად მოძრაობს – მისი კუნთების სპაზმისა და კრუნჩხვის შესაბამისად.
მითები ენაბორძიკობის თემაზე
  მითი 1 – ენის ბორძიკი დაავადება არ არის, ის გარდატეხის ასაკში თავისით გაივლის.
სიმართლე – ენაბორძიკი დაავადება ნამდვილად არ არის, ის კლინიკური სიმპტომია, რომლის სპონტანური ანუ თავისთავადი განკურნება მხოლოდ შემთხვევათა 30-35 პროცენტშია შესაძლებელი, დანარჩენში ის რჩება და სპეციალური კორექციის გარეშე არ ლაგდება.
  მითი 2 – ენაბორძიკი განუკურნებელი დაავადებაა, ახასიათებს ხშირი რეციდივები, ამიტომ მის მკურნალობას აზრი არ აქვს.
  სიმართლე – ბავშვების 50-80 პროცენტი სპეციალური თერაპიის შემდგომ სრულად იკურნება, მხოლოდ შემთხვევათა 13-15 პროცენტი არ ემორჩილება თერაპიას, თუმცა, ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია მეტყველების ავტომაკონტროლებელი წესების ათვისება, რაც მებორძიკე ადამიანს თავისუფლად და ლაღად საუბრის საშუალებას აძლევს, ამასთან, მეტყველების ამ ხარვეზსაც ვეღარ ამჩნევს.
გასათვალისწინებელია მებორძიკე ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტი, ის აკრძალვები, რომლებსაც ისინი საკუთარ თავს მეტყველების ამ ხარვეზის გამო უყენებენ. საბოლოოდ ეს მათთვის ქრონიკული სტრესის მიზეზი ხდება, ლოგონევროზზე გაცილებით მძიმე ფსიქოლოგიურ პრობლემებს უდებს სათავეს და მნიშვნელოვნად აუარესებს მათი ცხოვრების ხარისხს: ართულებს პიროვნულ განვითარებას, თანატოლებთან კომუნიკაციას, პროფესიულ თვითგამორკვევას და კარიერულ წინსვლას. ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ მოსალოდნელი რეციდივების გამო მკურნალობის უარყოფა გაუმართლებელია, ცდას ყოველთვის აქვს აზრი.
  მითი 3 – ენაბორძიკის მკურნალობა გარანტიით.
სიმართლე – დღეს მსოფლიოში არ არსებობს მეთოდიკა, რომელიც ენაბორძიკისგან სრულად განკურნების გარანტიას იძლევა, თუმცა, გარკვეული შრომითა და გარჯით, ნებისმიერი ტიპის, სიმძიმის, ფორმის ენაბორძიკის მქონე პაციენტის მეტყველების სრულად მართვა და გაკონტროლება შეიძლება.
  მითი 4 – ენა იმიტომ გვებმის, რომ მაღალი გონებრივი შესაძლებლობების გამო აზრები უსწრებენ ენას და ენა ვეღარ ახერხებს მათ გამოთქმას.
  სიმართლე – ენაბორძიკის მიზეზი თავის ტვინში არსებულ სამ მოტორულ, ქერქქვეშა სამეტყველო ცენტრს შორის წარმოქმნილი დესინქრონია, რომელიც შესაძლოა, რამდენიმე სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. კავშირი ლოგონევროზს, გონებრივ შესაძლებლობებსა და ენის მოქნილობას შორის დადასტურებული არ არის. ენაბორძიკი შესაძლოა, თანაბრად დაეწყოს როგორც დაბალი, ისე საშუალო და მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე ადამიანს.
  მეტყველებისას შეეცადეთ მოადუნოთ სახმო იოგებთან დაკავშირებული ყველა კუნთი, განსაკუთრებით ტუჩების კუნთები. ისინი ჭარბად არ უნდა ამოძრაოთ.
ყველაფერი, რაც სახმო იოგების არეშია, უნდა ვიბრირებდეს – მეტყველებისას აუცილებელია მკერდში მსუბუქი ვიბრაცია იგრძნოთ, სწორედ ასე წარმოიქმნება ობერტონები – ენის ბორძიკის საწინააღმდეგო „ანტიდოტები“.
  სახმო იოგების სპაზმის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია, საუბრისას ხმა მცირედ დაიდაბლოთ.

скачать dle 11.3