კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 ვის ემუქრება ანემია

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

დადგენილია, რომ ზოგიერთი ფაქტორი ზრდის ანემიის რისკს. მათგან აღსანიშნავია:
* ერთფეროვანი, ვეგეტარიანული კვება;
* ხშირი ფაღარათით მიმდინარე ნაწლავთა დაავადებები;
* ჭარბი მენსტრუაცია, ორსულობა;
* ქრონიკული ანთებითი დაავადებები;
* ანემიის ოჯახური ისტორია.
თუ შეამჩნიეთ, რომ გაქვთ ანემიის სიმპტომები ან მისი აღმოცენების რისკი, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა დროულად დაისვას დიაგნოზი და დაინიშნის სათანადო მკურნალობა. გახსოვდეთ, მიზეზის დაუდგენლად ანემიის მკურნალობა შესაძლოა უშედეგო აღმოჩნდეს. მიზეზის დადგენის შემთხვევაში ანემიათა უმრავლესობა იკურნება.
ანემიის სიმპტომები დამოკიდებულია დაავადების ტიპსა და სიმძიმეზე, გამომწვევ მიზეზზე, პაციენტის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ადამიანის ორგანიზმს გარკვეულ ეტაპამდე მდგომარეობის კომპენსირების უნარი აქვს, რის გამოც ამ პერიოდში ანემია შეუმჩნეველი რჩება. მიუხედავად მრავალფეროვნებისა, ანემიას გარკვეული ზოგადი სიმპტომებიც ახასიათებს. მათ შორის უნდა აღვნიშნოთ:
* ადვილად დაღლა, სისუსტე, უენერგიობა;
* უჩვეულოდ ხშირი პულსი, განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვისას;
* ქოშინი, თავის ტკივილი, განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვისას;
* კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
* თავბრუ;
* კანისა და ლორწოვანების სიფერმკრთალე;
* წვივის კუნთების ტკივილი, კრამპი – მტკივნეული შეკუმშვა;
* უძილობა.
უშუალოდ ანემიის ტიპთან დაკავშირებული სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს:
* რკინადეფიციტური ანემიისას – გემოვნების გაუკუღმართება (ცარცის, ქაღალდის, კბილის პასტის, მტვრის, უმი ბურღულეულის და ასე შემდეგ ჭამის დაუძლეველი სურვილი), რაც პიაკციზმის სახელწოდებითაა ცნობილი; ფრჩხილებზე განივი ზოლები, ფრჩხილების ჩაზნექა კოვზის მსგავსად – კოილონიქია, ტუჩების კუთხეებთან ნახეთქები;
* B12 ვიტამინდეფიციტური ანემიისას – კიდურებში ჭაინჭველების ცოცვისა და ჩხვლეტის შეგრძნება, შეხებისას მგრძნობელობის დაქვეითება, სიარულის გაძნელება და არამყარი სიარული, მოძრაობების გაუხეშება, დემენცია;
* ტყვიით ქრონიკული ინტოქსიკაციის გამო ანემიისას – მოლურჯო-მოშავო არშია ღრძილებზე – ეგრეთ წოდებული ტყვიის ყაეთანი, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, ღებინება;
* ერითროციტების ქრონიკული დაშლით გამოწვეული ანემიისას – სიყვითლე, მუქი, მოყავისფრო ან მოწითალო შარდი, წყლულები ქვედა კიდურებზე, ნაღვლის ბუშტის კენჭების წარმოქმნა, ბავშვთა განვითარების შეფერხება;
* ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიისას – სისუსტე, ინფექციებისადმი მიდრეკილება, სახსრებში, მუცელში, კიდურებში ლოკალიზებული ძლიერი ტკივილის ეპიზოდები;
* უეცარი, სწრაფად განვითარებული ჰემოლიზისას – მუცლის ტკივილი, ყავისფერი ან წითელი შარდი, სიყვითლე, მცირე სისხლჩაქცევები კანქვეშ, თირკმლის უკმარისობის სიმპტომები.
скачать dle 11.3